2015 წლის იანვარში, 42 წლის კაროლინა დიკს პატარა მაქსი შეეძინა. მშობიარობა სამ საათს გაგრძელდა და, როცა დედამ სამკილოგრამიანი ბავშვი ხელში აიყვანა, იფიქრა, რომ აწი ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნებოდა. პატარა სამყაროს ჯანმრთელი და ცოცხალი მოევლინა, კაროლინას გვერდით მოსიყვარულე მეუღლე ჰყავდა.
მეტიც, მშობიარობიდან სულ რამდენიმე დღეში, ქალის ფიგურა ნორმაში ჩადგა. მხოლოდ 1 წლის მერე გაირკვა, რომ ქალის ცხოვრებას ჯერ კიდევ მაშინ, საფრთხეს ვერაგი დაავადება უქმნიდა. ახლა კაროლინა თავის ისტორიას მსოფლიოს უზიარებს და სურს, რომ არც ერთმა დედამ არ მოუხდეს იმის გავლა, რაც მან გაიარა.
მაქსის გაჩენიდან პირველი თვეების განმავლობაში, მეგობრებს შურდათ ბედნიერი დედისა. ფეხმძიმობის დროს, კაროლინას ფიგურა საგრძნობლად შეივსო, თუმცა მხოლოდ 2 კვირაში, ჭარბი წონა უკვალოდ გაქრა. 12 კგ 14 დღეში – ეს სერიოზული გახდომაა…
დრო გადიოდა, კაროლინას მდგომარეობა კი უარესდებოდა. ქალს კუდუსუნის ტკივილები დაეწყო, რასაც თან ახლდა მუდმივი დაღლილობა, განავალს კი – სისხლდენა. მაქსის დედამ ექიმს მიმართა, რომელმაც ანემიის დიაგნოზი დასვა და პაციენტს რკინის შემცველი პრეპარატები გამოუწერა.
მედიკამენტები ქალს არ დახმარებია. კაროლინამ ისევ იმავე ექიმს მიმართა, რომელმაც მხოლოდ ახლა გაგზავნა პაციენტი კოლონოსკოპიაზე. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა სიმპტომების ნამდვილი მიზეზი. ექიმებმა უბედურ ქალს შეატყობინეს, რომ ნაწლავის კიბოს საკმაოდ ჩაშვებული ფორმა ჰქონდა.
2015 წლის დეკემბერში, მაქსის დედამ უზარმაზარი სიმსივნე ამოიჭრა. ოპერაცია 3 საათს გრძელდებოდა.
მას შემდეგ, რაც პაციენტი გონს მოვიდა, ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მოუხდა. თავიდან, მეუღლეებს უხაროდათ, სანამ ფიქრობდნენ, რომ დაავადებამ უკან დაიხია.
საუბედუროდ, დაავადებამ თავი 1 წელიწადში შეახსენა. სიმსივნე მყარად ემაგრებოდა ნაწლავს და ამჯერად სასქესო ორგანოებსაც მოდებოდა. ექიმები პაციენტის სიცოცხლისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.
კაროლინამ რამდენიმე ოპერაცია ჩაიტარა, ერთ-ერთმა მათგანმა კი იგი უნაყოფობამდე მიიყვანა. მალე, ავადმყოფი ქმარმა მიატოვა – წყვილი მეორე შვილზე ოცნებობდა, მამაკაცმა კი ვერ შეძლო ახალ ამბავთან შეგუება.
ბოლო ქირურგიულმა ჩარევამ მაქსის დედას მომავლის იმედი დაუბრუნა. თუმცა, ექიმების საბოლოო ვერდიქტმა მისი ოცნებები დამარხა.
კიბომ მეტასტაზები ფილტვებსაც გადასცა, ამ მდგომარეობის გამოსწორება კი შეუძლებელია. დღეს ექიმები უბედურს მხოლოდ პალიაციურ ქიმიოთერაპიას სთავაზობენ, რაც ქალის სიცოცხლეს მხოლოდ რამდენიმე წლით გაახანგრძლივებს.
ახლა კაროლაინი თავის ისტორიას სხვებსაც უზიარებს იმ იმედით, რომ ნაწლავის კიბოს ამოცნობას შეძლებენ და ასეთი საშინელების მსხვერპლი არ გახდებიან. მაქსის დედას მხოლოდ სასწაულის იმედიღა დარჩა…