მას შემდეგ, რაც ქმარი საყვარელთან წავიდა, ქეთიმ თავისი ცხოვრება შვილს მიუძღვნა, რას იფიქრებდა, რომ 10 წლის შემდეგ შვილისგან ძალიან მწარე სიტყვებს გაიგონებდა.

0
1021

ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის რთულია. ერთი მხრივ, ბავშვი არაფრით არის დავალებული მშობლისგან, მეორე მხრივ, ზოგიერთი შვილი იმდენად კეთილი და მოსიყვარულეა, რომ შეიძლება მთელი თავისუფალი დრო დედას დაუთმოს.

შვებულება დედის მოსავლელად

ნატას ძალიან აწუხებდა დედის მდგომარეობა. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის სულში. მათი ოჯახის ისტორია რთული იყო და მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულმა პერიოდმა დიდი ხანია ჩაიარა, დედას მაინც ახსენებდა ხოლმე თავს. მამა ოჯახიდან წავიდა როდესაც გოგონა 9 წლის იყო.ამ ამბავმა შეძრა ქეთევანი. ის მთლიანად ქალიშვილზე გადაერთო, რათა როგორმე შეემსუბუქებინა ტკივილი და სასოწარკვეთა. ძალიან უყვარდა ქმარი და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ვერც კი წარმოიდგენდა მის ღალატს.როდესაც ქეთიმ გაიგო, რომ მალე ქალიშვილი შეეძინებოდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო და წარმოუდგენელი იყო მისთვის ამ ბედნიერების დანგრევა. ბავშვის დაბადების შემდეგ სიხარულისგან გარშემო ვერაფერს ამჩნევდა და მთელს ყურადღებას შვილს უთმობდა.სამწუხაროდ, ქმარი საერთოდ ვეღარ გრძნობდა სითბოს ცოლისგან. ხანდახან სძულდა კიდეც ქალიშვილი, რომელმაც ცოლი წაართვა. ასე ემართებათ ხოლმე ახალგაზრდა ოჯახებს, რომლების არ არიან მზად ბავშვისთვის მოსავლელად. ცოლს ერთი სული აქვს პატარა გააჩინოს, ქმარს კი ეშინია პასუხისმგებლობის აღების.

დედა, რომელიც ვერ იხსნიდა ვარდისფერ სათვალეებს – როდესაც ქალიშვილი 9 წლის გახდა, მამა სახლიდან წავიდა. ვეღარ გაუძლო ცხოვრების ასეთ წესს. სურდა გვერდით ყოლოდა მოსიყვარულე ცოლი და არა დედა, რომელიც ჩაფრენილია თავის ქალიშვილზე. ქეთი გვიან მიხვდა, რომ განქორწინების მიზეზი სხვაა ქალი კი არა, თავად იყო.მაგრამ უარი თქვა სიმართლის მიღებაზე. მთელი გულით შეიძულა ყოფილი ქმარი და კიდევ უფრო ჩაეფლო დედობრივ მოვალეობაში. გავიდა წლები და დედამ მთელი დაგროვილი გამოუხატავი წყენა ქმრის მიმართ ნატაზე გადაიტანა.ქეთი ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ნატა ზრდასრული გოგო იყო და საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონოდა. სულ უკმაყოფილო იყო და ყველას უყვებოდა, თუ როგორი ცუდი შვილი ჰყავდა.

არადა ნატა არაერთხელ გაეთავისუფლა სამსახურიდან, რომ დედისთვის მიეხედა, იშვიათად ხვდებოდა მეგობრებს, რადგან არ ეცალა გასართობად. მაგრამ ქეთისთვის ეს ცოტა იყო და არასდროს გამოხატავდა მადლიერებას. ერთხელ ნატამ ვეღარ მოითმინა და დედას რამდენიმე მწარე სიტყვა მიახალა:”მე არ მითხოვია გაგეჩინე! შენ და მამაჩემს ისედაც გქონდათ პრობლემები და მე გინდა დამაბრალო? ეგოისტი დედა ხარ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ეხლა მესმის რატომ გაიქცა მამა!”

რას გვასწავლის ეს ამბავი – რა თქმა უნდა, ნატას არ უნდოდა დედის წყენინება, მაგრამ ძალიან გამოფიტული და გადაღლილი იყო. ამ ინციდენტის შემდეგ უფრო და უფრო დაშორდა დედას და ცდილობდა გაემიჯნა მისგან თავისი ცხოვრება.სამწუხაროდ, ოჯახური ურთიერთობები სავსეა დრამატული შემთხვევებით და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. იდეალურია, როცა მშობლები შვილს მაშინ აჩენენ, როდესაც ნამდვილად მზად არიან ამისთვის. თუმცა, ჩვენი სამყარო შორს არის იდეალურისგან და ადამიანები ბევრ შეცდომას უშვებენ. თქვე რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.