ამბობენ, რომ კაცებს სულაც არ სურთ ჭკვიან ქალებთან ურთიერთობის გაბმა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ smart is the new sexy! როგორც არ უნდა იყოს, შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს სწორედ ბრძები ქალები იზიდავენ.
და მშვენიერი სქესის რომელი წარმომადგენლები არიან ყველაზე ჭკვიანები? ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ზოდიაქოს ეს ნიშნები დაჯილდოვებულნი არიან ბუნებრივი ინტელექტით, რისიც ნებისმიერ მამაკაცს შეშურდებოდა.
ჩვენ გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენელს აქვს მახვილი გონება, საშიში გამჭრიახობა და უსწრაფესი საზრიანობა. იპოვნეთ თქვენი თავი?
ყველაზე ჭკვიანი ქალბატონი
მესამე ადგილი – თხის რქა
ღრმა ბავშვობიდანვე გოგონა თხის რქები გამოირჩევიან განსაკუთრებული კონცენტრაციის უნარით. ისინი მეტად მშვიდები, გონიერები, ყურადღებიანები და სერიოზულები არიან იმისათვის, რომ მოცდნენ ბავშვური ცელქობებით. როდესაც გოგონა თხის რქა იზრდება, იგი გარშემო იკრებს მხოლოდ საჭირო ხალხს. მის ვიწრო სანაცნობო წრეში ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ მოხვდება.
სამაგიეროდ ასეთი ქალბატონები მშვენივრად ნახულობენ საერთო ენას მამაკაცებთან. ბუნებამ თხის რქები დააჯილდოვა განსაკუთრებული სიჯიუტით, ამიტომაც მათ მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლის გამოყვანა წყობიდან. ამასთან, პროვოცირებას არ უწევენ სკანდალსა და კონფლიქტს.
პროფესიულ სფეროში წარმატებას საკმაოდ სოლიდურ ასაკში აღწევენ, თუმცა ეს ხელს არ უშლით მათ იყვნენ ყველაზე ჭკვიანი ქალების რიგში.
მეორე ადგილი – მორიელი
ქალი მორიელი – ესაა კაცი კაბაში. დიახ, მისი ქალურობა ვლინდება მამაკაცური ხასიათით. ასეთი ქალბატონების ცხოვრება საკმაოდ მარტივია, მათ აქვთ შესანიშნავი ინტუიცია, რომელიც ეხმარებათ ყველაფრის დანახვაში.
მორიელისთვის თაღლითის ამოცნობა – უმარტივესი ამოცანაა. ასე, რომ მანიპულატორებს და არაკეთილსინდისიერებს საქმე კარგად ვერ ექნებათ. მორიელ ქალბატონებს საკმაოდ შურისმაძიებელი ხასიათი აქვთ, ამიტომ, უმჯობესია ზედმეტად არ გამოიყვანოთ სულიერი წონასწორობიდან.
პირველი ადგილი – ვერძი
აი ის, ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი ქალებს შორის. ქალი ვერძი ბავშვობიდან გამოირჩევა მახვილგონიერებით. პატარაობიდანვე ადგილობრივი გარემოცვის ნდობას იმსახურებს და ლიდერის ეს სტატუსი ამაყად დააქვს დიდობაშიც. ხშირად ეს მამაკაცებს თავმოყვარეობას ულახავს, მაგრამ რას ვიზამთ… ვერძს ეს სულაც არ ანაღვლებს!
ვერძი ქალბატონები მეტისმეტად ამტანები და ფხიანები არიან. ადვილად ჩაეჭიდებიან ნებისმიერ სამუშაოს, თუნდაც ეს აშკარად კაცური იყოს. გასაოცარია, მაგრამ ამ ნიშანსაც აქვს ხვრელი ჯავშანში – ისინი ზედმეტად გულუბრყვილოები არიან, თუმცა კი ცდილობენ თავი ასეთად არ მოგაჩვენონ.
ვერძი ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ისინი ძლიერები არ იქნებიან, მარტივად დაეცემიან საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ. ამის უფლებას კი თავს ნამდვილად არ მიცემენ.