თებერვლის ტარო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დროა მომავალში ჩავიხედოთ

0
1031

თქვენთვის კარგი ამბები გვაქვს, რადგან ზამთარს მშვენიერი ვარსკვლავური ტენდენციებით დავასრულებთ. ანჯელა პერლის 2022 წლის ტარო პროგნოზს გადავხედე და ვხარობ. მთავარია, რომ ყველაფერი კარგად ასრულდეს.2022 წლის თებერვალი მრავალმხრივი და პრაქტიკულად რისკს მოკლებული გველოდება. ცხოვრების ყველა სფერო დაბალანსდება, თუმცა რაღაც მომენტში ერთი მიმართულება შეიძლება მეორეს აჭარბებდეს. თუ ასე მოხდება, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საბანი თქვენ მხარეს არ მოქაჩოთ, არამედ გარემოების მიხედვით იმოქმედოთ.Paparazzi გიამბობთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2022 წლის თებერვალში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ყველაფერი სიყვარულის, ფინანსების, ჯანმრთელობის და კარიერის შესახებ!

  • ვერძი – ფული ყველაფრისთვის გეყოფათ, რაზეც დაგჭირდებათ. თუ მსხვილი შენაძენი გადაწყვეტილი გაქვთ, თებერვალში დაზოგვა არ ღირს! ზამთრის ბოლო თვეს ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ახალ საქმეს ნულიდან დაიწყებს. გადასვლა მარტივად მოხდება და ბევრ პოზიტიურ ემოციას გაჩუქებთ!თებერვალში თქვენი შრომის ნაყოფს მიიღებთ! ეს შემოქმედების და კარიერის სფეროს ეხება. მოსალოდნელია მთაში ან საზღვარგარეთ მოგზაურობა.
  • კურო – ტაროს კარტი გეუბნებათ: „იმოქმედეთ და არაფრის შეგეშინდეთ. ყველაფერს გაუმკლავდებით, რაც არ უნდა იყოს!“ რაღაც ძველს დაასრულებთ და ნათელ მომავალს კარს გაუღებთ.რაღაც ძველსა და გაცვეთილს მძიმე წერტილს დაუსვამთ. მნიშვნელოვანი საქმეები თავად აკონტროლეთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!
  • ტყუპები – ბევრი ტყუპი თებერვალში ახალ საქმეს ხელს მოკიდებს. განათლების მისაღებად შესაძლებლობები და რესურსები გამოჩნდება, რომლებიც მნიშვნელოვან ნაყოფს მოგიტანთ. გამართლება და წარმატება ბევრ საქმეში თქვენ მხარეს იქნება.გარედან ბევრი ფულის მიღების დიდი ალბათობა არსებობს. ორსულობის შესახებ შესაძლოა ახალი ამბავი გაიგოთ.
  • კირჩხიბი – 2022 წლის თებერვალი ყველა კირჩხიბისთვის სტაბილური არა, მაგრამ ნამდვილად საინტერესო თვე იქნება. ბევრი საქმე გეგმის მიხედვით არ ჩაივლის. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რაც მოძველდა და კარგი განწყობა არ მოაქვს, დაასრულოთ.გარემო შეიცვლება და ეს თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს. ახალი ბიზნესის დაწყება და სწავლის გაგრძელება კარგი იდეაა.
  • ლომი – ბევრი ლომი თითქოსდა ღრმა ძილისგან გამოფხიზლდება და მიხვდება, თუ რას სურს ცხოვრებაში. გაცნობიერების შემდეგ მნიშვნელოვანი, შესაძლოა, საბედისწერო ცვლილებები დაიწყოს, რაც ოცნებასთან დაახლოებას ხელს შეუწყობს.ბევრი გზა და შესაძლებლობა გამოჩნდება, მაგრამ წვრილმანებმა არ გაგიტაცოთ. რაღაც ერთზე კონცენტრირება მოახდინეთ. სასურველია იმას მიაქციოთ ყურადღება, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და არა სხვისთვის. მაღალ განწყობაზე იქნებით!
