სილამაზის ინდუსტრია ჩვენს დროში განსაკუთრებულად ყვავის. პრაქტიკულად ყველა ქალბატონი ხარჯავს გარკვეულ თანხას ყოველ თვეში, რათა კარგად გამოიყურებოდეს. ბევრისთვის საპირისპირო სქესისთვის თავის მოწონებაა მიზანი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია მრავალთაგან. რატომ იკეთებენ ქალები მანიკურს, პედიკურს, შუგარინგს და სხვა პროცედურებს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავიგებთ.
სილამაზის სფერო
ადრე მეგონა, რომ თავის მოვლით განსაკუთრებულად გატაცება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის ნიშანი იყო. რომ ლამაზი ფრჩხილები, გლუვი კანი და ქალურობის ხაზგასასმელი სხვა ატრიბუტები საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობის საშუალება იყო.თუმცა, ბოლო წლებში ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა. რთული სათქმელია, რატომ მოხდა ასე. ალბათ იმიტომ, რომ მივხვდი მამაკაცების უმეტესობა საერთოდ ვერ ამჩნევს ფრჩხილების ფერს, არც იდეალურად გლუვ ფეხებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მათთვის, აღარაფერს ვამბობ თმის სიგრძესა და ფერზე.
მამაკაცების აზრი – სხვათა შორის, ჩემი გამოკითხვის შემდეგ, ბევრმა ნაცნობმა მამაკაცმა აღიარა, რომ არ მოსწონთ არაბუნებრივი ფრჩხილები, მყვირალა ფერის პედიკური, ხოლო მოდური ვარცხნილობების უმეტესობა მათში მხოლოდ დაბნეულობას იწვევს. უმეტესობა აღიარა, რომ მოსწონს ბუნებრივი ფერის გრძელი თმა და მოკრძალებული იერი.მაში რატომ აკეთებენ ქალები ამ ყველაფერს? რატომ ხარჯავენ ხელფასის უმეტეს ნაწილს ეპილაციასა და თმის დაგრძელებაზე? შევეცადე გამეანალიზებინა ეს საკუთარი გამოცდილებით. დავრეგისტრირდი პროცედურაზე და აღმოვაჩინე, რომ მამაკაცის ყურადღება აქ არაფერ შუაშია.
ეს პროცედურები უბრალოდ განწყობას მიმაღლებს, თავს განახლებულად და ხალისიანად ვგრძნობ. მსიამოვნებს ჩემი მოვლილი და ლამაზი ფრჩხილების ყურება, სარკეში ყურება. არ აქვს მნიშვნელობა მოსწონთ თუ არა მამაკაცებს ჩემი გარეგნობა. ვარ უბრალოდ ბედნიერი და მორჩა.ძნელია იმ ფაქტის უარყოფა ქალის წარმოდგენას სილამაზეზე გავლენას მედია ახდენს. თუმცა, იქნებ არაფერია ამაში ცუდი? სამწუხაროდ ჩვენს არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. შეიძლება წავიდეთ სისტემის წინააღმდეგ, დავივიწყოთ სხვისი აზრი და გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც გვსურს.
რჩევა რედაქციისგან: გულწრფელად მჯერა, რომ ყველა ქალს აქვს გარკვეული დამოკიდებულებები, რომელიც მისი მსოფლმხედველობის ნაწილია. ეს არის საფუძველი, რომელზეც ვერაფერი მოახდენს გავლენას. ვთვლი, რომ ყველა ქალს აქვს უფლება ისე გამოიყურებოდეს, როგორც სურს და ეს იქნება მისი სილამაზე.
თუ ქალბატონს სურს ქონდეს უფრო მსხვილი ტუჩები, რატომაც არა? თუ სურს გაიკეთოს პერმანეტული მაკიაჟი ტუჩებსა და წარბებზე, მშვენიერია! ჩვენ არ გვაქვს უფლება გავკიცხოთ სხვები თავისი არჩევანის გამო. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.