მამაკაცი დაჰპირდა, რომ ერთ კვირაში დაბრუნდებოდა, მაგრამ მთელი 20 წელი გაუჩინარდა.

618

არსებობს პიროვნების სხვადასხვა ტიპები და იმის გამოცნობა, როგორი მამაკაცი ტოვებს ოჯახს და როგორი არა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი. არ არის სირცხვილი, რომ შეცდომა დაუშვით და არასწორ ადამიანს ენდეთ, მაგრამ მტკივნეული ნამდვილად არის.ირინამ საკუთარ თავზე გამოსცადა როგორია თავი იგრძნო მიტოვებულად და დავიწყებულად. მისი საყვარელი მამაკაცი უბრალოდ წავიდა და მთელი 20 წელი აღარ გამოჩნდა. თუმცა, ერთმა სატელეფონო ზარმა ყველაფერი შეცვალა.

როგორი მამაკაცები მიდიან ხოლმე

მოულოდნელი ზარი – ირინა კარგა ხანია ფიქრობდა მოეშორებინა ხაზის ტელეფონი. მას ხომ აღარავინ იყენებს. ახლა უკვე კომუნიკაციის მთავარი წყარო მობილური ტელეფონებია. ირინას ის შვილმა აჩუქა.ქალი ძალიან ამაყობდა თავისი ოჯახით. მიუხედავად იმისა, რომ შვილები იშვიათად სტუმრობდნენ. მას კარგად ესმოდა თანამედროვე სამყაროს დატვირთული რეჟიმი და არ სწყინდა. მთავარია ხშირად ურეკავდნენ და კითხულობდნენ მის ამბავს.უეცრად მოულოდნელობისგან შეკრთა. მას აღარც ახსოვდა როგორი ზარი ჰქონდა სახლის ტელეფონს. ეგონა მორიგი სარეკლამო აგენტი რეკავდა, მაგრამ ყურმილში მამაკაცის ხმა გაისმა:

  • -გამარჯობა, ირინა, შენ ხარ?
  • -კოტე? კიდევ კარგი სკამი იყო ახლოს, ირინას მუხლები მოეკვეთა. “ნუთუ ის არის, 20 წლის შემდეგ?” ქალი ამ დღეს მრავალი წელი ელოდა.

წარსულის მოვლენები – ირინა და კოსტანტინე ერთმანეთს ბოლო კურსზე შეხვდნენ. ეს იყო პირველი სიყვარულის განუმეორებელი გრძნობა. მალე დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ხელის თხოვნის მაგივრად კონსტანტინემ უთხრა, რომ მშობლებთან ერთად სხვა რეგიონში უწევდა გადასვლა. მალე აუცილებლად დაბრუნდებოდა და შორი მანძილი შეყვარებულებს ვერ დააშორებდა.გავიდა ერთი კვირა, შემდეგ მეორე. კოტე არ გამოჩენილა, არც წერილი მოუწერია, არც დაურეკავს. ირინამ მისამართი არ იცოდა, ამიტომ დაკავშირებას ვერანაირად ვერ შეძლებდა.მტანჯველი კვირები გადაიქცა თვეებად, შემდეგ წლებად. ირინამ სწავლა დაასრულა, დაიწყო მუშაობა, შემდეგ ერთ კარგ მამაკაცზე გათხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახური ცხოვრება იდეალური იყო, კონსტანტინე სულ ახსოვდა.

კონსტანტინეს მონათხრობი

  • -რა გინდა? რატომ გამოჩნდი ეხლა?
  • -უფლება მომეცი გნახო, უნდა აგიხსნა…
  • -კარგი…საღამოს ის უკვე ირინასთან იყო. დაღლილი ჩანდა, კარგად ჩაცმული და მოწესრიგებული იყო.
  • -ქმარი სად არის?
  • -უკეთეს სამყაროში
  • -ვიზიარებ, მეც ქვრივი ვარ.
  • -პატიება უნდა გთხოვო, დამნაშავე ვარ შენს წინაშე. ჩემი ამბავი ძალიან ბანალურია. როდესაც გადავედით, მშობლებმა ერთი გოგო გამაცნეს. ის მდიდარი ოჯახიდან იყო, მამის მეგობრის ქალიშვილი. ის იმდენად ლამაზი იყო, რომ ყველაფერი დამავიწყდა.ირინა უსმენდა თავის პირველ სიყვარულს და ზიზღის და შეცოდების მეტს აღარაფერს გრძნობდა.
  • -რა არ ვიფიქრე… მეგონა რაღაც მოგივიდა, თავი დაარტყი და მეხსიერება დაკარგე, ან დაიღუპე. შენ კი ჩვეულებრივი ლაჩარი ყოფილხარ. ეხლა კი რამ გაიძულა აქ მოსვლა?
  • -სინდისმა… ბოლო პერიოდში სულ ჩემს შეცდომებზე ვფიქრობდი, რომელიც ბევრი დავუშვი. იმედი მაქვს, მაპატიებ.

ირინამ ხმამაღლა ამოიოხრა. ეხლა უკვე ზუსტად იცოდა, რომ კარგი იყო ასეთ ადამიანს რომ არ დაუკავშირა ბედი, გაუმართლა, რომ არ დაბრუნდა. ყავით გაუმასპინძლდა და კარებამდე მიაცილა. სურდა, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.

რას გვასწავლის ეს ამბავი – არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როდის მოატყუა. მთავრია, დროულად გათავისუფლდეთ წყენისგან, რათა მომავალ ცხოვრებაში არ შეგიშალოთ ამან ხელი. მნიშვნელოვანი ის მამაკაცი კი არ არის, ვინც მიგატოვათ, არამედ ის, ვინც რჩება თქვენს ცხოვრებაში. ირინა გვიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს