როცა ადამიანი სწორ, პატიოსან საქმეს აკეთებს, რაიმე მოგებას ან ჯილდოს არ ელოდება. უბრალოდ სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. რაც უფრო სუფთაა მისი ქცევა, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მის ცხოვრებაში მოხდება ის, რასაც იმსახურებს და რაც სჭირდება. ბუმერანგის ეფექტი: აკეთებთ სიკეთეს და სანაცვლოდ იგივეს იღებთ. რაღაც მსგავსი თავს გადახდა Paparazzi–ს დღევანდელი სტატიის გმირს, იზოლდას. გიზიარებთ მის შთამაგონებელ ისტორიას!
გულწრფელი საქციელი
იზოლდა 42 წლისაა. ბოლო 10 წელია ცხოვრობს მოხუც მამასთან ერთად, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სერიოზულ ავარიაში მოყოლის შემდეგ სიარული პრაქტიკულად შეწყვიტა. ნორმალურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს, საზღვარგარეთ ოპერაცია სჭირდება, მაგრამ იზოლდას ამდენი თანხა არ აქვს.დედამისი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, საკუთარი ოჯახი არ ყოლია. ადრე მამა მანქანას ატარებდა, მაგრამ ავარიის შემდეგ საჭესთან დაჯდომა უბრალოდ აღარ შეუძლია. თავიდან იზოლდას ავტომობილის გაყიდვა სურდა, რომ მიღებული თანხა ოპერაციისთვის შეენახა. მამამ მართვის მოწმობის აღებაში დაარწმუნა: „რა იცი, სად მოგვიწევს წასვლა, დაფიქრდი“.
იზოლდამ მანქანის ტარება სწრაფად ისწავლა და გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა. ეს დროულიც იყო, რადგან ახლახანს ქალი სამსახურში შემცირებაში მოყვა. ღირსეული სამსახურის ძიებაში გონება გაუნათდა: ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ ტაქსის მძღოლი გახდეთ. „აქამდე რატომ არ ვიფიქრე ამაზე!“ – მამას თავისი იდეა სიხარულით გაუზიარა. მამამ გააფრთხილა, რომ ეს რთული და სახიფთო საქმეა, მაგრამ იზოლდა სირთულეებისთვის მზად იყო.„ქალი ტაქსის მძღოლი რაღაც ახალია! არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ მზად ვარ ინტერესის გამო აგიყვანოთ“ – უთხრა ტაქსების სამსახურის უფროსმა სუსტი ხმით. პირველმა დღემ კარგად ჩაიარა. ქალაქს ხუთი თითივით იცნობდა, თავაზიანი იყო და მგზავრების ისტორიებს ყურადღებით ისმენდა.
წარმოუდგენელი თავგადასავალი – ტაქსის მძღოლად მუშაობის 2 დღის შემდეგ პირველ სირთულეებს შეხვდა. გვიან საღამოს საეჭვო მამაკაცი ქალაქის შორეულ კუთხეში მიიყვანა. ეს უღარიბესი უბანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ დადის. როგორც კი, მგზავრი მანქანიდან გადმოვიდა, მძღოლი სახლისკენ გაეშურა. მანქანიდან გადმოსვლის წინ სალონი დაათვალიერა და უკანა სავარძელზე პარკი აღმოაჩინა.
შეეშინდა, რადგან არაერთხელ მოსმენილი ჰქონდა მსგავსი ისტორიები, რომლებიც კარგად არ დამთავრებულა. პირველ რიგში, პარკში ჩახედვა გადაწყვიტა. პარკში სხვადასხვა სამკაულები იყო. როგორც ჩანს, ძალიან ძვირადღირებული და პარკში ნაჩქარევად შენახული. იზოლდამ მაშინვე იეჭვა, რომ რაღაც რიგზე არ იყო და მეგობარ პოლიციელს დაურეკა. ის დედაქალაქში მუშაობს, მაგრამ ეტყვის, როგორ მოიქცეს.როცა პოლიციელმა ეს ისტორია მოისმინა, ყურებას არ დაუჯერა: „იზოლდა, შენ ქურდთან ერთად მანქანაში იჯექი! ეს სამკაულები ანტიკვარული მაღაზიიდან დღეს დილით მოიპარა. როგორც ჩანს, მეზობელ ქალაქში დაიმალა, მაგრამ კამერებმა დააფიქსირეს. ალბათ, ასე მოპარულის მოშორება და დამალვა გადაწყვიტა. თუ შეძლებ, ახლავე ჩვენთან მოდი, გზას გადავიხდით.“
იზოლდას დიდხანს არ უფიქრია და მაშინვე დედაქალაქში წავიდა. 4 საათში პოლიციის განყოფილებაში იჯდა და ჩვენებას აძლევდა. მანქანით ასე სწრაფად არასდროს უვლია. აქვე ანტიკვარული მაღაზიის მფლობელი, 50 წლის სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი გაიცნო. მან იზოლდას პატიოსანი ქცევისთვის მთელი გულით მადლობა გადაუხადა. იზოლდა სახლში წამოვიდა.
მეორე დღეს კარზე დააკაკუნეს და ზღურბლზე სწორედ ის მამაკაცი იდგა: „მაპატიეთ, გაგაღვიძეთ. თქვენი ნაცნობი პოლიციელისგან გავიგე, სად შემეძლო თქვენი პოვნა. უბრალოდ მეჩვენება, რომ მთელი ცხოვრება გიცნობთ. ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, რომ არ მოვსულიყავი. იქნებ, ერთად გვესაუზმა?“იმ წამს იზოლდამ საკუთარ თავთან აღიარა, რომ ეს ელეგანტური მამაკაცი პირველივე ნახვაზე მოეწონა. არ სჯეროდა, რომ ამ ასაკში ურთიერთობის დაწყებას შეძლებდა. როგორც ჩანს, ბედს თავისი გეგმები აქვს. როცა არსენამ ქალის მამის უსიამოვნების ამბავი გაიგო, მკურნალობაში დახმარება შესთავაზა. აი, როგორ შეცვალა ტაქსის მძღოლად მუშაობის დაწყებამ იზოლდას ცხოვრება!
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ეს ისტორია ბედნიერი დასასრულის მქონე ზღაპარს ჰგავს. ასეა თუ ისე, რამდენიმე მნიშვნელოვან თემას ეხება. პირველ რიგში, ქალს შეუძლია შეასრულოს საქმე, რომელიც ადრე მხოლოდ მამაკაცურად ითვლებოდა. მეორეც, ეს ისტორია ამტკიცებს, რომ ბედი მაინც არსებობს და ზოგჯერ ადამიანებს ყველაზე მოულოდნელ ვითარებაში აცნობს. გვეთანხმებით?