ჩაის სოკო ჩვენმა დედებმა და ბებიებმა მოამზადეს. მისგან ადრე აკეთებდნენ ბურახს, მაგრამ ამ პროდუქტის შემზარავი ვიზუალის გამო პურის ბურახს ვანიჭებ უპირატესობას. ჩაის სოკოსგან დამზადებულ სასმელს ბურახს უწოდებენ. ის კვლავ იძენს პოპულარულობას თავისი სასარგებლო თვისებების გამო. თუ როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ჩაის სოკო, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
ჩაის სოკო სახლის პირობებში
მზა ჩაის სოკოს ყიდვა არც ისე მარტივი საქმეა. ზოგადად, ის არის ბაქტერიებისა და საფუარის სიმბიოზი. მისგან მომზადებული სასმელი მოხსენიებულია ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 220 წელს ჩინურ წყაროებში. ის წმენდს და ენერგიით ავსებს ორგანიზმს. ევროპაში კი პროდუქტი მეოცე საუკუნეში გამოჩნდა.კომბუჩას, ანუ ჩაის სოკოს სასმელის მოსამზადებლად საჭიროა მისი კულტურა მოათავსოთ ჩაის და შაქრის ძლიერ ნაყენში და დაელოდოთ 5 დღე. ამ პერიოდში მოხდება დუღილის პროცესი და ნაყენი გაივსება ბუშტუკებით. მალე მიიღებთ ჯანსაღ გაზიან სასმელს.
რა უნდა ქნათ, თუ ვერ იშოვით ჩაის სოკის? მაშინ გაზარდეთ ის ნულიდან. ამისთვის დაგჭირდებათ ძმარი, ფოთლოვანი ჩაი, შაქარი, წყალი და დიდი კონტეინერი. მოყვარულები ხშირად ატარებენ ხოლმე ექსპერიმენტებს და ამზადებენ სოკოს შავი, წითელი ან მწვანე ჩაისგან.მაშ ასე, როგორ გავზარდოთ ჩაის სოკო ნულიდან:
ინგრედიენტები
- 3 ლ. წყალი
- 5 ს/კ შავი ჩაი
- 7 ს/კ შაქარი
- 2 ს/კ 9% ძმარი
მომზადების წესი
- მოამზადეთ სტერილური კონტეინერი, რომელშიც უნდა გაიზარდოს სოკო. მაგალითად, სამ ლიტრიანი ქილა კარგად გარეცხეთ სოდით ან გაასტერილეთ ნებისმიერი ხერხით. ჩაის სოკოს სტერილური სისუფთავე სჭირდება.
- ქილაში ჩაყარეთ 5 ს/კ მსხვილფოთლიანი შავი ჩაი დანამატებისა და არომატების გარეშე.
- ქილაში დაამატეთ შაქარი და 1 ლ მდუღარე წყალი, ძმარი. და დაელოდეთ. ძმარი მოქმედებს როგორც კონსერვანტი, რომელიც ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას. მის გარეშე ნაყენს გაუჩნდება ობი და არ ივარგებს.
- დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, როდესაც ნაყენი გაიხსნება, მოურიეთ კოვზით და გაწურეთ დოლბანდით ან წვრილი საწურით, ჩაასხით სამლიტრიან ქილაში.
- ჩაამატეთ ქილას 1,5-2 ლიტრი სუფთა, გაფილტრული წყალი და დააფარეთ თავზე რამდენიმე ფენად გაკეცილი დოლბანდის ნაჭერი.
- შეინახეთ თბილ ადგილას 7-10 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ სითხის ზედაპირზე დაიწყება თხელი აპკის ფორმირება. სწორედ ეს არის ჩაის სოკო. ნაყენის დალევა შეიძლება, როდესაც მასში ბუშტუკები გაჩნდება.
მზა ნაყენი მალევე უნდა მიირთვათ, რადგან ის დამჟავდება. ახალი სასმელის მოსამზადებლად და სოკოს გასაზრდელად დაუტოვეთ ცოტა სითხე, მოამზადეთ ზემოთ მოცემული რეცეპტის მიხედვით ახალი ნაყენი და მოათავსე სოკო ახალ ჩაიში.როდესაც სოკო უკვე ფორმირდება, კომბუჩას დამზადებას ნაკლები დრო დასჭირდება. ის ძალიან გავს გემოთი ბურახს, მაგრამ მისი მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა არომატით.
ჩაის სოკოს სასარგებლო თვისებები – ჩაის სოკო გამოიყენება მედიცინაში. დუღილის წყალობით სასმელში ჩნდება სასარგებლო ვიტამინები და ამინომჟავები, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინები. სასარგებლოა სახსრების ტკივილის დროს, მისგან ამზადებენ სახის ნიღბებს ლიფტინგის ეფექტით, ავიწროვებს ფორებს. მისი მიღება სასურველია ჭამის წინ, რადგა ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს.ეხლახანს ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ჩაის სოკოზე დაფუძნებული წყლის ფილტრი. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი ფილტრი უფრო ეფეტურია, ვიდრე ჩვეულებრივი, რომელიც ვერ აკავებს მცირე ნაწილაკებს. კვლევებმა აჩვენა, რომ კომბუჩას ფილტრი 40%-ით უკეთ ასუფთავებს წყალს, ვიდრე ჩვეულებრივი. ვინაიდან მას შეუძლია ძმარმჟავას წარმოქმნა და ანტიბაქტერიულია.
რჩევა რედაქციისგან: ჩაის სოკოს დამზადების პროცესში მნიშვნელოვანის ამისი მოვლა. თვეში ერთხელ გარეცხეთ სოკო სუფთა, გადადუღებული წყლით და მოაცალეთ ქვედა ფირფიტა. უკან ჩადებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ქვედა ნაწილი ქვემოთ მოექცეს – ის უფრო მუქი ფერის არის. ხოლო კომბუჩას მომზადებისას მიქციეთ ყურადღება, რომ სითხის დამატების დროს სოკო არ გადაბრუნდეს.
თქვენ გსმენიათ ჩაის სოკოს შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში