ორი წლის წინ ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა და ეხლაც უმუშევარია, დავიღალე მისი ზიდვით.

367

“ჩემს ქმარს არ სურს მუშაობა, არ ვიცი რა გავაკეთო!”- დახმარებას ითხოვს ჩვენი მკითხველი ნატალია. ქმარს დიდი ხნის წინ დაშორდებოდა, მაგრამ მარტოობის ეშინია. ქალი ახლა 33 წლისაა და ყველა საშინაო საქმე და ხარჯი მის სუსტ მხრებს დააწვა. რატომ არ ეძებს მისი ქმარი სამუშაოს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

ქმარს არ სურს მუშაობა

“ადრე ჩემს ქმარს კარგი თანამდებობა ეკავა ერთ-ერთ კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ კარგი თანამშრომელი იყო, პანდემიის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. პირველ ხანებში დასვენება სჭირდებოდა, მეც ყველანაირად ხელს ვუწყობდი, რომ სტრესიდან გამოსულიყო.თუმცა, გავიდა წლები და სიტუაცია არ შეცვლილა. უკვე ორი წელია უმუშევარი ზის. ხანდახან გადის ხოლმე დღიურ სამუშაოზე, ისიც მხოლოდ თავისთვის თუ იყიდის რამეს, ოჯახზე საერთოდ არ ფიქრობს. მე კი ძალიან დავიღალე ამდენი მოვალეობებით.კომუნალურები, საკვები და საყოფაცხოვრებო ხარჯები სულ ჩემს კისერზეა. ქმარს კი თავი ისე უჭირავს, თითქოს ვერაფერს ამჩნევს. ვცადე დავლაპარაკებოდი, დამერწმუნებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ქმარი ყველა საქმეს “ხვალისთვის” დებს და 18 წლის მოზარდივით იქცევა. ცოლად გავყევი პასუხისმგებლობიან და სანდო მამაკაცს. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი. ახლა კი მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობა შემიძლია.ქმრის მშობლებმა მირჩიეს, რომ მას რთული პერიოდი აქვს და უბრალოდ უნდა დაველოდო. რთული პერიოდი კი აშკარად მე მაქვს. ქმარი მთელი დღე დივანზე წევს და კრეკერებს აკნატუნებს. ამბობენ, რომ ცოლები შთააგონებენ ქმრებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს არ მუშაობს.ერთი მხრივ, კარგია, რომ ბავშვები არ გვყავს, რა მაგალითი უნდა მიეცა შვილისთვის? დედა მირჩევს, რომ ასეთი მამაკაცისგან შორს უნდა დაიჭირო თავი. მე კი მეშინია მარტოობის. თან ქმარი არ არის ცუდი ადამიანი იმედი მაქვს, გამოსწორდება მდგომარეობა.არ ვიცი რა გავაკეთო, ჩემი ოცნებაა მყავდეს შვილი და მთელი ცხოვრება მას მივუძღვნა. ამის მაგივრად კი დილიდან დაღამებამდე სამსახურში ვარ და ოჯახს ვარჩენ.

რჩევა რედაქციისგან: შეიძლება იცხოვრო ადამიანთან მრავალი წლის განმავლობაში და არ იცოდეთ ზუსტად ვინ არის ის. თუმცა, ადამიანები უკეთესობის მაგივრად, უარესობისკენ იცვლებიან. რამ გამოიწვია ნატალიას ქმრის აპათიური ცხოვრების სტლი, ვერ ვიტყვით, თუმცა ქალს აქვს ამის გარკვევის და გამოსწორების შანსი.უმჯობესია, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართონ. შესაძლოა, სამსახურის დაკარგვის შემდეგ ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავის რწმენა და წარმატების იმედი.

თქვენ როგორ ფიქრობთ? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს