შეიძლება თუ არა, მამის და დედის წარსულს გავლენა მოახდინოს შვილების აწმყოსა და მომავალზე? ჩვენ ვთვლით, რომ ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ანასტასიას ამბავი მეტყველებს, რომ ყოველთვის ასე არ არის. რა მოხდა და რა ემუქრება გოგონას პირად ურთიერთობას, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
მამის წარსული
ექვსი თვის წინ დავიწყე ჩემს კურსელთან შეხვედრა. ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე გადავიდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით. ყოველთვის მინდოდა ჩემი ოჯახი მქონოდა.მაგრამ ეხლა უკვე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ცოტა ხნის წინ ბექამ მშობლების გასაცნობად წამიყვანა, მაგრამ მან როგორც კი დამინახა გამომაგდო! აცრემლებული გავიქეცი სახლში. მეორე დღეს ბექა ყველაფრის ასახსნელად მოვიდა ჩემთა და ამ ამბავმა სრულ ისტერიკაში ჩამაგდო.
“მამაჩემის წარსული დედაშენს უკავშირდება. მათ ერთმანეთი გაიცნეს როდესაც ერთი წლის ვიყავი და დედაჩემი გარდაცვლილი იყო. ის ჩემზე მშობიარობის დროს დაიღუპა. მამას არ ეგონა თუ ვინმე როდესმე შეუყვარდებოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. შემდეგ დედაშენი სხვისგან დაფეხმძიმდა და ყველაფერი დამთავრდა.”მამამ დაშორდა მას, მაგრამ დავიწყება მაინც ვერ შეძლო. ყოველთვის თვალ-ყურს ადევნებდა და შენც შორიდან გიცნობდა. ამიტომ დანახვისთანავე მიხვდა ვინ იყავი.”
მწარე სიმართლე – საკუთარ ყურებს ვერ ვიჯერებდი, თან ვფიქრობდი, რომ მშობლების წარსული არ იყო ჩვენი საზრუნავი. “ვწუხვარ, რაც მოხდა, მაგრამ არ მინდა შენი დაკარგვა!” ბექა ჩამეხუტა “მესმის შენი, მაგრამ ცოლად ვერ მოგიყვან. მამა ვერ აიტანს იმ ოჯახთან ურთიერთობას, სადაც მწარედ მოატყუეს”. ვთხოვე, რომ მამამისთან დალაპარაკების უფლება მოეცა.ბექა დამთანხმდა და მამა ერთ კაფეში დაიბარა. როდესაც მოვიდა და დამინახა, მაშინვე წასვლა დააპირა, მაგრამ შვილმა დაარწმუნა რომ დარჩენილიყო.
მამას ავუხსენი, რომ გულწრფელად მიყვარდა მისი შვილი და მზად ვიყავი ყველაფერის გამეკეთებინა ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად. ჩვენი ბრალი არ იყო რაც მოხდა და ამისთვის პასუხი არ უნდა გვეგო. მამამ მიპასუხა: “დედაშენმა ბევრის ტკივილი მომაყენა და არ მინდა ის ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს. თუ ასე გიყვართ ერთმანეთი, რა გაეწყობა, მაგრამ კომუნიკაცია აღარ გვექნება.”არ მჯეროდა, რომ მამას შეეძლო უარი ეთქვა ერთადერთ შვილთან ურთიერთობაზე დედაჩემის გამო. მან რთული არჩევანის წინაშე დააყენა ბექა. ბექამ დრო ითხოვა მოსაფიქრებლად. მე კი ველოდები მის არჩევანს და არ ვიცი რა გველოდება.
რას გვასწავლის ეს ამბავი – ეს ამბავი გვასწავლის, რომ მიყენებული ტკივილი წლების შემდეგაც არ იკლებს. ბექას მამას ისედაც რთული ბედი ქონდა. მან ცოლი დაკარგა და მალე საყვარელი ქალისგანაც მიიღო დარტყმა. თუმცა, მისი დამოკიდებულება ერთადერთი შვილის მიმართ ეგოისტურია. ბექას აქვს უფლება ბედნიერი იყოს იმ ადამიანთან, რომელიც უყვარს.თქვენ როგორ ფიქრობთ? რა არჩევანს გააკეთებს ბექა? შეძლებს მამასთან შერიგებას?