არსებობს გარკვეული ასაკი, რომლის აღნიშვნა არ შეიძლება, მიუხედავად ახლობლების დაჟინებული მოთხოვნისა.

1371

რტომ აღნიშნავენ დაბადების დღეს? ეს დღე ხომ განსაკუთრებულია სხვა დღეებთან შედარებით, მაგრამ რატომღაც ამ დღეს გაურკვეველი სევდა და შიში მეუფლება. რთული სათქმელია, თუ რატომ ხდება ასე. ეს დღე თითქოს მეუბნება, რომ შენ არსებობ, ოდესღაც დაიბადე და ეხლა უკვე ასაკი გემატება, იძენ გამოცდილებას და სიბრძნეს.

რატომ აღნიშნავენ დაბადების დღეს

ადამიანმა უნდა აღიქვას თავი პიროვნებად. ჩვენ ყველას გვსურს აღიარებულები და მნიშვნელოვანები ვიყოთ. დაბადების დღე განსაკუთრებული დღესასწაულია. ჩვენ გვიხარია კიდევ ერთი წელი რომ მოგვემატა, თან ვწუხვართ, რომ ამ დღეს ვაცნობიერებთ ჩვენი ცხოვრების დროებითობას, ვხვდებით, რომ არავი ცხოვრობს მუდმივად.ასტროლოგია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანის დაბადების თარიღს. მასზე დაყრდნობით გვაწვდის უამრავ ინფორმაციას საკუთარ თავზე. ადამიანებს სჯერათ, რომ ვარსკვლავი, რომლის მფარველობის ქვეშ ისინი დაიბადნენ, ზემოქმედებენ მათ ბედზე, პიროვნებასა და მომავალზე. შეიძლება ეს ნაწილობრივ მართალიც იყოს, მაგრამ ზუსტად გარკვევა შეუძლებელია. ასევე საინტერესოა ნუმეროლოგია.შესაძლებელია, ამ დღის სარკალური მნიშვნელობის გამო არსებობს უამრავი ცრურწმენა და ზოგიერთი თარიღის აღნიშვნას არ გვირჩევენ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ციფრებზე, რომლებთანაც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ.

რომელი თარიღი არ უნდა აღვნიშნოთ

  • 33 წელი – სწორედ ამდენი წელი იცოცხლა იესომ. ზოგს სწამს, რომ ეს ასაკი ხმაურიანი წვეულებით არ უნდა აღნიშნოთ. უმჯობესია, გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ. ეს თარიღი ითვლება დიდ ეტაპად, რომლის შემდეგ ახალი, სერიოზული ცხოვრების ნაწილი იწყება.
  • 40 წელი – ამ ასაკს მხოლოდ მორწმუნეები არ უფრთიან. ბევრ კულტურაში 40 ასოცირდება დასასრულთან. შესაძლოა, ეს ცრურწმენა გამოწვეულია იმით, რომ შუა საუკუნეებში ადამიანები იშვიათად აღწევდნენ ამ ასაკს, ხოლო ვინც ცოცხლობდა, ჩუმად იყვნენ, რათა სხვებში შური არ გამოეწვიათ. სამწუხაროდ, ადრე მედიცინა არ იყო განვითარებული და ცხოვრების პირობები ცუდი იყო.ასევე ამბობდნენ, რომ 40 წლის შესრულების შემდეგ მფარველი ანგელოზები გვტოვებენ და მიფრინავენ დასასვენებლად, რადგან თვლიან, რომ საკმარისი გამოცდილება და სიბრძნე დავაგროვეთ და მათი დახმარების გარეშე უნდა შევძლოთ ცხოვრება.
  • 53 წელი – ამ თარიღის აღნიშვნას არ ვურჩევთ ქალებს. ამ ასაკში მათ ფსიქიკასა და სხეულში რადიკალური ცვლილებებია. ჰორმონალური გარდაქმნები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ განწყობასა და ემოციურ ფონზე. ამიტომ ნუ დახარჯავთ ენერგიას ხმაურიან წვეულებებზე, რადგან შემდგომი წლები რთული იქნება. უმჯობესია მშვიდად გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.
  • 13 წელი – როგორც იცით, რიცხვ 13-თან დაკავშირებულია უამრავი ცრურწმენა და შიში. ამბობენ, რომ ამ ასაკში ბავშვის სული განსაკუთრებით დაუცველია ნეგატიური ზემოქმედებისგან. ამიტომ ეს დღე ჯობია არ აღნიშნოთ სტუმრებთან ერთად.

რჩევა რედაქციისგან: რჩევებთან ერთად მოუსმინეთ საკუთარ გულს. ზოგი ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს თითქმის ყველა დაბადების დღეზე და ურჩევნიათ საკუთარ თავთან, მარტო იყვნენ. კარგად მოლხენა ყოველთვის შეიძლება, ამიტომ თქვენი დაბადების დღე გაატარეთ ისე, როგორც გული გკარნახობთ. თქვენ როგორ ატარებთ ხოლმე საკუთარ დაბადების დღეს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს