უკანა ეზოში თამაშისას, ბავშვებმა ჩაფლული მანქანა იპოვეს. მალე მათთან პოლიციელები მივიდნენ

1813

ორ ძმას, რომლებიც 1978 წლისთვის ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, უახლეს “ფერარიზე” მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ: ბავშვებს ესმოდათ, რომ მათი მშობლები მდიდრები არ იყვნენ.

წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდნენ პატარები, როცა საკუთარი სახლისუკანა ეზოში თამაშის დროს მიწაში თავიანთი ოცნების მანქანა აღმოაჩინეს! პოლიციელებმა, რომლებიც ადგილზე ბავშვების მშობლებმა გამოიძახეს, აღიარებდნენ, რომ ასეთი სურათი არასდროს ენახათ.

სამართალდამცავების დახმარებით, ავტომობილი სწრაფად ამოთხარეს. აღმოჩნდა, რომ მიწის ქვეშ ჩაფლული იყო Ferrari Dino 246 GTS, 1974 წლის გამოშვების. ოჯახი ამ სახლში ახალგადმოსული იყო და ამ საგანძურის შესახებ არაფერი იცოდა.

მანქანა ფრთხილად ჩაუყვანიათ ძველ აუზში. ადამიანები, რომლებმაც ავტომობილი ჩაფლეს, მისთვის დაბრუნებას ნამდვილად გეგმავდნენ, რადგან “ფერარის” კორპუსი გულმოდგინეთ იყო შემოხვეული ქსოვილით. უცნობებმა იმაზე იზრუნეს, რომ მანქანაში მიწა არ მოხვედრილიყო/.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილი კანონიერ მეპატრონეებს მოჰპარეს. თვითონ ქურდები, როგორც ჩანს, მანამდე დაიჭირეს, სანამ ავტომობილის გამოყენებას შეძლებდნენ. დამნაშავეებმა მხოლოდ მანქანის დამალვა მოასწრეს.

თუმცა, ამ ავტომობილის ისტორია აქ არ სრულდება. დღეს იგი ჯუზეპე კაპალონგს, ავტომექანიკოსსა და ძველი “ფერარიების” მოყვარულს ეკუთვნის. მანქანის უჩვეულო ისტორიის გაგებისას, მამაკაცმა იგი სრულად აღადგინა და სპეციალური სანომრე ნიშანიც კი დაუმზადა იმის სახსოვრად, რაც ამ ავტომობილს გადახდა.

*სანომრე ნიშანზე წერია Dug Up – ამოთხრილი.

-“მე ყოველთვის მომწონდა ამ სერიის მანქანები.”– გვიყვება ჯუზეპე თავისი შთაბეჭდილებების შესახებ, -“ისინი სწრაფი და ძალიან მანევრულია. რა თქმა უნდა, “ფერარი” ვერ შეძლებს საათში 200 მილის გავლას, თუმცა ასეთი ლამაზმანისგან ამას არც მოვითხოვ.”

ახლა ჯუზეპესი სხვა ავტომობილისტებსაც შურთ. მამაკაცი ნამდვილად ბოლომდე დაიხარჯა, რომ თავისი “რკინის ცხენი” აღედგინა! ხოლო მათთვის, ვინც ამ ისტორიით დაინტერესდა, არსებობს ვიდეო, რომელშიც ყველაფერს დაწვრილებით ყვებიან [ინგლისურად].

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს