აღმოვაჩინე კარტოფილის მარტივი და გემრიელი კერძი. გახეხილ კარტოფილს ვასხამ ცხელ ზეთიან ტაფაზე, ზემოდან ვაწყობ სასურველ ინგრედიენტებს და გამოდის კარტოფილის პიცა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ რეცეპტს გაგიზიარებთ.
გახეხილი კარტოფილი
ინგრედიენტები
- 5 ცალი კარტოფილი
- 2 კვერცხი
- 70 გრ. მაგარი ყველი
- 70 გრ. ძეხვი
- 2 ჩ/კ მაიონეზი
- 2 ჩ/კ კეტჩუპი
- სუნელები გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- მწვანილი
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი
- გახეხეთ კარტოფილი მსხვილ სახეხზე.
- გახეხილ მასას დაუმატეთ კვერცხი, მარილი და სუნელები.
- კარგად აურიეთ.
- გახეხეთ სახეხზე ყველი. დაჭერით ძეხვი.
- დაასხით ტაფაზე ზეთი და გააცხელეთ.
- დადეთ კარტოფილიანი მასა ცხელ ტაფაზე.
- შეწვით თავიდან მაღალ ცეცხლზე, შემდეგ ჩაუწიეთ მინიმუმამდე და დააფარეთ თავსახური.
- 10 წუთის შემდეგ გადააბრუნეთ თეფშის დახმარებით.
- წაუსვით შემწვარი მხრიდან კეტჩუპი და მაიონეზი, დააწყვეთ ძეხვი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფარში, ყველი, სოკო…
- შეწვით კიდევ 10 წუთით თავდახურულში, ბოლოს მოაყარეთ ყველი და კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ.
- მოაყარეთ მზა კერძს მწვანილი.
- გემრიელად მიირთვით!
კერძი კარგად ინარჩუნებს ფორმას ფქვილის გარეშეც. ის გამოდის ჰაეროვანი, მსუყე და ძალიან გემრიელი. რაც მთავარია, მზადდება მარტივად და სწრაფად. მოამზადეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს