შვილიშვილებმა სხვენში შემთხვევით იპოვეს ფოტოებით სავსე სკივრი. სურათები ძალიან ძვირფასი აღმოჩნდა

1293

საშობაო არდადეგები ძალიან მყუდრო და ოჯახური დროა. ამიტომ, ყველაზე კარგ დროს ახლობლებისა და ნათესავების წრეში ატარებენ ხოლმე. ამ გოგონასთვის დღესასწაული აღმოჩენის მომენტად იქცა.

ერთხელ, ინტერნეტში მან ნახა ფოტო, რომლის ქვეშაც ეწერა, რომ ადრე ქალები უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ახლა. უცებ გოგონას გაახსენდა თავისი განსაკუთრებული შობა და გადაწყვიტა, მის შესახებ სხვებისთვისაც მოეყოლა.

-“რამდენადაც ამ მემის 600-მდე ვარიაცია ვნახე, მინდა ერთი ისტორია გაგიზიაროთ. 2012 წელი იყო, შობის დღეები. მე და ჩემი და კოლეჯიდან დავბრუნდით და იმდენად ავივსეთ ნოსტალგიური გრძნობებით, რომ გადავწყვიტეთ, ძველი საოჯახო ალბომები დაგვეთვალიერებინა.

დავიწყეთ დედაჩემის ნათესავებით და დიდხანს ვიცინოდით ფოტოზე, რომელშიც ბებია ცდილობს, ძაღლს სადღესასწაულო დეკორაცია გაუკეთოს. თუმცა, შემდეგ შევნიშნეთ უჩვეულო ყავისფერი კონვერტი.

მასში 4 გამოუყენებელი ბილეთი იყო “ტიტანიკით” სამგზავროდ, დედა მოგვიყვა, რომ მისი მშობლები ნამდვილად აპირებდნენ ამ საბედისწერო რეისის შესრულებას, თუმცა, როცა დეიდას წითელა შეეყარა, შინ დარჩენა მოუხდათ.

თუმცა, ეს ყველაზე უცნაური მონაპოვარი არ იყო. კონვერტში ვიპოვეთ ჩვენი ნახევრადგაშიშვლებული დიდი ბებიის დედის ფოტოები. დიახ, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდით.”

გოგონები ასეთ რამეს ნამდვილად არ ელოდნენ. ფოტოების არსებობის შესახებ დედამაც კი არ იცოდა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ასე დიდი ბებიის დედა თავისი ქმრის ყურადღების მიქცევას ცდილობდა.

მართალია, ეს გასული საუკუნის ფოტოებია, მაგრამ ასეთი ფოტოსესიები საკმაოდ პოპულარული მოვლენა იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს