სიძეს და ქალიშვილს ნაქირავებ ბინაში ვუშვებ, რომ სიძემ უძრავ ქონებაზე ფული თავად იშოვოს. ჭკუა უნდა ვასწავლო

0
1262

მშობლები ყოველთვის დარწმუნებულნი არიან, რომ უკეთ იციან, როგორ იცხოვროს მათმა შვილმა. რაც უფრო მეტი რესურსი აქვთ ჩადებული, მით უფრო აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ თუნდაც ზრდასრული შვილისთვის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ. ეს ხშირად სერიოზული ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ხდება.Paparazzi გიზიარებთ ჩვენი ერთ–ერთი მკითხველის ისტორიას, რომელმაც ჯერ ქალიშვილს ბინა უყიდა, შემდეგ უცნაური მოთხოვნები წამოაყენა. ქალი ფიქრობს, რომ ბავშვის მიმართ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს. თავად ქალიშვილი ვერ ხვდება, რატომ აჩუქეს მშობლებმა ბინა, რომელშიც ცხოვრება არ შეიძლება.

მშობლებმა ბინა მაჩუქეს

„როცა ჩვენს ოჯახს ზედმეტი ფული გამოუჩნდა, ბინის ყიდვა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ქალიშვილს საკუთარი კუთხე ჰქონოდა. ისეთი ადგილი, სადაც ყოველთვის შეძლებს დაბრუნებას, როგორც არ უნდა განვითარდეს მისი ცხოვრება“ – წერს ნესტანი.„ბინა ჩემს სახელზე გავაფორმე. ქალიშვილს ვუთხარი, რომ ამ ბინის გაყიდვას ვერ შეძლებს და ქმართან ერთად აქ ვერ იცხოვრებს. თუ გათხოვებას გადაწყვეტს, რჩეულთან საცხოვრებლად გადავიდეს, როგორც მიღებულია.დიახ, შესაძლოა ახალგაზრდა ბიჭს საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდეს. საშიში არაფერია. იქირავოს, საკუთარი ოჯახისთვის ბინის შეძენაზე ფული გამოიმუშავოს. ქალიშვილის ბინისკენ არც გაიხედოს და ამ ქონების იმედი არ ჰქონდეს.

აი, ჩემმა 28 წლის ქალიშვილმა გათხოვება გადაწყვიტა. ქეთის და თორნიკეს ურთიერთობა ზომიერად ვითარდებოდა, ამიტომ ამ ნაბიჯისთვის ყველა მზად ვიყავით. სამოქალაქო ქორწინება არ აწყობთ და ამას მხარს ვუჭერ. იმის გარკვევა დამრჩა, თუ სად აპირებენ ქორწილის შემდეგ ცხოვრებას.ქეთი მთელი ეს წლები საკუთარ ბინაში ცხოვრობდა – იმ ბინაში, რომელიც ჩვენ ვუყიდეთ. რა თქმა უნდა, ამ ბინაში ცხოვრებას მიეჩვია და საქმროსთან ერთად ნაქირავებ ბინაში გადასვლა არ სურს, თუმცა მათ ვესტუმრე და საკმაოდ კარგი პირობებია და კომფორტულად ცხოვრება შეიძლება.

რა უყოს საკუთარ ბინას – ქალიშვილს შეუძლია საკუთარი ბინა გააქირავოს და ფული შეხედულებისამებრ დახარჯოს. ჩემი გონივრული გეგმა ქეთის და სხვა ახლობლებს არ მოეწონათ.მაგალითად, ჩემი და თვლის, რომ ყველაფერს ვართულებ. ამბობს, რომ ბინა მხოლოდ მაშინ უნდა იქირავონ, თუ საკუთარი საცხოვრებელი არ აქვთ. პრინციპებზე უარი უნდა ვთქვა და ქალიშვილს მეუღლესთან ერთად მის ბინაში ცხოვრების უფლება უნდა მივცე.

ასე როგორ ისწავლის პასუხისმგებლობას? თუ ქეთი და მისი რჩეული ასეთი ზრდასრულები და თვითკმარები არიან, ბინის შესაძენად ცოტა ფული დააგროვონ. იმუშაონ, განვითარდნენ, ხალხში გაერიონ, დაზოგონ. მზა მზარეულზე ცხოვრებას დიდი ჭკუა არ სჭირდება.თან როგორ იცხოვრებს თორნიკე მშვიდად ბინაში, რომელთანაც არაფერი საერთო აქვს? ცოლის მშობლებმა ყველაფერზე უარი თქვეს, იყიდეს და ის მხოლოდ ბედნიერია? – გვეკითხება დადარდიანებული დედა.

რედაქციის რჩევა: მართლაც უცნაურია, რომ ადამიანები საკუთარ ბინას აქირავებენ, თავად კი ნაქირავებში ცხოვრობენ. დიდი ალბათობით, ნესტანმა რთული სქემა მოიფიქრა, რომ შვილებს პასუხისმგებლობა და ეკონომიურობა ასწავლოს. შესაძლოა, სჯობს ქალიშვილი და სიძე თავის ნებაზე მიუშვას, რომ პრობლემები თავად მოაგვარონ. რა აზრი ჰქონდა ქალიშვილისთვის ბინის შეძენას, თუ მასში ცხოვრებას ვერასდროს შეძლებს? რას ფიქრობთ ამის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.