მეანმა დედას ახალშობილი ბავშვი აჩვენა… ეს შემთხვევა სამშობიარო სახლის ყველა ექიმს დაამახსოვრდა

4021

როცა 29 წლის დარა კრაუჩი მეორედ დაფეხმძიმდა, 100%-ით დარწმუნებული იყო, რომ გოგონა შეეძინებოდა. როცა ექიმებმა მომავალ დედას სქესის გაგება შესთავაზეს, მან უარი თქვა. დარას ნამდვილად სერიოზული მიზეზი ჰქონდა იმის საფიქრებლად, რომ ვაჟის გაჩენა არ შეეძლო.

თუმცა, ბედმა კრაუჩს სურპრიზი მოუმზადა. როცა დარას მიერ მშობიარობაზე მოწვეულმა ფოტოგრაფმა მეგობრის სახე დაინახა, მაშინვე აიღო კამერა! ახლა ეს ფოტოები მთელ ინტერნეტს მოედო.

კერ-ფოქსი, ქალის მეგობარი, უკვე 9 წელია მშობიარობის კადრებს იღებს. როცა მეგობარს მშობიარობის გადაღებაზე დასთანხმდა, ნამდვილად არ იცოდა, რა ელოდა. თვითონ სპეციალისტი ამბობს, რომ ასეთი რამ, მთელი ამ დროის განმავლობაში, არასდროს უნახავს.

დარას იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ვაჟს გააჩენდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში, დედის მხრიდან მის არც ერთ ნათესავს არ გაუჩენია ვაჟი. თვითონ კრაუჩსაც პირველი გოგონა გაუჩნდა. მხოლოდ მაშინ, როცა კუმშვები დაეწყო, დარა უეცრად დაფიქრდა: რა მოხდება, თუ ვაჟს გააჩენს?

როცა მეანმა დედას ბავშვი აჩვენა, მშობიარე გაოცებას ვერ მალავდა. “ღმერთო ჩემო, ეს ბიჭია! თვალებს ვერ ვუჯერებ!” დედის სიხარულის ყვირილი მთელ სამშობიარო სახლს მოედო.

დარას სამედიცინო განათლება აქვს და პერინატალურ მედდად მუშაობს. მისი თქმით, მშობიარეებთან ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა ძალიან საინტერესოა. “თუმცა, არაფერი შეედრება იმ მღელვარებას, რომელიც ლიამის გაჩენის დროს ვიგრძენი.” – აღიარებს ბედნიერი დედა.

ახლა ქალის ოჯახი ბავშვს სასწაუკს ადარებენ. დარას ნათესავებს დღემდე არ სჯერათ, რომ 29 წლის დედამ ბოლოს და ბოლოს გაწყვიტა ნახევარსაუკუნოვანი ჯაჭვი.

ადამიანები, რომლებიც კრაუჩის ოჯახის ისტორიას ეცნობიან, მოწმობენ, რომ გვარში წარმოქმნილი სიტუაცია იშვიათობა სულაც არაა. ერთ-ერთმა მკითხველმა გვითხრა კიდევაც, რომ მის გაჩენამდე ოჯახში, 85 წლის განმავლობაში ზედიზედ, მხოლოდ ბიჭები ჩნდებოდნენ.

სტატია მომზადებულია Inspired -ს მიხედვით. თქვენ იცნობთ ასეთ შემთხვევას? მოგვიყევით კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს