როგორც იცით, მთელმა ქვეყანამ იცის, თუ რა რთულია უბედური ქალის ცხოვრება. ეს აღწერილია წიგნებსა და ფილმებში. ზოგს ვუთანაგრძნობთ, ზოგი კი არ მოგვწონს. მაგრამ ვინ არის ის უარყოფითი პერსონაჟი, რომელიც ქალს ცხოვრებას უფუჭებს?
უბედური ქალი
ჟანა სოფელში პირველი ლამაზმანი იყო. ყველას ხიბლავდა მისი სქელი და მბზინავი თმა, ულამაზესი მწვანე თვალები, მოხდენილი სხეული, გრძელი ფეხები. მას სასახლეში უნდა ეცხოვრა და არა სოფელში. ასე ფიქრობდა ჟანას დედაც. ქალმა გოგონა საკმაოდ გვიან გააჩინა და როგორც ხდება ხოლმე, ჰიპერმზრუნველობით დატანჯა. თვლიდა, რომ ჟანა დედოფალი იყო და ყველას თაყვანი უნდა ეცა.თუმცა, გოგონას ეს არ სჭირდებოდა, რადგან პატარა ასაკიდანვე იცოდა თავის ფასი. ის საკმაოდ ეშმაკი და ცბიერი იყო. ვერ ვიტყვით, რომ დედა ზრდიდა ასეთს, მაგრამ მისი ცხოვრების პირობებს მიყავდა ამისკენ. ჟანა ქორწინების გარეშე დაიბადა და მამა არასდროს უნახავს. დედას სურდა, რომ ქალიშვილი მაინც გათხოვილიყო ღირსეულად და იქნებ ამ გზით მაინც მოშორებოდნენ სოფლის ჭაობს.
პრინცზე მონადირე – უდა ითქვას, რომ ჟანამ ამ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი. სოფელში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ გოგონას ისინი არ აინტერესებდა. გარშემო ყველას აოცებდა მისი სიმშვიდე და თავდაჯერებულობა.და აი, ერთ დღეს პრინცი შავი ჯიპით ესტუმრა სოფელს და მაშინვე შენიშნა სილამაზე ადგილობრივების მთელ ბრბოში. მამუკა ადგილობრივი სამშენებლო მაგნატის შვილი იყო. მამამისი აშენებდა სავაჭრო ცენტრებს, მაღაზიებს, რესტორნებს. ახლა კი გადაწყვიტა ჟანას სოფელშიც გაეხსნა რამე და სიტუაციის შესასწავლად თავისი შვილი გაუშვა. მამუკა ჭკვიანი ბიჭი იყო, მაგრამ ზედმეტად მგრძნობიარე და კეთილი. ჟანას არ გასჭირვებია მისი მოხიბვლა და მალე სერიოზული ურთიერთობა დაიწყეს.
ლამაზი ქორწილი – მამუკას მშობლებმა დიდი სიყვარულით მიიღეს ჯანა. მერე რა, რომ ღარიბი ოჯახიდან იყო. ცბიერმა და ანგარებიანმა გოგონამ კარგად მოირგო კეთილი და მოსიყვარულე ქალის ნიღაბი. მალე ახალგაზრდები დაქორწინდნენ და მდიდრული ქორწილიც გადაიხადეს.
ცბიერი გოგონა – ქორწინებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ დედამ შვილის ქცევაში უცნაური ცვლილებები შეამჩნია და აღმოაჩინა, რომ მას ქმრის ბიძაშვილთან ჰქონდა გაჩაღებული რომანი. ქალმა სცადა ჟანას გონზე მოყვანა: “როგორ ბედავ, როგორ კადრულობ ამას? ხვდები რით შეიძლება დასრულდეს ეს? ყველაფერს ერთ წუთში დაკარგავ, გთხოვ, შეწყვიტე!” დედამ ამ სიტყვებთან ერთად გონება დაკარგა და დაეცა. ჟანამ მაშინვე ხმაური ატეხა, გამოიძახა ექიმები და დედა კლინიკაში წაიყვანეს. იქ უთხრეს, რომ ინსულტი განვითარდა და მის გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდებოდა.
ყველა საიდუმლო…მამუკა ყველაფერს აკეთებდა სიდედრის გადასარჩენად და დასახმარებლად. ქალიც ძალიან ბედნიერი იყო, რომ ეს კეთილი ბიჭი ედგა გვერდით. მაგრამ…ერთ დღეს მამუკამ მოხუცი მოინახულა საავადმყოფოში და ექიმებმა ახარეს, რომ მეორე დღეს შეძლებდნენ მის სახლში გაწერას. ბიჭი სახლში წავიდა, რომ თბილი ტანსაცმელი წამოეღო, მაგრამ სახლში მხოლოდ ცარიელი კარადები და სამკაულის ყუთები დახვდა. საყვარელი ცოლი კი არსად ჩანდა. მაგიდაზე ჟანას წერილი იდო: “შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე უფრო მეტი მჭირდება ცხოვრებისგან. აღარ დავბრუნდები, მაპატიე. გთხოვ, დედაზე იზრუნე…”
უბედური ქალი – დედამ ძალიან განიცადა შვილის საქციელი, მამუკაც ძალიან დათრგუნული იყო, მისი მშობლები მრისხანებისგან გაცოფდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეძლოთ, რადგან არ სურდათ საზოგადოებას მათი ოჯახური პრობლემების შესახებ შეეტყო.შვილზე დარდმა ძალიან გატეხა დედა და ის უძლურ მოხუცად აქცია. სულ ოთახში იჯდა და გამუდმებით ლოცულობდა. მამუკა არაფერს აკლებდა და ძველებურად ზრუნავდა მასზე. რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭმა ახალი ცოლი მოიყვანა…
ცხოვრების ფინალი – მამუკა ბედნიერი იყო ახალ ოჯახში და მალე ტყუპებიც შეეძინა. მოხუცმა ერთ დღეს იგრძნო, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა და სთხოვა სასაუბროდ მისულიყო მასთან.”შენ დიდი გულის ადამიანი ხარ, შვილო. ღმერთს ყოველთვის შევთხოვ შენს კარგად ყოფნას და ჩემი ქალიშვილის მაგივრად ვითხოვ პატიებას. მადლობას გიხდი ყველაფრისთვის…” მოხუცმა თვალები დახუჭა…
სასაფლაოდან გამოსვლის დროს მამუკამ შენიშნა, თუ როგორ მორბოდა მისკენ გამხდარი, ჭუჭყიანი ქალი. მამუკამ და სოფლის მაცხოვრებლებმა ძლივს ამოიცნეს მასში მშვენიერი ჟანა. ფულის უსაზღვრო სიყვარულმა და ყველა ცოცხალი ადამიანის სიძულვილმა, სულთან ერთად მისი ღვთაებრივი სილამაზეც დაამახინჯა. “ვინ არის ეს უბედური ქალი?” – ჰკითხა მამუკას ცოლმა. “-არავინ” – უპასუხა გულგრილად მამუკამ და მანქანაში ჩაჯდა…