ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა თავიდან, მაგრამ ბოლო პერიოდში ღამით ტიროდა ხოლმე, დედა მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

1172

ანასტასიას არანაირი პრობლემა არ ქონდა ბავშვთა – ღამე მშვიდად ეძინა, დღისით აქტიური იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ხშირად ტირილი დაიწყო, ზედმეტად მშვიდი და მოთენთილი იყო. ექიმები მხრებს იჩეჩდნენ: “არაუშავს, ხდება ხოლმე!” მაგრამ დედა გრძნობდა, რომ რაღაც არ იყო რიგზე. რა მოხდა და რა ჭირდა ბავშვს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

ბავშვმა ხშირად ტირილი დაიწყო

ანასტასიას და მის ქმარს შვილი კარგა ხანი არ ეყოლათ. ექიმები არაფრის გარანტიას არ აძლებდნენ, ამიტომ წყვილმა გადაწყვიტა მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა და მუდმივი სტრესისგან განთავისუფლებულიყო.ზუსტად ერთი კვირით ადრე გამგზავრებამდე, ანასტასიამ თავი შეუძლოდ იგრძნო. ტესტმა ორსულობა დაადასტურა, ის მალე დედა გახდებოდა. თავიდან თვალებს არ დაუჯერა, მაგრამ ექიმთან ვიზიტის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა ამაში.სამოგზაუროდ წასვლა სასიამოვნო საქმეა, მაგრამ რა თქმა უნდა, გადაიდო გაურკვეველი დროით. ანასტასია თავის მდგომარეობას ყოველ დღე მადლიერების გრძნობით უყურებდა და ქმართან ერთად ყველაფერს აკეთებდა მომავალი ბავშვის კეთილდღეობისთვის. თითქოს, მათ ბედნიერებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რამ.

იმ დღეს ანასტასიამ ცუდი წინათგრძნობით გაიღვიძა. ქმარს სხვა ქალაქში უწევდა სამუშაოდ წასვლა. არ უდოდა მისი გაშვება, მაგრამ საჭირო იყო. ქმარმა დაამშვიდა, მოეფერა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. რამდენიმე საათში მობილურზე უამრავი ზარი შემოვიდა.მამაკაცის უხეშმა ხმამ ამცნო ქალს, რომ მისი ქმარი ავარიაში მოყვა და სიცოცხლისთვის შეუთავსებადი დაზიანებები მიიღო… საჭირო იყო გარდაცვლილი იდენტიფიცირება… ანასტასიას ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და მიხვდა, რომ წყლები დაღვარა. დედობრივმა ინსტიქტმა გონზე მოიყვანა და სასწრაფოს გამოძახება მოახერხა, მერე აღარაფერი ახსოვს.

ახალი ცხოვრება – მშობიარობა რთული იყო, ასევე რთული იყო მომავალი რამდენიმე თვე. ბიჭუნა ნაადრევად დაიბადა და საავადმყოფოში დატოვეს. ანასტასია ძალიან ცუდად იყო, ის ვერც კი დაემშვიდობა საყვარელ მეუღლეს. პატარასთან ერთად სახლში დაბრუნებულმა ახალი ცხოვრება დაიწყო.

ანასტასია ადრე არ მუშაობდა, მაგრამ ახლა ქმრის ბიზნესს მართვა სჭირდებოდა. საბედნიეროდ, თანაშემწე დაეხმარა სახლში მოეწყო სამუშაო, რათა ბავშვის მოვლა შეძლებოდა. ასე გავიდა ექვსი თვე. ქალი შეეჩვია მარტოხელა დედის და ქვრივის ბედს. ცდილობდა შვილზე მოეხდინა კონცენტრირება და აღარ ეფიქრა მომხდარ ტრაგედიაზე.მიუხედავად გადატანილი სტრესისა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. ღამით მშვიდად ეძინა, დღისით აქტიური იყო. ბოლო პერიოდში კი სულ ტიროდა და წუხდა.

ექიმებმა ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს და დაასკვნეს, რომ ბავშვს ასეთი პერიოდი ქონდა და თავისით გაუვლიდა. თუმცა, დედა გრძნობდა, რომ რაღაც არ იყო რიგზე. ბავშვის უცნაური ქცევა ყოველ დღე მეორდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა მის ოთახში სათვალთვალო კამერა დაეყენებინა.

ფუმფულა სტუმარი – საღამოს დედამ ჩვეულებისამებრ გაანიავა ბავშვის ოთახი და დასაძინებლად საწოლში დააწვინა. შემდეგ კამერით აკვირდებოდა მის ქცევას. ნახევარი საათის შემდეგ ეკრანზე ვიღაცის კუდი გამოჩნდა. “შეუძლებელია, ეს ხომ კატაა!” ოთახში არ შევარდა, აინტერესებდა მისი შვილის და კატის ურთიერთობის ნახვა.ფუმფულა სტუმარი ფრთხილად მივიდა ბავშვთან და ლოყა აულოკა. ბიჭუნამ გაიღვიძა და სიცილი დაიწყო. კატა გვერდით ჩამოუჯდა და ტამაში დაიწყეს. ანასტასია მიხვდა, რომ ოთახის განიავების დროს შემოძვრა ცხოველი სახლში.

მაგრამ საიდან მოვიდა და რატომ მოდის მის შვილთან ყოველ რამე? ქალი  ოთახში შევიდა და იდილია შეაწყვეტინა. ბავშვი ტავის ოთახში წაიყვანა და დააძინა. მეორე დილით მეზობლებისგან გაიგო, თუ ვისი იყო კატა. აღმოჩნდა, რომ ის იქვე, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მოხუცის სახლთან ცხოვრობდა. ნათესავებმა არ მოისურვეს მისი წაყვანა და ის უსახლ-კაროდ დარჩა.ანასტასიას გაახსენდა, რომ ქმარი ადრე უყვებოდა ამ მოხუცზე. ხშირად ეხმარებოდა მას და მიყავდა ხოლმე ქალაქში საყიდლებზე. ამან გული აუჩუყა და გადაწყვიტა კატა თავისთან დაეტოვებინა. “შეს სახსოვრად საყვარელო!” – გაიფიქრა ცრემლმორეულმა, როცა საღამოს შვილს აძინებდა და გვერდით მოკრუტუნე კატას უყურებდა.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი გვასწავლის თანაგრძნობას და გვაძლევს უკეთესის იმედს. შესაძლებელია კატა ბედმა გაუგზავნა დამწუხრებულ ქალს, რომ გადართულიყო სხვა რამეზე და განელებოდა ტკივილი. ამავე დროს მის შვილს საუკეთესო მეგობარი ყავდა, რომლის დანახვა აბედნიერებდა. თქვენ როგორ მოიქცეოდით ანასტასიას ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს