ქალებმა უნდა იცოდნენ, ყველაზე ლამაზი ჩანთაც კი, როგორ ატარონ სწორად, რათა ამ შეუცვლელმა აქსესუარმა განასხვაოს ის სხვა ქალბატონებისაგან. მოდური წვრილმანიც კი სულელურად გამოიყურება, თუ მას არასწორად დაიჭერთ.დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ იმაზე, თუ რა შეუძლია თქვას ჩანთას თავად ქალზე. ამას იშვიათად აქცევენ ყურადღებას და ამოდ.
ქალის ლამაზი ჩანთები
უპირველეს ყოვლისა სწორედ ჩანთის სახელურები ზიანდება ხოლმე. ამ ნაწილს აქვს მუდმივი კონტაქტი მფლობელის ხელებთან. გარდა ამისა, ბევრ ქალს აქვს ჩვევად სრისოს ხოლმე ხელით აქსესუარის სახელური. მაშინაც კი, თუ ყველაფერი ახალი და კარგია, შელახული სახელური საკმარისი მიზეზია მის შესაცვლელად.იაფიან და უხარისხო ჩანთას მისი სარჩულით ამოიცნობთ. ბიუჯეტური პროდუქციის მწარმოებლები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დაზოგონ და ამიტომ სარჩული არის მოუხერხებელი, მბზინავი, შრიალა. ეს ყველაფერი გარედან არ ჩანს, მაგრამ ჩანთის ხარისხს ხაზს უსვამს.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველაზე ძვირფასი ჩანთაც კი დროთა განმავლობაში კარგავს თავის პირვანდელ სახეს. ამიტომ არ უნდა გქონდეთ იმის ილუზია, რომ მაღალი ხარისხის და ფასის ჩანთის შეძენის შემთხვევაში, ის არასდროს გაფუჭდება.
აქტიური ექსპლოატაცია გულისხმობს მის ყოველდღიურ მოხმარებას. აქაც იგივე პრინციპი მუშაობს, როგორიც ფეხსაცმელებზე: უმჯობესია გქონდეთ რამდენიმე, რომლებსაც რიგ-რიგობით გამოიყენებთ და შეუნაცვლებთ ერთმანეთს. ასე დიდხანს შეუნარჩუნებთ ნივთს ახლებურ სახეს.მოუწესრიგებელ კოსმეტიკის ჩანთას შეუძლია გამოავლინოს პატრონის არასასურველი ფინანსური მდგომარეობა. თუ ეს პატარა ჩანთა არის გაცვეთილი და ჭუჭყიანი, აქვს გატეხილი შესაკრავი, მაშინ რაზეა საუბარი?არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება იქმნება ადამიანზე, რომელიც ჩანთიდან იღებს პასპორტს გაცვეთილი ჩასადებით. ამიტომ პასპორტის, ბარათების ჩასადები ყოველთვის მოწესრიგებული და ახალი უნდა გქონდეთ.და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ისეთ წვრილმანზე, როგორიცაა საფულე. ხშირად ადამიას ეზარება თავისი შეჩვეული საფულის შეცვლა. მაგრამ ლამაზი, ახალგაზრდა ქალბატონი თავისი მოდური ჩანთიდან გაცვეთილ საფულეს თუ ამოიღებს, არ იქნება ლამაზი.
თუ გსურთ თქვენი იმიჯი უნაკლო იყოს, მოგიწევთ ყურადღება მიაქციოთ ყველა წვრილმანს. ერთმა პატარა დეტალმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.