გამიგია, რომ ვირთხა შეიძლება სახლში კანალიზაციიდან შემოძვრეს, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს სახლშიც მესტუმრებოდა.

0
1046

ლელას არასდროს უფიქრია, რომ ვირთხების შეეშინდებოდა, მაგრამ გასული საახალწლო დღესასწაულზე დაფიქრდა ამაზე. შუაღამისას უცნაური ხმა შემოესმა და მიხვდა, რომ დერეფნის კედელში ახალი ბინადარი იყო და სასწრაფოდ ზომები უნდა მიეღო მის მოსაშორებლად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

ვირთხა სახლში

სოსომ არ იცოდა რამდენად გაუმკლავდებოდა ამ საქმეს. მან ეხლახანს დაიწყო პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლის კერძო პრაქტიკა. ძირითადად დაკავებული იყო კერძო სახლების გაწმენდით, მაგრამ პატარა ბინაში არასდროს შესულა. კარგად აწონ-დაწონა დადებითი და უარყოფითი მხარეები და დამკვეთის სახლისკენ გაემართა.როდესაც დიასახლისი დაინახა, თავი უხერხულად იგრძნო, რომ სამუშაო ფორმაში იყო, რადგან გოგონა ძალიან ლამაზი იყო, თან მარტოხელა. ეს ჩანდა სახლის გარემოდან და გოგონას ქცევიდან. ის ძალიან შეშინებული იყო.სოსო შეეცადა დაემშვიდებინა ლელა. ის მოუყვა თავის პრობლემაზე და მიუთითა ადგილზე, საიდანაც ხმები ისმოდა. აღმოჩნდა, რომ კუთხეში საკმაოდ დიდი ხვრელი იყო, რომელსაც დიასახლისი ვერ ამჩნევდა.

მომდევნო ერთი საათი სოსო მთელი მონდომებით ცდილობდა დახმარებოდა ლამაზმანს, ფიქრობდა, რომ არც გასამრჯელო გამოერთმია, მალე ხომ ახალი წელია? ახალ წელს კი გინდა ბევრი კეთილი საქმე გააკეთო უანგაროდ. მალე ვირთხა გალიაში აღმოჩნდა.

  • -აი, შეხედეთ, ეს არის თქვენი სტუმარი. კი, ცოდოა რომ დავიჭირეთ, მაგრამ საშიშიც. ისე, რომ იცოდეთ, ვირთხა ძალიან ჭკვიანი ცხოველია და წვრთნასაც ექვემდებარება.
  • -მართლა? რა საინტერესოა. ამას რა ბედი ეწევა?
  • -ეს უკვე ჩემი საქმეა, მთავარია, ამიერიდან მშვიდად იქნებით.

ლელამ ფულის გადახდა დააპირა, მაგრამ ყმაწვილმა თავაზიანად უთხრა უარი. მაშინ გოგონამ ვახშამზე სთხოვა დარჩენა, რაზეც სოსო სიამოვნებით დასთანხმდა.

მოულოდნელი ურთიერთობა – ასეც მოხდა. ახალგაზრდებმა მთელი საღამო ერთად გაატარეს. ლელა არა მარტო ლამაზი, არამედ საინტერესო და ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა, ძალიან მოეწონა სოსო.მას მერე კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს, ერთად აღნიშნეს ახალი წელი და სხვა დღესასწაულები. გავიდა 5 თვე. სოსომ გადაწყვიტა შეყვარებულისთვის სიურპრიზის მოწყობა და ცხოველების მაღაზიაში წაიყვანა. იქ ბევრი ცხოველი იყიდებოდა, მათ შორის ვირთხებიც.

-მოდი, გინდა ვიყიდოთ, მადლიერების ნიშნად, რომ ერთმანეთი შეგვახვედრა. აირჩიე, რომელი გინდა.ლელა დათანხმდა და აირჩია ის ვირთხა, რომელიც მათ სახლში იცხოვრებდა. სახლში წაიყვანეს დიდი, ლამაზი გალიით, შეიძინეს ყველა საჭირო ნივთი. სოსომ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა და დაამონტაჟა. ლელა ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა ახალ ბინადარს. ამ დროს ხმა მოესმა:-ცოლად გამომყვები?

რჩევა რედაქციისგან – თუ მოხდა და თქვენს სახლში ვირთხა გაჩნდა, საუკეთესო გამოსავალია სპეციალური სამსახურის გამოძახება, რომელიც წმენდს სარდაფებს და სადარბაზოებს.თუ პრობლემა ლოკალურია, საუკეთესი გამოსავალი იქნება მღრღნელების საწინააღმდეგო ძველებური, ხალხური საშუალებები. ასევე არსებობს ალტერნატიული დასაფრთხობი ნივთები, რომლებიც გამოსცემენ განსაკუთრებულ მიკროტალღებს. ის ადამიანისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ მღრღნელებისთვის ძალიან ხმამაღალი. შედეგად ვირთხები დისკომფორტს გრძნობენ და ოთახს ტოვებენ. თქვენ რა საშუალებას იყენებთ მღრღნელების წინააღმდეგ საბრძოლველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.