დამოკიდებულება დალაგებასთან, ეს არის სულიერი მდგომარეობა. თუ როგორ ალაგებს ადამიანი თავის სახლს, სხვადასხვაგვარად ახასიათებს მას. საინტერესოა, ვინ არის ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე მეტად სისუფთავის მოყვარული? არსებობენ ქალები, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსაკუთრებულები არიან დალაგებაში. ქალწული მამაკაცისგან განსხვავებით ქალწულმა ქალმა კარგად იცის როგორ შემოიტანოს სახლში კომფორტი და სიმყუდროვე.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ზოდიაქოს ნიშნებზე, რომელთაც განსაკუთრებით უყვართ წესრიგი.
ქალწული-ქალი: დახასიათება
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სკურპულოზურად უდგებიან ყველა საქმეს. მის გარშემო ყოველთვის სამაგალითო წესრიგია. არ უყვარს სარეცხის დაგროვება, ვერ იტანს მტვერს. ის სამაგალითო დიასახლისია და პარალელურად ახერხებს ქონდეს ბევრი ჰობი და საინტერესო სამსახური.ქალწული ვერ იტანს ქაოსს. დალაგება მისთვის მედიტაციის საშუალებაა. არასდროს ტოვებს დასარეცხ ჭურჭელს, წიგნებს ყოველთვის ანბანის ა ფერების მიხედვით ალაგებს. სტუმრად ყოფნის დროსაც ვერ ისვენებს ტუ რამეს უწესრიგოდ ნახავს და მასპინძელს თავაზიანად სთხოვს დახმარებას.
ქალი-კურო.მასაც ძალიან უყვარს დალაგება და წესრიგი. მთელს თავისუფალ დროს სახლში კომფორტის შექმნას უთმობს. კარგად აქვს ყველა სიახლე და მოხერხებულად იყენებს შრომის შესამსუბუქებლად.მისთვის მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება სახლი გარედან და შიგნიდან. ინტერიერში უპირატესობას ანიჭებს მინიმალიზმს. არ უყვარს ზედმეტი ნივთები.
პრაქტიკული ქალი -თხის რქა.თხის რქა ქალი შემოქმედებითი და მგრძნობიარე ბუნების არის. როდესაც ის საყვარელი საქმით არის დაკავებული, ვერ ამჩნევს გარშემო ქაოსს. მაგრამ როდესაც მოიცლის, შეუძლებელს გააკეთებს: ალაგებს და ასუფთავებს პროფესიონალივით. დასუფთავებაზე მეტად ნივთების ლამაზად დალაგება უყვართ. მას უბრალოდ არ შეუძლია ავეჯის გადაადგილების გარეშე ცხოვრება. არის საუკეთესო მზარეული. მისი მომზადებული კერძი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.
შეუდარებელი ქალი – კირჩხიბი.კირჩხიბი ქალი მერყევი ხასიათისაა. ის ყოველთვის ცდილობს სხვა დიასახლისებზე უკეთესი გამოჩნდეს. უყვარს ექსპერიმენტები, სისუფთავე. მისთვის დალაგება შრომა კი არა, დასვენებაა. უყვარს ყველაფრის დაგეგმილად კეთება.
რჩევა რედაქციისგან: თუ დალაგების პროცესი თქვენს ძალებს აღემატება და ძალიან დაღლილი ხართ, სცადეთ დაალაგოთ ნაწილ-ნაწილ, შესვენებებით. მაშინვე მიიტანეთ ნივთები ადგილზე და სახლი აღარ აირევა. პატარა ბავშვებთან ერთად ძალიან რთულია წესრიგის შენარჩუნება, მაგრამ თუ მას თავის დროზე ასწავლით ნივთების მოვლას, საქმე საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ. თქვენ გიყვართ სახლის დალაგება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.