ნამდვილი სკეპტიკოსებიც კი თავიათ კალენდრებში აღნიშნავენ 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღებს. და ეს ყველაფერი ჩვენი მკითხველების საყვარელი ანჟელა პერლის დამსახურებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრის ეს ქალი გვირჩევს როგორ უნდა მოვიქცეთ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღებს, რათა არ გამოგრჩეთ ცხოვრების ბედნიერი ეტაპები.
2022 წლის მნიშვნელოვანი თარიღები
დაბნელების დღეები – 2022 წელს იქნება 4 დაბნელება: ორი კუროში და ორი მორიელში. დაბნელების დღეებში არ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ უნდა დაიწყოთ ახალი საქმე.
- 30 აპრილს მოხდება მზის პირველი დაბნელება. ის ყველაზე მეტად იმოქმედებს 1 მაისს, 3 აგვისტოს, 3 ნოემბერს და 31 იანვარს დაბადებულებზე.
- 16 მაისს იქნება მეორე დაბნელება. ის იქნება მორიელის 25-ე გრადუსზე. ეს იქნება მთვარის დაბნელება. ყველაზე მძაფრად იგრძნობენ ადამიანები, ვისაც ნატალურ რუკაზე ასცინდენტი 25-ე გრადუსზე აქვს და ისინი, ვინც დაიბადნენ 18 ნოემბერს, 16 მაისს, 18 აგვისტოს ან 14 თებერვალს.
- 25 ოქტომბერს იქნება მზის მეორე დაბნელება მორიელის მეორე გრადუსზე. განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს 25 ოქტომბერს, 23 აპრილს, 25 ივლისსა და 23 იანვარს დაბადებულები. ხოლო 8 ნოემბერს მოხდება მთვარის საბოლოო, სრული დაბნელება კუროს მე-16 გრადუსზე. ის შეეხება 7 მაისს, 9 აგვისტოს, 9 ნოემბერს და 6 თებერვალს დაბადებულებს. ასევე მათ, ვისაც ასცინდენტი მე16 გრადუსზე აქვს.დაბნელების დღეებში არ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნესის დაწყება, კონტრაქტებისა და დოკუმენტების გაფორმება, ქორწინება. კარგი პერიოდია ცნობიერების გასააქტიურებლად, რათა დააკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს, შემოსულ ინფორმაციას, მოუსმინოთ საკუთარ თავს. შეგიძლიათ შეაჯამოთ და გააანალიზოთ მომხდარი ამბები.
რეტროგრადული პლანეტები
- ვენერა – სილამაზისა და ფულის პლანეტა – შებრუნდა უკუმოძრაობაში ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში. ეს გაგრძელდება 29 იანვრამდე, მაგრამ ის სტატიკური იქნება კიდევ რამდენიმე დღით.რეტროგრადული ვენერას დღეებში არ არის რეკომენდებული დაქორწინება და მსხვილი შენაძენის გაკეთება, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რთული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება. სამაგიეროდ შესანიშნავი პერიოდია შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად, რეკლამებისა და პრეზენტაციების განსახორციელებლად და სხვისი თანხების ბიზნესში გამოსაყენებლად.2 მარტის შემდეგ იწყება ხელსაყრელი პერიოდი გარეგნობის ცვლილებისთვის და ყველაფრისთვის, რაც სილამაზეს უკავშირდება.
- ურანი თავისუფლებისა და მოულოდნელი ცვლილებების პლანეტაა. 18 იანვრამდე ის ტრიალდება, რაც ნიშნავს, რომ მოგზაურობის დროს შეიძლება უსიამოვნო მოულოდნელობები გქონდეთ. ასევე, ურანი რეტროგრადული იქება 24 აგვისტოდან 23 ოქტომბრამდე. ამ დღეებში სასურველია გამოირიცხოს ყოველივე ახლის მიუღებლობა, ტყუილები, თვალთმაქცობა, მოძველებული აზრის დაცვა.
- სატურნი – დისციპლინის, შრომისა და პასუხისმგებლობის პლანეტა – 4 ივნისიდან 23 ოქტომბრამდე რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. ამ დროს სასურველია არ დააჩქაროთ მოვლენები და არ ეცადოთ საქმის გაკეთება დროზე ადრე. ნუ დაიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს და არ შეიცვალოთ სამუშაო ადგილი.
- 2022 წელს მერკური რეტროგრადული იქნება 3-ჯერ. 14 იანვრიდან 4 თებერვლამდე, 10 მაისიდან 3 ივნისამდე და 10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით. მერკური არის გონებრივი აქტივობა, კომუნიკაცია, შუამავლობა, ბიზნესი. როდესაც პლანეტა რეტროგრადულია, ეს სფეროები საფრთხის ქვეშ არის და გადახედვა სჭირდება.ასეთ დროს არ უნდა დაიწყოთ ახალი ბიზნესი, არ უნდა გააკეთოთ ძვირადღირებული შესყიდვები. ხშირად ირევა საქმეები, გეგმები, იკარგება ამანათები.უმჯობესია ამ პერიოდში არ წახვიდეთ შვებულებაში, შეფერხებები იქნება ფრენებზე. კარგი დროა დაწყებული საქმის დასამთავრებლად, გეგმების გადასახედად.
- 29 აპრილს იქნება რეტროგრადული პლუტონი. ეს გამოიწვევს პიროვნების ტრანსფორმაციის პროცესს, სიღრმისეულ გადაფასებებს.
- 30 ოქტომბერს მარსი გადავა ტყუპების ნიშანში და ის რეტროგრადული იქნება 2023 წლის 12 იანვრამდე. არ არის რეკომენდებული ახალი ბიზნესის დაწყება, კომპანიების რეგიტრაცია, მშენებლობის დაწყება, მანქანების ყიდვა და სამუშაოს შეცვლა.
აუცილებლად გაითვალისწინეთ 2022 წლის ეს მნიშვნელოვანი თარიღები და გაითვალისწინეთ საქმის დაგეგმვის დოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს