ქალბატონებს 45 წლის შემდეგ რისი გაკეთება ავიწყდებათ და რას აკეთებენ არასწორად.

255

შუახნის ქალებს სურთ მათით აღტაცებულები იყვნენ და მათგან მაგალითი აიღონ. 45 წლის შემდეგ კარგად იციან რა სურთ ცხოვრებისგან, აქვთ საკუთარი პრინციპები, სტილი და მსოფლმხედველობა. არიან ისეთებიც, ვისაც მოგზაურობის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, ვიღაცისთვის კი მნიშვნელოვანიო შვილების აღზრდაა. ამ ასაკში ქალები დარბიან სამსახურსა და სახლს შორის, მუდამ დაღლილები არიან და ცოტა დრო რჩებათ დასასვენებლად. მათ აღარ უძღვნიან ლექსებს, აღარ არიან მათი მშვენიერებით აღფრთოვანებულები. ეს კი იმიტომ ხდება, რომ საკუთარ თავს აღარ აქცევენ ყურადღებას, რათა იყვნენ მოხდენილები, ნაზი და ლამაზები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ხანში შესული ქალების შესახებ

საკუთარ თავზე ზრუნვა – 45 წლის ასაკში უკვე ბევრს ჰყავს ზრდასრული შვილი, რომლებიც დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობენ. დედის გულს ყოველთვის აწუხებს შვილის ბედი, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს საკუთარი თავი. ქალები უფრო პატარა ასაკშიც კი ბავშვების გამო ვერ იცლიან მანიკურის გასაკეთებლად, არ დადიან სალონში, ყველაფერზე ეკონომიას აკეთებენ, ჭამენ რაც ხელში მოხვდებათ. ასე იკრებენ ჭარბ წონას და უვიწროვდებათ ტანსაცმელი.მუდმივად ზრუნავენ ოჯახზე და ავიწყდებათ, რომ ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთოს, ქმარს და შვილს კარგ ხასიათზე დახვდეს. დიახ, თუ ყოველდღიური საქმიანობა ცუდ ხასიათზე აყენებს, აღარ უნდა გააკეთოს. შეუძლიათ ნაკლებად დაალაგონ, ხანდახან შეუკვეთონ მზა საკვები, ასწავლონ შვილებს თავისი ნივთების დალაგება, გაისეირნონ პარკში საყვარელ მეუღლესთან ერთად, წაიკითხონ წიგნები, დასხდნენ კაფეში და უბრალოდ დაისვენონ.

ექსპერიმენტები – გარეგნობა ქალს მხოლოდ მამაკაცების მოსახიბლად არ სჭირდება. სალონური პროცედურები ბევრისთვის მოდუნების და განტვირთვის საშუალებაა. უბრალოდ ვარცხნილობის შეცვლა განწყობას აუმჯობესებს და აბედნიერებს.თმის ვარცხნილობის ექსპერიმენტები, სხვადასხვა ტანსაცმელი, მაკიაჟი მიანიშნებს, რომ ქალს შეუძლია იყოს ნაზი, მაცდური და მომხიბვლელი ყველა ასაკში. თუ თქვენი თავი მოსაწყენად გეჩვენებათ და ქმარი აღარ გეუბნებათ კომპლიმენტებს, შეეცადეთ შეცვალოთ იმიჯი და თუ საჭირო იქნება, ქმარიც.

სტილი და ტრენდები – ხანში შესულ ქალს უკვე ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს, მაგრამ მის ჩაცმულობაზე გავლენას ახდენს სამსახური, შვილების რაოდენობა, ქმარი, ფინანსური მდგომარეობა. არ შეიძლება ხელის ჩაქნევა და ყველაფერზე უარის თქმა. არასდროს არ არის გვიანი ისწავლოთ ფერების შეხამება, სწორი სტილის და მოდური აქსესუარების შერჩევა.მამაკაცები გვერდს უვლიან ისეთ ქალებს, რომლებიც საკუთარ თავს ყურადღებას არ აქცევენ. სპორტული ტანსაცმელი მოსახერხებელია და კარგად მალავს სხეულის ნაკლს, მაგრამ ის არ არის ლამაზი და ელეგანტური. ამიტომ ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს ლამაზი კაბა, ქუსლიანი ფეხსაცმელი და სასეირნო ტანსაცმელი.

ზოგჯერ 40 წელს გადაცილებული ქალები მეორე უკიდურესობაში ვარდებიან და ცდილობენ ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად ჩაიცვან, რაც მათ საერთოს არ უხდებათ. რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო მოკრძალებული უნდა იყოს ტანსაცმლის ფერთა გამა და მაკიაჟი.

ჯანმრთელობა – ასაკის მატებასთან ერთად ვხვდებით, რომ ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი რამ არის. ყოველწლიური სკრინინგის გაკეთება ბევრად უფრო ადვილი და იაფია, ვიდრე თვეობით ექიმთან სიარული. ჯანმრთელი ქალი სავსეა ენერგიით, კარგი განწყობით, კანი და სხეული მკვრივი აქვს, ხოლო თვალები და სახე ნათელი.ჭკვიანი ქალი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, პოულობს სასიამოვნო საქმეს – ცეკვას, იოგას, ფიტნესს, ცურვას… არ ივიწყებს მენტალურ ჯანმრთელობას, დადის ფსიქოლოგთან. იციან როგორ განთავისუფლდნენ სტრესისგან და დაისვენონ ხარისხიანად.

რჩევა რედაქციისგან: სანამ ბავშვები პატარები არიან, ქალი მათი მოვლით არის დაკავებული. შემდეგ მათ თავისუფალ დროს იკავებს ქმარზე, მშობლებზე, ძაღლზე ზრუნვა და ა.შ. უნდა დაიმახსოვროთ ერთი წესი, რომელიც თვითმფრინავის უსაფრთხოების სიაშია: ” ჯერ შენ უნდა გაიკეთო ჟანგბადის ნიღაბი და შემდეგ გაუკეთო ბავშვს.” ეს ეხება სხვა გარემოებებსაც. თქვენ ვერ შეძლებთ იზრუნოთ სხვაზე, თუ თავად არ იქნებით კარგად.

თქვენ რას ცვლით ასაკის მატებასთან ერთად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს