შესაძლებელია თუ არა შეიცვალოს მოღალატე ადამიანი? ბევრი ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია. საინტერესოა, რატომ არ იზიდავს ადამიანს თავისი პარტნიორი და რატომ გარბის სხვასთან? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.
შეიძლება თუ არა შეიცვალოს ადამიანი?
ნათია საავადმყოფოს საწოლზე იწვა და წიგნს კითხულობდა. ცდილობდა მთელი თავისი ყურადღების ფოკუსირება ტექსტზე მოეხდინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მისი ფიქრები ქმრის ბოლო შეხვედრისკენ იყო მიმართული.ამ დილით მის სანახავად იყო და საყვარელი ნივთები მიუტანა. გარედან ალექსი სამაგალითო მეუღლეს ჰგავდა, რომელიც მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა საყვარელი ქალის გულისთვის. ქალისთვის, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე თვე დარჩა.ნათია და ალექსი ცდილობდნენ ნაკლები ესაუბრათ არსებულ ვითარებაზე. ისედაც გასაგები იყო, რომ რთული მდგომარეობა ქონდა და ქალი ცდილობდა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა. სამწუხაროდ, კლინიკის კედლებში სასიამოვნო არაფერი იყო, მაგრამ ალექსი ხშირად მოდიოდა და ცდილობდა გაეხარებინა საყვარელი მეუღლე.თუმცა, ეს დილა სხვანაირი იყო. გუშინ ნათიას თავისმა დამ დაურეკა და უთხრა, რომ ალექსი სხვა ქალთან დაინახა. ისინი კაფეში ისხდნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ. შემდეგ მანქანაში გადაინაცვლეს და ერთად წავიდნენ.
ადამიანები არ იცვლებიან – დღეს დილით კი ქმარი ნათიასთან მივიდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი მომხდარა. თავიდან ცოლს სურდა მკაცრად დალაპარაკებოდა, მაგრამ როდესაც ქმრის ღიმილი დაინახა, გადაიფიქრა. ცდილობდა არ გამოევლინა შინაგანი ტკივილი და მშვიდად დაეჭირა თავი.ალექსი და ნათია 15 წელი ცხოვრობდნენ ერთად. ბევრი წლის წინ სანდრომ თავის უახლოეს დაქალთან უღალატა. დიდი ამბების შემდეგ ალექსმა პირობა დადო, რომ მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა და დაჩოქილმა მოუბოდიშა ცოლს.ახლა კი ნათია ვერ იშორებდა თავიდან იმ აზრს, რომ მისი საყვარელი მეუღლე ამ 15 წლის მანძილზე ღალატობდა ხოლმე. ამ სამყაროს კი ტოვებს იმ შეგრძნებით, რომ მისი სიყვარული მთელი ამ ხნის განმავლობაში ყალბი იყო. ნათიამ არ იცოდა რა ექნა, რა ეფიქრა, რა ეთქვა…
რას გვასწავლის ეს ამბავი? – ნათიას მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ სიმართლეს ვერასდროს გაიგებს. შეიძლება ქმარი სულ ერთგული იყო და ახლა ძლიერი სტრესის გამო სურდა ყურადღების გადატანა. შესაძლოა ალესისთვის ეს განტვირთვის საშუალება იყო, რათა თავი არ დაეკარგა ცოლის უიმედო მდგომარეობის გამო.არც ის არის გამორიცხული, რომ ქმარი ხანდახან ერთობოდა სხვა ქალებთან. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.