თეთრეულის კონდენციონერი რამდენიმე თვეა უსაქმოდ მიდგას მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ მანქანაში ნადებს აჩენდა. საქმე იმაშია, რომ კონდენციონერი მანქანაში აჩერებს ტენს და მთლიანად არ ირეცხება. ამიტომ შეიძლება სოკო გაჩნდეს. შევწყვიტე მისი მოხმარება, მაგრამ კონდენციონერი დამრჩა. აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება. თუ რაში, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
თეთრეულის კოდენციონერი
ცხოველების ბეწვი – ძაღლის ბეწვის მოშორება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე კატის. ის ტანსაცმლის ბოჭკოებსაც კი არ ეკვრის. სწორედ აქ გამოდგება კონდენციონერი. გააკეთეთ მისი და წყლის ნარევი 1:2 თანაფარდობით და შეასხურეთ ავეჯსა და იატაკს. შემდეგ მოწმინდეთ მტვერსასრუტით. ასე ბევრად ეფექტურად აკრეფთ ბეწვს ნივთებიდან.
ხალიჩები – სასიამოვნო სურნელის კონდენციონერი არბილებს ქსოვილს და აქვს ანტისტატიკური ეფექტი. ამიტომ იდეალური საშუალებაა ხალიჩების გასაწმენდად. აურიეთ კონდენციონერი და წყალი 1:3 თანაფარდობით და სპრეის საშუალებით მოასხურეთ ხალიჩაზე. ის დარბილდება და დიდხანს არ დაბინძურდება.
მაგარი ფუნჯები – შეღებვის შემდეგ ფუნჯები ხშირად ძალიან უხეში ხდება. მის დასარბილებლად გამოიყენეთ კონდენციონერი. შეგიძლიათ დაასველოთ მასში ფუნჯი და დატოვოთ ასე შემდეგ გამოყენებამდე.
ფილების გაწმენდა – დროთა განმავლობაში აბაზანაში ჩნდება კირქვის ნადები. მისი გაჩენის საპროფილაქტიკოდ საუკეთესო საშუალებაა თეთრეულის კონდენციონერი.
ავეჯის გაპრიალება – ხის ავეჯს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. იმისათვის, რომ მოაცილოთ ზედაპირიდან ნათითურები, მისცეთ იდეალური ბრწყინვალება და მოაშოროთ მტვერი, გაწმინდეთ კონდენციონერში დასველებული ტილოთი.
ჰაერის გამწმენდი – სახლში დამზადებული ჰაერის გამწმენდი შეიცავს სამ ინგრედიენტს: წყალი, სოდა, კონდენციონერი. სოდა აშორებს უსიამოვნო სუნს ხოლო კონდენციონერი ოთახ სასიამოვნო არომატით ავსებს.
ფანჯრების წმენდა – მძღოლები ამბობენ, რომ თუ საქარე მინას კონდენციონერს წაუსმევთ, მასზე ჭუჭყი აღარ ჩერდება. ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ მისი საშუალებით სახლში ფანჯრები.
როგორც ხედავთ, ქსოვილის დამარბილებელის გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება. ნუ გადაყრით ნივთებს მაშინვე, რადგან შეიძლება მას სხვა ფუნქციაც მოუძებნოთ. თქვენ იყენებთ კონდენციონერს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.