როგორ ავარჩიოთ ახალი პროდუქტები სწრაფად და მარტივად? ყველამ ვიცით, რომ მაღაზიები ყოველთვის კეთილსინდისიერად არ იქცევიან, არ აკვირდებიან დახლზე განთავსებულ პროდუქტებს, ა უხალისოდ აკეთებენ ამას. არც მარკეტში ყიდვაა იმის გარანტია, რომ ხელში ხარისხიანი და ახალი პროდუქტი შეგრჩება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ რა წესები უნდა გავითვალისწინოთ ყიდვის დროს?
ახალი პროდუქტები
ყველაზე მთავარი პუნქტი პროდუქტის შერჩევის დროს არის მათი სუნი. ნებისმიერ შემთხვევაში ის არ უნდა იყოს ზედმეტად მძაფრი. ეს მიანიშნებს მის არასწორ შენახვაზე ან გაფუჭების დასაწყისზე. მაგალითად, ნიორი. მას უნდა ქონდეს მსუბუქი, პიკანტური სურნელი, მეტი არაფერი.გარდა სუნისა, აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება პროდუქტის ფერს. მაგალითად, წითელი თევზი. მისი ფერი მერყეობს ღია ვარდისფერიდან ჩვეულებრივ ვარდისფრამდე. თევზი, რომელიც გამოყვანილია ფერმაში, არის უფრო ღია ფერის, ბუნებრივ პირობებში გაზრდილი – შედარებით მუქი. არ უნდა ქონდეს სხვა არაფერი ზედმეტი თეთრი ან ნაცრისფერი ზოლები.დააკვირდით პროდუქტის გარეგნულ მხარეს. მაგალითად, ავოკადო უნდა იყოს არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი. შეამოწმეთ აქვს თუა არა ადგილზე ყუნწი. თუ აქვს, ფრთხილად მოაცილეთ და დახედეთ. ყუნწის ადგილი უნდა იყოს ღია ფერის, მუქი ნიშნავს, რომ პროდუქტი გაფუჭებისკენ მიდის.
მარტივი რეკომენდაციები – პროდუქტი იყიდება აგრეთვე დაკონსერვებული სახითაც და მისი დათვალიერება შეუძლებელია. ზეთისხილი უმჯობესია შეარჩიოთ კურკიანი სახით, და არა სხვა ფორმით, რადგან კურკა გამოცლილში მარილწყალი საკვების შიგნითაც ხვდება და გავლენას ახდენს პროდუქტის გემოზე.იცით, როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად ჭარხალი? რომელი იქნება უფრო გემრიელი? უნდა აიღოთ პროდუქტი, რომელსაც არ ექნება ძირზე ბევრი ფესვი. საერთოდ, უკეთესია ჭარხალი მწვანე ფოთლებით, მაგრამ მარკეტებში ასეთს ვერ იპოვით, მითუმეტეს თუ სეზონი არ არის.
როგორ შევარჩიოთ ახალი პროდუქტი – არ იჩქაროთ ისეთი მჟავე კომბოსტოს ყიდვა, რომელსაც უხვად აქვს ძმარი. მას იყენებენ პროდუქტის უსიამოვნო სუნის დასაფარად. ამასთან, კომბოსტოს მარინადს მიირთმევენ მისი სასარგებლო კომპონენტების გამო, ხოლო ძმარი ანეიტრალებს მის რძემჟავა ბაქტერიებს.ყურადღებით შეამოწმეთ პროდუქტების ვადა. კვერცხის არჩევისას საჭიროა ყურადღებით დაათვალიეროთ მისი ნაჭუჭი. უნდა ქონდეს ხორკლიანი ზედაპირი, დაზიანებების და დაბინძურების გარეშ.
იდეალური ფორმა – მწიფე და გემრიელი ხილის ამოცნობა მისი ფორმითაც შეიძლება. ბროწეული არ უნდა იყოს იდეალურად მრგვალი, უნდა ქონდეს კუთხეები და გლუვი კანი. ასევე, ლიმონი – მისი კანი თხელი და რბილი უნდა იყოს. ყუნწის მიდამოში კი უდა ქონდეს დამახასიათებელი ხაზები.თქვენ რა ხერხს იყენებთ ხოლმე ახალი პროდუქტის შესარჩევად? რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას – ვიზუალს, ფერს თუ სუნს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.