“ყავაზე მკითხაობა მარტივი და ეფექტური გზაა მომავლის გასაგებად, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დ ბევრ კითხვაზე პასუხის გასაცემად.” – ამბობს ჩემი მეზობელი. ქალბატონი ელენე დიდი ხანია გატაცებულია ეზოთერიზმით. ექსპედიციაში ყოფნის დროს შორეულ აღმოსავლეთში მან ეს ხელოვნება შამანებისგან ისწავლა.მისი მონაყოლებით შთაგონებულმა გადავწყვიტე მეც მეცადა. ყავის დალევა ძალიან მიყვარს… ქალბატონი ელენეს რჩევის შემდეგ ჭიქის ძირში ჩავიხედე და გულის ფიგურა დავინახე. ველოდები, რომ მალე ჩემს მეორე ნახევარს ვიპოვი.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ რა უნდა იცოდეთ ყავაზე მკითახაობის დროს.
ყავის ნალექზე მკითხაობა – ყავის ნალექზე მკითხაობა ადამიანს აძლევს უნარს განჭვრიტოს მოსალოდნელი შედეგები და გავლენა მოახდინოს მასზე, იპოვოს სწორი გამოსავალი.სიმბოლოები, რომლებიც ჭიქის კედლებზე ჩნდება გვიჩვენებს ადამიანის ქვეცნობიერ მდგომარეობას. გამოდის, რომ ფინჯანი ერთგვარი გამტარია. ადამიანი სვამს ყავას და მთელი ფიქრებით კონცენტრირდება სასმელზე.
იმისათვის, რომ ყავის ნალექზე იმკითხავოთ, უნდა აიღოთ ორი სახის დაფქული ყავა – წვრილი და უხეში. ჭიქა უნდა იყოს ნახატების გარეშე. ჩაყარეთ ჭიქაში 2 კოვზი მსხვილად დაფქული ყავა და 1 კოვზი წმინდად დაფქული.ჩაყრამდე ჭიქას გამოავლეთ მდუღარე წყალი გასათბობად, შემდეგ გადაღვარეთ, ჩაყარეთ ყავა, დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ თავზე და გააჩერეთ ასე 1-2 წუთის განმავლობაში.
შემდეგ უნდა დალიოთ ყავა და დატოვოთ ფინჯანში 1 ჩ/კ სითხე. უნდა დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა ან ჩაიფიქროთ სურვილი. ამის შემდეგ უნდა აიღოთ ფინჯანი მარცხენა ხელით, გააკეტოთ სამი წრიული მოძრაობა საათის ისრის საწინააღმდეგოდ ისე, რომ ნალექი გადანაწილდეს ჭიქის კედლებზე.შემდეგ გადმოატრიალოთ ჭიქა თავდაყირა თეფშზე, დაელოდოთ 1-2 წუთი და გადმოაბრუნოთ.ახლა დააკვირდით ჭიქის ძირს და გვერდებს. მათზე გამოისახება სხვადასხვა ხაზები, ფიგურები, კვეთები.
ფიგურების მნიშვნელობა ასეთია: ტრანსპორტი არის გადაადგილების ნიშანი, გარეული ცხოველები – მტრები, დათვი – დიდი და ძლიერია, კურდღელი პატარა და საზიზღარი.
შინაური ცხოველები პირიქით, მეგობრები არია. მაგალითად კატა ნამდვილ მეგობარს ნიშნავს და დამხმარეს, ქათამი მხოლოდ მოლაპარაკეს და ამრევს. თუ საკვების ფიგურებს დაინახავთ, ეს ნიშნავს რესურსის და ენერგიის წყაროს. ხაზები არის გზები და დაბრკოლებები. გული – სიყვარული.
მნიშვნელოვანია წარსულის და აწმყოს დაკავშირებაც. მხედველობაში უნდა მიიღოთ არა მხოლოდ ცალკეული ნიშები, არამედ მათი მთლიანობა. ასეთია თავად მკითახაობის არსი. ის მარტივია და შეგილია დაიწყო. გაიგო ყველა საიდუმლო და გასცე კითხვებზე პასუხი.
რჩევა რედაქციისგან: ალბათ ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მონდომებია გადაეხედა თავისი მომავლისთვის და მიეღო პასუხი გარკვეულ კითხვებზე.ვფიქრობ, ყავაზე მკითხაობა ერთ-ერთი საინტერესო და სასიამოვნო პროცედურაა. უდიდესი ნეტარებაა მიირთვა სურნელოვანი და გამამხნევებელი სასმელი და თან გაიგო შენი მომავალი.
თქვენ გიმკითხავიათ ყავაზე? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.