ავოკადოს სწორად შენახვის მეთოდები, რომ სასარგებლო ხილიდან ბევრი სარგებელი მიიღოთ

0
1112

ავოკადო ძალიან გემრიელი ხილია, რომელიც ადამიანს ბევრ სარგებელს აძლევს. ავოკადოდან ბევრი სარგებლის მისაღებად მისი სწორად შენახვაა საჭირო. პროდუქტი შენახვის მიმართ მომთხოვნია და მისი სიმწიფის ხარისხიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.სწორედ ამიტომ, Paparazzi გიამბობთ, როგორ შეინახოთ ავოკადო სახლის პირობებში, რომ მისი რბილობიდან მაქსიმალური რაოდენობის ვიტამინები და მიკროელემენტები მიიღოთ. ცოტა ზრუნვით უნიკალური პროდუქტიდან შესანიშნავ სალათს, სოუს ან სმუზსს მიიღებთ.

როგორ შევინახოთ ავოკადო სახლის პირობებში

1. მკვახე ავოკადო. თუ მაღაზიაში მკვახე ავოკადოს შეძენა მოახერხეთ, ეს უბედურება არაა. ნაყოფი ქაღალდის პაკეტში მოათავსეთ და რამდენიმე დღე გააჩერეთ. 3-5 დღეში რბილობი მოსახმარებლად მზად იქნება.თუ პროდუქტის სწრაფად მირთმევა გსურთ, ავოკადოსთან ერთად ვაშლი ან ბანანი შეინახეთ. საქმე იმაშია, რომ ვაშლი და ბანანი მომწიფებისას გამოყოფს ეთილენს, რომელიც ავოკადოს გარს ეხვევა და მის მომწიფებას აჩქარებს. ასე უკვე 1–2 დღეში ავოკადოს ნაზი რბილობის დაგემოვნებას შეძლებთ.

2. მწიფე ავოკადო. თუ ავოკადო კარგად მომწიფებულია, მაგრამ მის გასინჯვას მხოლოდ რამდენიმე დღეში გეგმავთ, მის გადამწიფებაზე არ ინერვიულოთ. უბრალოდ ჰაერთან წვდომა შეუზღუდეთ. მაგალითად, საკვების შესაფუთი პარკი გამოიყენეთ.ნაყოფი შეგიძლიათ შესაკრავ პაკეტში მოათავსოთ და მაცივარში შეინახოთ. გაითვალისწინეთ, რომ ასე ავოკადოს შენახვის ვადა მხოლოდ რამდენიმე დღით გახანგრძლივდება.

3. გაჭრილი ავოკადო. ამ ფორმით რბილობი სწრაფად შავდება, ყავისფერ შეფერილობას იძენს. ამ შემთხვევაში ლიმონის წვენი აპკურეთ. თუ ლიმონი არ გაქვთ, ლაიმას წვენი ან ვაშლის ან ღვინის ძმარი გამოგადგებათ.ავოკადოს დიდხანს შეინახავთ, თუ გაჭრილ ადგილებში ზეითუნის ზეთს წაუსვამთ. ამ შემთხვევაში დამცავი ბარიერი რბილობს ჰაერისგან დაიცავს და დაჟანგვას ხელს შეუშლის. ნებისმიერ შემთხვევაში გაჭრილი ავოკადო კონტეინერში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.თუ ხელთ მხოლოდ ხახვი გაქვთ, ავოკადოს გადარჩენას მაინც შეძლებთ. ხახვის მსხვილი ნაჭერი კონტეინერის ძირში მოათავსეთ, ზემოდან ავოკადო მოათავსეთ. ასეთი კონტეინერი შეინახეთ მაცივარში კედელთან ახლოს, სადაც უფრო გრილა.

რედაქციის რჩევა: ავოკადოს რბილობი შეგიძლიათ რამდენიმე თვე (6 თვე) შეინახოთ. რა თქმა უნდა, ამისთვის ავოკადოს გაყინვა მოგიწევთ. თავდაპირველად, ნაყოფი გარეცხეთ, დაჭერით, კურკა და ქერქი მოაშორეთ. რბილობი დააბლენდერეთ, კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ.მიღებული მასა ჰერმენტულ პლასტმასის კონტეინერში მოათავსეთ და საყინულეში შეინახეთ. ასე საყვარელი პროდუქტი ყოველთვის ხელთ გექნებათ. გაყინულ ავოკადოში ბევრი სასარგებლო ნივთიერება ინახება. უბრალოდ გაყინეთ და საყვარელი წასახემსებლები მოამზადეთ.

გიყვართ ავოკადო? როგორ გირჩევნიათ მისი შენახვა? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.