  • ქალწული – 2022 წლის თებერვალში საკმარისი ძალა, შეუპოვრობა და მოტივაცია გექნებათ, რომ ნებისმიერი საკითხი მოაგვაროთ. ტყუილად არ ინერვიულოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა წვრილმანი უსიამოვნება სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაივლის.ხანმოკლე, მაგრამ სასიხარულო მოგზაურობა გელით. სამსახურში დაწინაურების დიდი შანსია. ფინანსების მხრივაც ყველაფერი კარგად იქნება.
  • სასწორი – ბევრი გამარჯვება და ახალი მიღწევები გელით. ხელსაყრელი პერიოდია ახალ სამსახურში გადასასვლელად, ახალი პროექტის დასაწყებად ან ბიზნესის გასახსნელად. შესაძლოა, სადმე სასწავლებლად წახვიდეთ.სამსახურში დაწინაურების ან საზღვარგარეთ წასვლის დიდი ალბათობაა. თვის ბოლოს ორსულობის შესახებ ახალი ამბავი შეიძლება გაიგოთ.
  • მორიელი – „ეს თვე მორიელს ბევრ პოზიტიურ, მღელვარე ემოციებს მოუტანს“ – პროგნოზირებს ანჯელა პერლი. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.თებერვალში ახალი შესაძლებლობების კარი გაიღება. არ შეგეშინდეთ, გარისკეთ და თამამად წინ იარეთ. ყველაფერი საუკეთესოდ მოგვარდება. თითქმის მთელი თებერვალი მშვენიერი იქნება. დღევანდელი დღით იცხოვრეთ და ზეციური ძალებისთვის მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ.
  • მშვილდოსანი – კარგი ფინანსური ზრდა გელით. ბევრი მშვილდოსანი მოწყობილობაში, ტექნიკასა და განათლებაში ფულის ჩადებას გადაწყვეტს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ცოტა ხანში ასეთი მოქმედება სარგებელს მოგიტანთ.თებერვალი რამდენიმე სასიამოვნო მოვლენას მოგიტანთ. რაღაც საქმეში თავი შეიძლება მოსწავლედ იგრძნოთ. საქმე წინ რომ წავიდეს, თქვენს გეგმებზე არავის უამბოთ. თებერვლის ბოლოს ერთ სასიხარულო და ძალიან მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ!
  • თხის რქა – თებერვალი სიყვარულის თვეა და ამ მხრივ ყველაფერი კარგად, მშვიდად და წყნარად იქნება. სამუშაოს საკითხებში სტაბილურობის და სხვების მხარდაჭერის იმედი არ გქონდეთ.ბევრი თხის რქა ფინანსურად სიუხვეს იგრძნობს. გთხოვთ, 7 თებერვლამდე ძვირადღირებულ შენაძენს მოერიდეთ. დიდი ალბათობით, მაღალი წოდების და თანამდებობის პირისგან საჩუქარს მიიღებთ.
  • მერწყული – ზამთრის ბოლო თვეს ბევრ მერწყულს არჩევანის გაკეთება მოუწევს. ეს არა მხოლოდ უმნიშვნელო, არამედ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. ყველა ფრონტზე ერთდროულად არ იბრძოლოთ. კონცენტრირდით იმაზე, რაც გიყვართ და რაც კარგად იცით. ფინანსურად ყველაფერი სტაბილურად იქნება.შეგახსენებთ, რომ სამყარო უცნაურად მუშაობს და იმის გაცემისას, რაც ყველაზე მეტად გსურთ, ასმაგად გიბრუნებთ. ყველაფერი მარტივია, თუ სიყვარული გსურთ, სიყვარული გაეცით. თავად აკონტროლებთ იმას, რაც პირად ცხოვრებაში გსურთ.
  • თევზები – 2022 წლის თებერვალში ბევრი თევზი ზრდისკენ მიისწრაფვის, თან როგორც მატერიალური, ასევე სულიერი განვითარებისკენ. რაიმე კურსის ან ჯგუფური სწავლების გავლის დიდი ალბათობაა.გონება ფულის მიმართ ნეგატიური დოგმებისგან გაწმინდეთ. ფულის არხის გაწმენდა სასარგებლოა. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ!

რედაქციის რჩევა:თებერვალში წარმატების საიდუმლო: ტალღას არ ებრძოლოთ, მაგრამ ამავდროულად თავად დასახეთ პრიორიტეტები და მოძრაობის მიმართულებები. ემოციების კონტროლი და სასურველის და რეალურის შეუსაბამობა სირთულეებს იწვევს. როგორ მოგწონთ ანჯელა პერლის 2022 წლის თებერვლის ტარო პროგნოზი?