ნაცნობმა მრევლმა ნაკურთხი წყალი მოიტანა და ამიხსნა რატომ არი მისი ქონა სახლში საჭირო.

0
670

ნათლისღების ხატზე იესოს ნათლობაა გამოსახული. ამ მნიშვნელოვანმა მოვლენამ გააცოცხლა წყალი და მას განსაკუთრებული ძალა მიენიჭა. როდის ხდება წყალი წმინდა და როგორ უნდა მოვიხმაროთ ის? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით გიპასუხოთ ამ კითხვებზე.

როდის ხდება წყალი წმინდა?

როდის ხდება წყალი წმინდა და რა ხდის მას განსაკუთრებულს? კურთხევის რიტუალი ტარდება მეტაფიზიკურ დონეზე. ის ერთ-ერთ სასწაულად ითვლება და ამ რიტუალს წყლის კურთხევის საიდუმლოს უწოდებენ.წყალი ღვთის შექმნილია და ის ხარობს და სახეს იცვლის მისი შეხებისთანავე. ამის შემდეგ ჩვეულებრივიდან წმინდა წყლად გარდაიქმნება.

ღვთის ძალა წყლიდან ადამიანზე გადადის. ისინი ვერ გრძნობენ ღმერთის შეხებას, მაგრამ წყლის საშუალებით უახლოვდებიან მას. ის არის საშუალება, რომელიც წმენდს ჩვენს გულს და აღვიძებს სულს.იმისთვის, რომ წყალი წმინდა გახდეს, ის უნდა განიწმინდოს. ამისთვის სასულიერო პირები ატარებენ წყლის კურთხევის რიტუალს, რომელიც მას განსაკუთრებულ ძალას გადასცემს.ითვლებ, რომ ყველა წესის მიხედვით ნაკურთხ წყალს დამცავი ძალა აქვს. მისი გამოყენება შეიძლება სამკურნალოდ, განსაწმენდად, ბოროტი ძალებისგან დასაცავად.

სახლში ნაკურთხი წყალი საიმედო მცველია ნებისმიერი ნეგატიური ზემოქმედებისა და ავადმყოფობებისგან. თუ ავად ხართ, დალიეთ უზმოზე სეფისკვერთან ერთად. გამგზავრების ან უბრალოდ სახლიდან გასვლის წინ მიიპკურეთ მცირე რაოდენობა.იგივე გააკეთეთ ნებისმიერი ახალი საქმის დაწყების წინ, შეასხუროთ ნივთებს, მანქანას, სახლს.წყლის კურთხევის რიტუალი ტარდება წელიწადში ორჯერ: ნათლისღების რამეს და ნათლისღების დღეს.აკურთხ წყალს იზელენ მტკივნეულ ადგილებზე ჯვრის გამოსახულებით. არავითარ შემთხვევაში საფენის სახით. შედეგი დამოკიდებულია თქვენს შინაგან რწმენაზე და არა წყლის რაოდენობაზე.

რის გაკეთება არ შეიძლება ნაკურთხი წყლით? არსებობს მკაცრი აკრძალვები: არ შეიძლება მისი ჩასხმა ჭუჭყიან ჭურჭელში, არ უნდა შეინახოთ წლების განმავლობაში, მითუმეტეს არ გჭირდებათ რეზერვი. ის უნდა გამოიყენოთ და გაუნაწილოთ ახლობლებს.არასდროს შედგათ ნაკურთხი წყალი მაცივარში და არც იფიქროთ მისი ჩასხმა ნიჟარაში. თუ წყალი გაგიფუჭდებათ, უმჯობესია დაასხათ სუფთა ადგილას, მდინარეში ან ტბაში. ქალები არ უნდა შეეხონ მას კრიტიკულ დღეებში.

რჩევა რედაქციისგან: წმინდა წყალი ეხმარება მათ, ვისაც გულწრფელად სჯერა მისი ძალის და არ ჭოჭმანობს რწმენაში. ის არა მარტო საკურნებელი ძალის არის, არამედ ეხმარება ადამიანს ვნებებთან, ბოროტებასთან ბრძოლაში.მიუხედავად იმისა, რომ შობა და ნათლისღება უკვე იყო, თუ ჯერ არ აგიღიათ ნაკურთხი წყალი, ყოველთვის შეგიძლიათ მიხვიდეთ ტაძარში და წამოიღოთ. მცირე აიაზმის კურთხევის რიტუალი ხშირად ტარდება და წმინდა წყალი ყოველთვის არის ღვთის სახლში. უფალი გფარავდეთ!