გადავწყვიტე საბოლოოდ უარი მეთქვა ყავაზე, მაგრამ რითი შევცვალო არ ვიცი

322

ბევრი ადამიანი იმდენად არის მიჩვეული დილით ყავის დალევას, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენიათ. ხოლო თუ რაიმე მიზეზით მასზე უარის თქმის აუცილებლობა გაჩნდება, პრობლემა ხდება. ჩნდება კითხვა: რით შევცვალოთ ყავა, რომ გადაჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს.

რით შევცვალოთ ყავა

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ყავის მოხმარებას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ამიტომ ექსპერტებს შორის დისკუსიები დღემდე გრძელდება და არ არსებობს ზუსტი პასუხი: ღირს თუ არა მასზე მთლიანად ვთქვათ უარი, თუ გამოვიყენოთ გარკვეული რაოდენობით, რადგან სასარგებლოა.

ყავაზე უარის თქმის დადებითი მხარე

  1. ყავაზე უარის თქმის შემდეგ ადამიანი უკეთ დაიძინებს. კოფეინის გამამხნევებელი ეფექტი ღრმა ძილში ხელს უშლის. ეს განსაკუთრებით გამოხატულია მაშინ, როდესაც ადამიანი 2-3 ან მეტ ფინჯან ყავას სვამს.
  2. ნორმალიზდება ემოციური მდგომარეობა. ნერვული სისტემის “რხევის” გარეშე ადამიანი უფრო მშვიდი ხდება. თუ ყავაზე დამოკიდებულება ძლიერია, მაშინ თავიდან საპირისპირო ეფექტი იქნება.
  3. გექნებათ მეტი ენერგია. ყავა აძლიერებს მხოლოდ მცირე ხნით და იყენებს სხეულის ფარულ რესურსს. თუ ყავას რეგულარულად სვამთ, რესურსი ამოიწურება და დაღლილობა თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება.
  4. უმჯობესდება იმუნიტეტი, რადგან წყდება ფარისებრ ჯირკვალზე ყავის უარყოფითი ზემოქმედება. მასზე დიდ ხნით უარის თქმა აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას დ ხელს უწყობს გახდომას. ასევე უმჯობესდება კბილების ფერი.

ყავაზე უარის თქმის უარყოფითი მხარეები

  • ყავაზე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თუ ადამიანი შეჩვეულია მის ხშირად მიღებას. ეს ხდება ადრენალინისა და დოფამინის ნაკლებობის გამო. ამიტომ უმჯობესია მასზე უარი ეტაპობრივად ვთქვათ.
  • პირველ დღეებში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. მოიმატებს დაღლილობა და გაფანტულობა. მოგინდებათ სასწრაფოდ გაიქცეთ უახლოეს მაღაზიაში და შეუკვეთოთ ერთი ჭიქა ცხელი სასმელი. არ დანებდე!

რით ჩავანაცვლოთ ყავა

  • ყავას ხშირად ანაცვლებენ ვარდკაჭაჭათი. ეს სასმელი ძალიან გემრიელია, მისი დალევა შესაძლებელია რძით ან ნაღებით. ყავის მსგავსად ვარდკაჭაჭასაც შეუძლია ენერგიის მომატება, მაგრამ ეს ხდება არა კოფეინის, არამედ B ვიტამინის ხარჯზე.
  • კაკაო შეიცავს კოფეინს მინიმალური რაოდენობით, მაგრამ მისი მთავარი სარგებელი მაგნიუმის, თუთიის, რკინის, კალციუმის და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობაა. ამიტომ ის დაგეხმარებათ ყავაზე უარის თქმაში.
  • მწვანე ჩაიც შეიცავს კოფეინს. ის შესანიშნავი შემცვლელი იქნება მათთვის, ვისაც ყავის დავიწყება და სხეულის გაწმენდა სურს. ასევე ძალიან კარგია ჯაჯაფილის ჩაი, რომელიც სავსეა ვიტამინებით.
  • ახალგამოწურული ციტრუსის წვენი ყავაზე მეტად მატებს ენერგიას. პრობლემა ის არის, რომ ეს სასმელი ყველასთვის არ გამოდგება. მათ, ვისაც აწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ფორთოხლის ან გრეიფუტის ახალგამოწურული წვენი არ გამოადგება.

თქვენ რითი გსურთ ყავის ჩანაცვლება? რომელი სასმელი უფრო მოგწონთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს