დედამთილთან სტუმრობის დროს მინდოდა დავხმარებოდი და ჭურჭელი გავურეცხე, ორი დღის შემდეგ გავიგე, რომ საშინლად იჩხუბა ქმართან.

0
21265

რატომ არ შეიძლება სტუმრად ყოფნის დროს ჭურჭლის გარეცხვა და რა შეცდომებს უნდა მოვერიდოთ სამზარეულოში? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ფაქტორებზე, რომელიც გავლენას ახდენს ჭურჭლის სისუფთავეზე და არ ვითვალისწინებთ ხოლმე.

რატომ არ შეიძლება ჭურჭლის გარეცხვა

სასიამოვნო სადილის შემდეგ კარგ ტონად ითვლება დიასახლისი დახმარება ჭურჭლის რეცხვაში. თუმცა, ამაზე ყველა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. საქმე იმაშია, რომ საუკუნეების გამავლობაში ყველაფერი, რაც კულინარიასთან იყო დაკავშირებული, საგულდაგულოდ იყო დაცული უცხო თვალისგან. ბევრს ეხლაც სწამს, რომ ჭურჭელს შეუძლია გარკვეული ენერგეტიკის დაგროვება და მის მიერ შთანთქმული ნეგატივი ოჯახს ჰარმონიას და სიმშვიდეს ართმევს.

ამაზე მიუთითებს ხალხური შეხედულებები. მაგალითად, თვლიან, რომ თუ დაქალი ხშირად ურეცხავს ჭურჭელს გათხოვილ მეგობარს, ის ქვეცნობიერად ცდილობს მის მირად სივრცეში შეჭრას, ხოლო თუ ეს ხდება გაუთხოვარი გოგონას სახლში, მისი ქორწინება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოხდება.ამიტომ სანამ სტუმრად ყოფნის დროს ჭურჭლის გარეცხვას დააპირებთ, დააკვირდით, თუ მასპინძლები ცრუმორწმუნეები არიან, მათ შფოთვის მიზეზს აძლევთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია იკითხოთ, ხომ არ არია დახმარების წინააღმდეგნი.

ჭურჭლის რეცხვის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები

  1. ჭურჭლის გარეცხვის გადადება მეორე დღისთვის. – მამაკაცების და ქალების 70%-მდე აღიარებს, რომ ჭურჭლის რეცხვა ყველაზე მომაბეზრებელი საქმეა მათთვის და ათას მიზეზს იმიზეზებენ მის გადასადებად. თუმცა, ცხიმებით მდიდარ გარემოში ბაქტერიები 2-3 საათში ადაპტირდებიან და იწყება სწრაფი გამრავლების პროცესი. ამიტომ შენივე ინტერესშია ჭურჭელი სწრაფად გარეცხო, რათა ნაწლავის ჩხირს შანსი არ მისცე.
  2. ჭუჭყიანი თეფშების ერთმანეთზე დალაგება – ბევრს ჩვევად აქვს გამოყენებული თეფშების ერთმანეთზე დალაგება. ეს იწვევს ძირის დასვრასაც საჭმლის ნარჩენებით, რაც მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს რეცხვისას.უფრო რაციონალური იქნება ცხიმიანი თეფშების ცალკე დალაგება და მისი უპირველესად გარეცხვა, შემდეგ კი ნაკლებად დასვრილის. თუ თეფშზე ბევრი ცხიმია, გარეცხვამდე ქაღალდის ხელსახოცით მოაშორეთ.
  3. ერთი ღრუბელის დიდხანს გამოყენება – ჩვეულებრივ სამზარეულოს ღრუბელზე შეიძლება იყოს 20-მდე სახის საშიში მიკროორგანიზმი. მათ შორის არის სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და სხვა. ამიტომ კვირაში ერთხელ მაინც შეცვალეთ ღრუბელი ახლით. ასევე, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ყველა ზედაპირისთვის ცალკე ღრუბელო გვქონდეს და რეგულარულად დამდუღრეთ და გააშრეთ ხოლმე.
  4. არ შეინახოთ სველი თეფშები კარადაში – ბევრი დიასახლისი გამშრალების ან ბოლომდე გაშრობის გარეშე ინახავს კარადაში თეფშებს. ეს ქმნის ბაქტერიების და სოკოს გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს, ანესტიანებს თავად კარადას.
  5. არ ვასტერილებთ სამზარეულოს ხელსაწყოებს – შეგახსენებთ, რომ მდუღარე წყალში გავლება სტერილიზაცია არ არის. ყველა ბაქტერიის გასანადგურებლად ნივთი 3 წუთის განმავლობაში უნდა მოთავსდეს 100 გრადუს ტემპერატურაზე, ან 80 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

“მაჩვენე შენი სამზარეულო და გეტყვი ვინ ხარ შენ” – ამბობს ხალხური სიბრძნე. ბინძური სამზარეულო ქალის ცუდ დიასახლისობაზე მიანიშნებს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.