ეკატერინესთვის დედობრივი ცხოვრება დიდი წყალობა იყო. ის ამაყობდა თავისი შვილებით და ყველაფერს აკეთებდა მათი კეთილდღეობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მისთვის მარტივი საქმე. ის ქმარს გაშორდა და დახმარებას არავისგან არ ელოდა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ყოველთვიურად უარესდებოდა. ერთი პერიოდი შვილების ბავშვთა სახლში დატოვებაზეც ფიქრობდა.
დედის ცხოვრება
პატარა ნათიამ იცოდა, რომ დედას ძალიან უჭირდა. მუდმივად მუშაობდა, მაგრამ ფული არ ყოფნიდათ. ამ დროს გოგონა ხვდებოდა, რომ სურვილის მიუხედავად, ვერაფრით ეხმარებოდა დედას. ის მუშაობისთვის ძალიან პატარა იყო, 10 წლის.კოტემ, ნათიას პატარა ძმამ არაერთხელ შენიშნა, რომ დედა ხშირად ტირილის ზღვარზე იყო. ამ დროს მიდიოდა და მთელი ძალით ეხუტებოდა, თითქოს უნდოდა მისგან მთელი დარდი გამოედევნა. დროებით ეს გამოდიოდა, დედა გაიღიმებდა და შუბლზე კოცნიდა შვილს.
ყველაზე მხიარული ბავშვი ოჯახში ნაბოლარა სერგო იყო. ბევრს ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ ხანდახან გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. დედა სხვადასხვა სამუშაოზე დარბოდა, ხელფასი დაბალი ჰქონდა, პროდუქტები დღითიდღე ძვირდებოდა. ის ხვდებოდა, რომ ასე შვილებს ვერ უზრუნველყოფდა. არ ჰყავდა ნათესავები და მეგობრები, რომლებიც დაეხმარებოდნენ, ყოფილი ქმარი კი საერთოდ არ კითხულობდა ბავშვებს.ეკა მუდამ დამნაშავედ გრძნობდა თავს, რომ მისი უიღბლობის გამო ბავშვებს ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვათ, ხორცსა და ტკბილეულს კი იშვიათად თუ შეწვდებოდა. ამას გარდა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქირას მიჰქონდა.
სასოწარკვეთილმა ქალი ბავშვების ბავშვთა სახლში მიყვანაზე ფიქრობდა, იქ საჭმელს მაინც აჭმევდნენ, თავად კი შეძლებდა სრული დატვირთვით ემუშავა. მაგრამ როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ბავშვებს?როდესაც ნათიამ და კოტემ ეს გაიგეს, თავიდან შეეშინდათ, მაგრამ დედამ დაამშვიდა, რომ მათთვის ასე სჯობდა და ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. სანამ ისინი ბავშვთა სახლში იქნებოდნენ, დედა მოახერხებდა მეტი ფული შოვნას და მალე ისევ ერთად იქნებოდნენ.
ბედნიერი შემთხვევა – ერთხელ, როდესაც ეკა ქუჩაში მიდიოდა, მის წინ უცნობი ქალი ასფალტზე დაეცა. ის მაშინვე მივიდა ქალთან და წამოდგომაში დაეხმარა. საბედნიეროდ წაქცეულმა მხოლოდ კაბა დაიზიანა. გაბრაზებულმა ქალმა უთხრა:
“-რა რთული დღე მაქვს დღეს. შინამოსამსახურე წავიდა, მანქანა გამიფუჭდა, ეხლა დავეცი და კაბა გავიფუჭე! კიდევ რა სიურპრიზები მელოდება ნეტა?” ეკამ დაამშვიდა ქალი და შესთავაზა დახმარება, რაზეც თავაზიანი უარი მიიღო. შემდეგ გამოელაპარაკნენ ერთმანეთს.აღმოჩდა, რომ ეს ქალიც მარტოხელა დედა იყო. ყავდა ერთი ვაჟი და სამსახურთან ერთად მის მარტო მოვლას ვერ ახერხებდა. ძიძა ფეხმძიმედ იყო და შვებულებაში გავიდა, ახალი და კარგი ძიძის მოძებნას კი დიდი დრო უნდოდა.
ეკამ თავისი ამბავი უამბო და შესთავაზა დახმარება, თან აუხსნა, რომ თუ მაღალანაზღაურებად სამსახურს ვერ იშოვიდა, შვილების ბავშვთა სახლში ჩაბარება მოუწევდა. ქალმა სთხოვა მეორე დღეს მისულიყო მასთან გასაუბრებაზე…ახალი სამუშაო დიდ აგარაკზე იყო. დამქირავებელმა ეკას და მის შვილებს ცალკე ოთახი გამოუყო და დიასახლისის და ძიძის მოვალეობა დააკისრა. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ შვილები ყველაფერში დაეხმარებოდნენ. ეკა მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ცუდი პერიოდი უკან დარჩებოდა.
რას გვასწავლის ეს ამბავი – რა რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრება, გამოსავალი ყოველთვის არის. თითოეული სიტუაცია მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას და ნებისმიერ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. დაეხმარეთ ერთმანეთს! ეს იქნება ჭეშმარიტად კარგი საქციელი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.