მდივანი ბავშვთან ერთად მივიდა კაბინეტში, უფროსმა კი დაუყვირა და გააგდო.

0
986

ერთხელ ოფისში კურიოზული ინციდენტი მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა უფროსისა და მისი ქვეშევრდომების ურთიერთობაზე. ელენეს კარგად ახსოვდა ის დღე: ორშაბათი, ყოველკვირეული თათბირი, ჩვეული დისკომფორტი ზურგის არეში, თუმცა მოხდა უჩვეულო რამ. ერთ-ერთმა თანამშრომელმა თან ბავშვი მოიყვანა და უფროსის რეაქციამ მთელი გუნდი შეაშფოთა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

შემთხვევა ოფისში

თანამშრომელი და ბავშვი – ელენეს ძალიან გაუკვირდა ქრისტინეს დანახვა ბავშვის ჩასასმელით. თავიდან ეგონა, რომ ცარიელი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქალს ისე ფრთხილად მოქონდა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო.ცოტა ხანში მასთან თანამშრომლები მივიდნენ და დაინახეს მძინარე პატარა. შემდეგ ელენემაც გადაწყვიტა მოენახულებინა სტუმარი. ყველა ხვდებოდა, რომ ახალგაზრდა თანამშრომელი ამ ბავშვის დედა ვერ იქნებოდა. ის არავის დაუნახავს რომ ფეხმძიმედ იყო და არასდროს გასულა დეკრეტულ შვებულებაში.

  • – რა ქვია?
  • -არ ვიცი – გაიღიმა ქრისტინემ – მე მგონი ბიჭი უნდა იყოს.
  • -ეგ როგორ? – გაოცებულმა ჰკითხა ელენემ – შენი ახლობლის არ არის?
  • -არა, უბრალოდ მთხოვეს მიმეხედა სადილამდე. მშობლებმა მითხრეს, რომ ორ საათში მოაკითხავდნენ.
  • -გასაგებია, გავალ, საქმეს მივხედავ.ელენე თავის სამუშაოს დაუბრუნდა. ამ დროს კი გაიღო დირექტორის კაბინეტის კარი და თავად ბატონი ნიკოლოზი გამოვიდა.
  • -ეს რა არის? – მივარდა ბატონი ნიკოლოზი ქრისტინეს მაგიდასთან. აქ საბავშვო ბაღი ხომ არ გგონია?
  • მამაკაცის უხეშ ხმაზე ბავშვს გაეღვიძა და ტირილი დაიწყო.
  • -ვისია ეს ბავშვი?
  • -ჩემი მეგობრის არის, ბატონო ნიკოლოზ – უპასუხა ქრისტინემ – ვერავის დაუტოვა ბავშვი, ამიტომ დახმარება მთხოვა. თქვენ არ ინერვიულოთ, ის მალე წაიყვანს ორ საათში.
  • -რა თავხედობაა! აქ ბავშვების ადგილი არ არის, მითუმეტეს, მისი ტირილი მუშაობაში ხელს გვიშლის!
  • -მაპატიეთ, მაგრამ სანამ მოხვიდოდით, მშვიდად ეძინა – უპასუხ ქრისტინემ და თან ცდილობდა პატარა დაემშვიდებინა.თანამშრომლები სუნთქვაშეკრული უყურებდნენ ამ ამბავს, მაგრამ არავინ ჩარეულა, თვით ელენეც კი.
  • -მე ვთქვი, რომ ოფისში ბავშვების ადგილი არ არის! – უკვე ყვირილზე გადავიდა ბატონი ნიკოლოზი – ახლავე მიბრძანდი აქედან!

ასეთ ყვირილზე ბავშვი უფრო შეშინდა და ტირილს მოუმატა. თავად ქრისტინეც შეცბა, უხმოდ აიღო ბავშვის ნივთები და კაბინეტიდან გავარდა. ოფისის თანამშრომლებმა ვერაფერი თქვეს, არავის სურდა მკაცრ უფროსთან კონფლიქტი.

შემთხვევა ოფისში – ქრისტინე აღარ დაბრუნებულა. ელენე ძალიან დარდობდა მეგობარზე. რა უნდა ექნა? ასეთია ცხოვრება, მაგრამ მაინც ძალიან რცხვენოდა, რომ თანამშრომლის დასაცავად არაფერი გააკეთა. ისიც კარგად იცოდა, რომ მის ჩარევას შეიძლებოდა კიდევ უფრო გაემწვავებინა სიტუაცია.მალე ოფისში მოვიდა ბატონი რეზო, ფირმის უფროსი. ის მიესალმა ხელქვეითებს და ნიკოლოზის კაბინეტში შევიდა. ამ დროს ოფისში შემოვიდნენ ქრისტინე და ბავშვის დედა თავისი პატარათი. ნიკოლოზი და ბატონი რეზო კაბინეტიდან გამოვიდნენ.

  • -და კიდევ რა – უთხრა ბატონმა რეზომ – თუ ჩემი მეუღლე კიდევ სთხოვს რომელიმე თანამშრომელს ბავშვის დატოვებას, გარეთ აღარ გააგდო!
  • -მე… მე არ ვიცოდი… ქრისტინემ არ მითხრა…
  • -მოერიდა გოგონას ამის თქმა, მერე რა? ჩვენ გვიყვარს ბავშვები და ვეხმარებით დედებს მათ აღზრდაში, ხომ მიხვდით? ნიკოლოზმა ნერვიულად დაუქნია თავის და ქრისტინეს მოუბოდიშა.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – რაც არ უნდა მოხდეს ოფისში ან მის გარეთ, ყოველთვის ადამიანად უნდა დარჩე. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ თითოეულ სიტყვას თავისი შედეგი მოჰყვება. ზოგჯერ კი სრულიად მოულოდნელი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.