გოგრა თაფლთან ერთად – საიმედი ხალხური საშუალება

6451

გოგრა, ოქროსფერი ნაყოფი 5-6% შაქარს შეიცავს. მასში შედის სახამებელი, კაროტინი, C, E, B1, B2 და PP ვიტამინები, უჯრედისი, პექტინის ნივთიერება, ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, ასევე სხვადასხვა მიკრო და მაკროელემენტები. ხანდაზმული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, ადამიანი რაც უფრო ასაკოვანია, გოგრა მით უფრო მეტად სჭირდება.

პატარა ბავშვებისთვისაც სასარგებლოა, რადგან მასში ადვილად ათვისებადი D ვიტამინია, რომელიც ნორმალურ ზრდას და ძვლების განვითარებას უზრუნველყოფს, რაქიტისა და ოსტეოპოროზისგან იცავს. სწორედ ამიტომ, გოგრის რბილობი სტაფილოსთან ერთად ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა.

  1. გოგრის თესლი ლამბლიოზის დროს. მოზარდებმა და უფროსებმა ნაღვლის სადინარების გასაწმენდად, ასევე ლამბლიოზის მოსაშორებლად დილით, უზმოზე 300 გრ ნედლი, გასუფთავებული გოგრის თესლი უნდა შეჭამონ. 2 საათის შემდეგ საფაღარათო საშუალება მიიღეთ. ასე გასუქების პრობლემასაც გაუმკლავდებით.
  2. პროსტატიტის და ადენომას დროს. გოგრის თესლში შემავალი თუთია პროსტატის ჯირკვლის შემაერთებელი ქსოვილების ზრდას და ანთების წარმოქმნას ხელს უშლის. სწორედ ამიტომ, გოგრის თესლი ადენომას და პროსტატიტის დროს ძალიან სასარგებლოა. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2 თვის განმავლობაში ყოველ დილით, უზმოზე 50-60 გრ ხმელი და გასუფთავებული გოგრის თესლი შეჭამეთ. თესლი აკნეს პრობლემების დროსაც მიირთვით. თუთიის წყალობით კანი გაიწმინდება.
  3. გოგრა თაფლთან ერთად ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ. თუ ღვიძლზე ჰეპატიტი ან ძლიერი სამკურნალო ზემოქმედება გადაიტანეთ, ექიმთან კონსულტანციის შემდეგ მკურნალობა შემდეგ რეცეპტით სცადეთ. საშუალო ზომის გოგრა ზემოდან ამოჭერით და ხის კოვზით თესლები ამოიღეთ. გოგრა თაფლით (სჯობს აკაციის) აავსეთ, ზემოდან მოჭრილი ნაწილი დააფარეთ და ცომით ხვრელები ამოავსეთ. გოგრა ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 10 დღით შეინახეთ. მე-11 დღეს 1 ს/კ სამკურნალო საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე დალიეთ. კურსი – 20 დღე. საშუალება ღვიძლის ფუნქციებს შესანიშნავად აღადგენს.
  4. გოგრის თესლი თაფლთან ერთად პროსტატიტის დროს. ამ მარტივი რეცეპტით ბევრი მამაკაცი პროსტატიტს მოიშორებს. 0,5 კგ გასუფთავებული, შეუმწვარი გოგრის თესლი(მწვანე კანი მოაშორეთ) ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და 1 ჭიქა თაფლი კარგად აურიეთ. ნარევიდან კანფეტის ბურთები გააკეთეთ (თითოეული ნიგოზზე ოდნავ მცირე ზომის) და მაცივარში შეინახეთ. ყოველდღე 1 ბურთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მოწუწნეთ. ასე ბურთების დასრულებამდე გააგრძელეთ. კურსი – წელიწადში ერთხელ, პროსტატიტი აღარ შეგაწუხებთ.
  5. ბალზამი იმუნიტეტის გასაძლიერებლად. იმუნიტეტის გასაზრდელად და ჯანმრთელობის გასაძლიერებლად, სამკურნალო ბალზამის მიღებას გირჩევთ.საშუალო ზომის, სუფთა, არა დაობილი გოგრა ზემოდან ცენტრში მსხვილად ამოჭერით, შიგნეულისგან კარგად გაწმინდეთ და ცოტა ხნით გასაშრობად გააჩერეთ. თესლი გაასუფთავეთ და ასევე გააშრეთ. ამის შემდეგ გასუფთავებული გოგრის შიგნით 100 მლ ღვინო და ხარისხიანი არაყი ჩაასხით, ხმელი თესლი, ცოტა შავი წიწაკა და მიხაკი (სანელებელი) დაუმატეთ, მოჭრილი თავსახური დააფარეთ და 7 დღე გრილ ადგილას (მაცივარში არა) შეინახეთ. ამის შემდეგ ნაყოფის შემადგენლობა გადაწურეთ, მინის ბოთლებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ. უფროსებმა და ბავშვებმა უზმოზე 20 მლ ბალზამი დალიეთ. კურსი – ნაყენის დასრულებამდე. სასურველია ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ გაიმეოროთ.
  6. ღვიძლის ძლიერი ტკივილის დროს. „70-იანი წლების დასაწყისში ჩემ შორეულ ნათესავს ღვიძლის ძლიერი ტკივილი აწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის იყო, გაცილებით უფრო ხანდაზმული გეგონებოდათ. მას გოგრის ყუნწით მკურნალობა ურჩიეს. მკურნალობიდან 2 თვეში მისი ცნობა გაგიჭირდებოდათ“.

როგორც აღმოჩნდა, გოგრის ყუნწს სამკურნალო ძალა გააჩნია. სამკურნალოდ 20-30 ყუნწი დაგჭირდებათ. ის უნდა დააქუცმაცოთ და ცხელ ღუმელში ცოტა გაახმოთ. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად 2 ს/კ დაქუცმაცებულ გოგრის ყუნწს 0,5 ლ ცივი წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ და 2 წუთით ხარშეთ. 3 საათის შემდეგ ნახარში შეგიძლიათ მიიღოთ. 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. და არა უბრალოდ დალიეთ, არამედ სიხარული იგრძენით და გწამდეთ, რომ სამკურნალო სასმელს სვამთ, რომლის შემდეგ თავს მსუბუქად იგრძნობთ. ასე გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს