ვაჩუქე შვილიშვილს ფუმფულა მონსტრი ჰაგი ვაგი, ჩემნაირი თანამედროვე ბებია მეტი არ დადის დედამიწაზე.

2355

როგორ გამოიყურება ჰაგი-ვაგი? ვინ არის ის? ვუყიდო თუ არა ბავშვს? ეს კითხვა ნელ-ნელა იპყრობს სოციალურ ქსელებს. ბევრ ბავშვს სურს ამ სათამაშოს ქონა თავის კოლექციაში. მას ჰაგი-ვაგი ჰქვია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ამ ახალ სათამაშო მონსტრს.

როგორ გამოიყურება ჰაგი-ვაგი

ის არც თაგუნიაა, არც ბაყაყი, ის გაურკვეველი არსებაა. სწორედ ეს ფრაზა მოგივათ პირველ რიგში თავში, როდესაც დაინახავ ჰაგი-ვაგის. საიდან მოვიდა და რას წარმოადგენს ის? ჰაგი-ვაგი ერთ-ერთი ჰორორ-თამაშის პერსონაჟია. თამაშის სიუჟეტის მიხედვით, სათამაშოების ქარხანაში კატასტროფა ხდება, რომელიც ჩვეულებრივ თოჯინას ურჩხულად გადააქცევს. მოთამაშემ უნდა გაარკვიოს რა მოხდა ქარხანაში და უსაფრთხოდ გაექცეს პლუშის ანტაგონისტს.თამაში ფართო აუდიტორიას გაეცნო 2021 წლის ოქტომბერში და მას შემდეგ პოპულარული ხდება. ჰაგი-ვაგის გარეგნული მხარე ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს იწვევს. მას აქვს ლურჯი ბეწვი, სამკუთხა თავი, გრძელი კიდურები, ბასრი კბილები.

საინტერესო არსება – თუმცა, ჰაგი-ვაგი და მისი კომპანიონი კისი-მისი ვარდისფერი ბეწვით, ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ისინი სთხოვდნენ უფროსებს ეყიდათ ჰაგი-ვაგის თოჯინა. სათამაშოების გამყიდველებმა მაშინვე მოიმარაგეს და შეიტანეს მაღაზიებში.ექსპერტები თვლიან, რომ ეს თოჯინა თავისი სპეციფიკური გარეგნობის გამო უკიდურესად არარეალურად გამოიყურება, რაც ბავშვებში არ იწვევს შიშს. თანამედროვე ბაზარზე მსგავსი დიზაინის უამრავი სათამაშოა, რომელიც ბავშვებს ძალია უყვართ.ასე, რომ თუ ბავშვი ითხოვს ასეთი სათამაშოს ყიდვას, უარს ნუ ეტყვით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰაგი-ვაგის პოპულარობის ტალღა მალე ჩაცხრება. 2022 წელს უნდა გამოვიდეს თამაშის შემდეგი ნაწილი და ვნახოთ, კიდევ რა სიახლეები გაჩნდება.

უფროსების რეაქცია – თავის განსაკუთრებულ პოპულარობა ჰაგი-ვაგი მოზრდილ მოთამაშეებს უნდა უმადლოდეს, რომლებიც თავის ონლაინ მოქმედებებს სოციალურ ქსელში ათავსებენ. ამის შემდეგ ტიკ-ტოკის აუდიტორიას ისე მოეწონა, რომ ვიდეოებში დაიწყეს მონსტრის ხმების გამოყენება. ასეთ ვიდეოებს ათასობით ნახვა და მოწონებები აქვს.

ჰაგი-ვაგი და კისი-მისი – უდავოდ, თოჯინა უცნაურად გამოიყურება. ზოგს აშინებს, ზოგს ძალიან მოსწონს. უმეტესობა მაინც მშვიდად რეაგირებს, იღებენ ვიდეოებს და ათავსებენ ტიკ-ტოკზე. ბავშვებიც აქტიურად ითხოვენ ამ სათამაშოს ყიდვას.თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰაგი-ვაგი საშინელი სათამაშოა, თუ უწყინარი ხუმრობაა ბავშვებისთვის? უყიდით ასეთ სათამაშოს თქვენს შვილს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს