ბევრს ეშინია სიცოცხლის ბოლოს იმის გაცნობიერების, რომ არასწორად იცხოვრა. როგორც წესი, ადამიანები ასაკში შესვლის შემდეგ ნანობენ ხოლმე ბევრ რამეს. მაგალითად, ვერ გარისკეს და აირჩიეს არასწორი პროფესია, ან არასაკმარისად იმოგზაურეს და არ შეიმეცნეს სამყარო. ყველას თავისი შიში აქვს – ზოგს მარტოობის ეშინია და პარტნიორის გარშე ცხოვრების დასრულების. რისთვის ვცხოვრობთ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვეცდებით ამ კითხვაზე ვუპასუხოთ.
რისთვის ვცხოვრობთ ჩვენ
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია. არც ერთ ადამიანს არ აქვს რესურსი გამოსცადოს ყველაფერი და მიაღწიოს მწვერვალს. ზოგს არ აქვს ფული, ვიღაცას უკვე აქვს, მაგრამ დრო აღარ ყოფნის, აღარც ენერგია აქვს. ყველაზე გონივრული იქნება იმის გაცნობიერება და შეგუება, რომ ყველაფერს ვერ მიიღებ.ამის გაცნობიერების შემდეგ სიმშვიდის ეტაპი მოდის. შენ ავიწროვებ მოთხოვნების წრეს და ხვდები, რომ არ გჭირდება ბედნიერებისთვის ყველაფერი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ გვჭირდება.
ცხოვრებაში მიმართულების შეცვლა. მთავარია, ეს გააკეთო შეგნებულად და სწორად დაგეგმო. მაგალითად, არ უნდა დატოვო სამსახური ისე, რომ წინასწარ არ იფიქრო რა მოყვება ამას და არ მოემზადო. ფული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ ფინანსური მხარის გამოსასწორებლად ყოველთვის ღირს გარჯა.
ფული, მოთხოვნილებები და ცხოვრების აზრი – ფული აგრეთვე საჭიროა სიმშვიდისა და თავდაჯერებულობისთვის, გვიცავს ხვალინდელი დღის შიშისგან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანის ბედნიერებისთვის. თუმცა, მხოლოდ დაგროვება არ არის სწორი, დღევანდელი დღის ბედნიერება და სიხარული არ უნდა მოიკლოთ და არ დაივიწყოთ ჭეშმარიტი სურვილები.არასდროს შეადაროთ საკუთარი თავი სხვას. ვიღაცისთვის თუ ოჯახური ცხოვრება და უამრავი შვილიშვილია ბედნიერება, არ ნიშნავს იმას, რომ შენთვისაც ასე უნდა იყოს. ეს ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება. დიდი სიყვარული, გაუთავებელი მოგზაურობა, ექსტრემალური სპორტი, ხმამაღალი წვეულებები…
ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ არა აუცილებელი. ბედნიერება დროშია და ამის გაცნობიერება უსაზღვრო შესაძლებლობებს გვაძლევს. შენ შეგიძლია დატკბე თითოეული დღით და პრაქტიკულად ყველაფრით. არასწორია მუდამ ბედნიერების მიზეზის ძებნა, რადგან ვერ იპოვი. რასაც იპოვი, მალე მიხვდები, რომ ეს არ გაკმაყოფილებს და ასე უსასრულოდ.
რჩევა რედაქციისგან:ცხოვრება წარმავალია და მუდამ გახსოვდეს ეს. ის ოდესღაც დასრულდება და ნუ გაატარებთ მას ისე, რომ საბოლოოდ ინანოთ. რისთვის ვცხოვრობთ? ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.