ხანძარმა დედას 3 ქალიშვილი წაართვა. 3 წლის შემდეგ, შემთხვევით სარკეში დაინახა…

0
3089

2011 წელს, მადონა ბეჯერს ყველაფერი ჰქონდა. იგი საკუთარ სარეკლამო სააგენტოს მართავდა, რომლის მომსახურებასაც ცნობილი სამოდელო ბრენდები მიმართავდნენ.

მადონა 3 ქალიშვილს ზრდიდა და მოხუც მშობლებთან ნდობით სავსე ურთიერთობა ჰქონდა, მეუღლეს კი იგი ძალიან უყვარდა. თუმცა, საშობაო ღამით მომხდარმა ტრაგედიამ ბიზნეს-ლედის მთელი ცხოვრება დაუნგრია. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო ბეჯერმა ამ კოშმარიდან გამოფხიზლება.

შობაზე მთელი ოჯახი ერთად შეიკრიბა. 9 წლის ლილი, შვიდი წლის ტყუპ დებთან, დრეისთან და სარასთან ერთად, დამდეგ დღესასწაულს შეჰხაროდა.

მადონას 71 წლის მამა, ლომერი, და მისი 69 წლის ცოლი, პაულინა, სიამოვნებით ერთობოდნენ ბავშვებთან ერთად, ხოლო თვითონ ბეჯერი თავის ახალ შეყვარებულთან, მშენებელ მაიკლთან ერთად იყო.

შობის წინა საღამო შესანიშნავად გაატარეს, თუმცა საღამოს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ღამის სამ საათზე მადონა ოთახში შემოსულმა კვამლმა გააღვიძა.

როგორც გაირკვა, მისი დაუმთავრებელ სახლს ცეცხლი უკვე მთლიანად მოდებოდა. გარეთ გამოვარდნილმა ქალმა სცადა, სამშენებლო ხარაჩოებზე ასვლით გოგონების ოთახში მოხვედრილიყო. მისი მცდელობები ამაო აღმოჩნდა…

გააფთრებული დედა ხარაჩოებიდან ძალით ჩამოიყვანეს მეხანძრეებმა. სახანძრო დაცვის ქვედანაყოფი დროულად რომ არ მოსულიყო, ბეჯერი თავისი ქალიშვილების ბედს გაიზიარებდა.

შემდეგი წლები ქალისთვის ჯოჯოხეთი იყო. ადამიანები, რომლებიც უბედური ქალის ტანჯვას უყურებდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ იგი თავს მოიკლავდა – დანაკარგის შემდეგ მას სიცოცხლე აღარ უნდოდა.

თვითონ მადონამ აღიარა: რამდენჯერმე ზღვარზე იდგა. სუიციდზე ფიქრი იმ აზრმა მოაშლევინა, რომ ასეთი სიკვდილის შემდეგ, შვილებს იმქვეყნად ვეღარ შეხვდებოდა.

გამოძიებამ დაადგინა: ხანძარი გაჩნდა ნახშირის ყუთისა და ბუხარში დარჩენილი ფერფლისგან, რომელიც ძილის წინ მაიკლმა მისაღებ ოთახში დატოვა. როგორც გაირკვა, სახლში არ იყო სახანძრო სიგნალიზაცია – ამაზე უბრალოდ ფული დაზოგეს.

არადა, მამაკაცი ამ სახლს თავისი საყვარელი ქალისა და მისი ოჯახისთვის აშენებდა! სწორედ ამიტომ, მადონას ყოფილმა ქმარმა, გოგონების მამამ, მაიკლს სასამართლოზე 5 მილიონი დოლარი მოუგო.

ტრაგედიიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო ბიზნეს-ლედიმ მომხდართან შეგუება. ერთ მშვენიერ დღეს, სააბაზანოში, სარკის წინ მდგომმა ქალმა ემოციები გამოათავისუფლა – მთელი ხმით დაიწყო ტირილი, შუშის მიღმა კი თავისი ქალიშვილები დაინახა.

მადონა ყვება, რომ მაშინ მან გოგონებთან საუბარიც კი შეძლო. მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწია ქალმა სულიერ სიმშვიდეს.

ქვემოთ ნახავთ მადონას ინტერვიუს ოპრა ვინფრისთან, რომელშიც ბიზნეს-ლედი დეტალებში ყველა უჩვეულო მოვლენის დეტალებს. სწორედ მაშინ, ბეჯერის თქმით, საბოლოოდ მიხვდა, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია…

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი