ქმარმა მეორე ცოლის მოყვანის სურვილი გამოთქვა და გამუდმებით ლაპარაკობს ამაზე. მე კი აღარ შემიძლია ამის მოსმენა, მგრამ არ ვიცი როგორ გადავაფიქრებინო.

0
891

პოლიგამია ჩვენს დროში არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა, ეს უმეტესად რეგიონებში ხდება, სადაც ბევრი მუსულმანი მამაკაცი ცხოვრობს. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველას დამოკიდებულება დადებითია ამ ქორწინების მიმართ.
ცოლის მაქსიმალური რაოდენობა პოლიგამურ ქორწინებაში არის 4. ამასთან, მამაკაცი იღებს ვალდებულებას ყველა ცოლზე ერთნაირად იზრუნოს და ყველასთვის კარგი ქმარი იყოს. ჩვენმა მკითხველმა ბევრი რამ იცოდა ამ თემაზე, მაგრამ ქმრის გაყოფა სხვასთან ნამდვილად არ სურს. თუმცა მისი სიმპათიური ქმარი სხვაგვარად ფიქრობს.

მრავალცოლიანობა

პრობლემის არსი – ვარ 34 წლის, მყავს სამი შესანიშნავი შვილი. ქმართან უკვე შვიდი წელია ვცხოვრობ და მთელი გულით მიყვარს. იუნუსი ძლიერი და მზრუნველი მამაკაცია, ის ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ყველაფრით უზრუნველყოფს ჩვენს ოჯახს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.თავისთავად, მასთან ცხოვრების დროს ბევრი რამ ვისწავლე, გამომიმუშავდა ქალური თვინიერება და სინაზე. სულელი და ქარაფშუტა გოგოდან გადავიქეცი გამგებ და ღირსეულ ცოლად და დედად. მე ვარ ჩემი მამაკაცის საყრდენი და მრჩეველი. შემიძლია ნებისმიერ დროს გვერდით დავუდგე და მხარი დავუჭირო. ასეთივეა ისიც ჩემს მიმართ.მაგრამ ცოტა ხნის წინ იუნუსმა მეორე ცოლზე დაიწყო ლაპარაკი. მისი აზრით, ამით ჩვენს სიყვარულს არაფერი დააკლდება, პირიქით გაძლიერდება. უფრო მეტიც, შემომთავაზა თავად შემერჩია მისთვის ცოლი, რადგან სურს მეტი მემკვიდრე ჰყავდეს – ტრადიციების და მოვალეობის გრძნობის გამო.

მე კი ძალიან მაღელვებს ის, რომ ეს ქალი ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ის კანონიერად მოეფერება ჩემს ქმარს და განიხილავს მასთან ყველაფერს მათ შორის ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებასაც. მე კი ამ ყველაფერს მშვიდად უნდა ვუყურო და თავი ისე დავიჭირო, რომ ყველაფერი რიგზეა.მას შემდეგ, რაც ქმრის საქმეები ძალიან კარგად წავიდა და ფული ნებისმიერი ახირებისთვის გვყოფნიდა, ის ხშირად უბრუნდებოდა ამ თემას. და თუ ადრე მისი სიტყვები სულელურ ფანტაზიად მეჩვენებოდა, ეხლა ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ეხლა უკვე რაღაც უნდა მოვიმოქმედო. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი ცვლილების.

რას ამბობენ სპეციალისტები – უნდა დავიწყოთ ყველაზე მთავარით: რწმენის საკითხებში ფსიქოლოგები უძლურები არიან. თუ ქმრის სურვილი დაკავშირებულია წინაპრების ტრადიციასთან, მისი გადარწმუნება არ იქნება მარტივი. თუ მიზეზი უბრალო ახირებაა, რამდენიმე საუბარმა შეიძლება შედეგი გამოიღოს.ორივე შემთხვევაში უნდა გააცნობიეროთ, რომ უკან დასახევი გზა არ არის. შეეცადეთ მაქსიმალურად კატეგორიულად გააგებინოთ ქმარს, რომ მისი ეს სურვილი ძალიან გაშფოთებთ და არ მოგწონთ.არ ღირს სკანდალის მოწყობა და მდგომარეობის გამწვავება. ამით თქვენი სიტყვები მხოლოდ უარყოფით ელფერს შეიძენს. დაიწყება ემოციების თამაში, რომელიც საბოლოოდ პრინციპში გადაიზრდება და ის მთელ ჰარემს მოითხოვს. დაუთმეთ რამდენიმე დღე გულწრფელ საუბარს, უნდა იყოთ ურყევი და მკაფიოდ დაიცვათ თქვენი პოზიცია.

მას ორი არჩევანი უნდა მისცეთ – ან თქვენი ემოციის გაგება, ან განქორწინება. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მუქარა. თქვენ სიტყვა 100% უნდა შეასრულოთ.პოლიგამიის შემთხვევები ჩვენს დროში არა მხოლოდ მუსულმანურ ოჯახებში გვხვდება. ოფიციალურად ეს შეიძლება მიღებული არ იყოს, მაგრამ მაინც გვხვდება. სამყარო იცვლება და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც.

თქვენ რას ფიქრობთ პოლიგამიურ ურთიერთობებზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.