მოხუცი დედა რომ საავადმყოფოში მოხვდა, შვილები სასწრაფოდ მემკვიდრეობის გასანაწილებლად გაიქცნენ, მაგრამ მათ სიურპრიზი ელოდათ.

1839

მშობლების მემკვიდრეობამ შვილები შეიძლება ორ დაპირისპირებულ ბანაკად აქციოს. ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები ხდებიან. ზოგი მეტ ქონებას იღებს და ენთუზიაზმით აღნიშნავს გამარჯვებას, ზოგიც არაფრის გარეშე რჩება სამუდამოდ კარგავს ახლობლებს.

მშობლების მემკვიდრეობა

ქალბატონი გალინა დიდი ხნის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა ერთ პატარა სოფელში. მის განკარგულებაში იყო ორსართულიანი სახლი და ფართო ეზო. ჰყავდა დამხმარეები, რომლებიც წესრიგს იცავდნენ მთელს ტერიტორიაზე, მაგრამ შვილები და ნათესავები ახლოს არ იყვნენ. ქმარი 10 წლის წინ გარდაიცვალა დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ.წყვილს სამი შვილი ჰყავდა, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დაშორდნენ დედას. ეგონათ, რომ მამის ქონება მაშინვე მათ ხელში მოხვდებოდა, მაგრამ მშობლებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. ოჯახის უფროსი ფერმერი იყო და მოახერხა კარგი სიმდიდრის გამომუშავება. ქონდა დიდი მიწები, ტექნიკა და საკუთარი სასოფლო-სამეურნეო კომპანია. სიკვდილის შემდეგ კი ქონებას დახარბებულ შვილებს სიურპრიზი მოუმზადა.

ახალი მმართველი – იურიმ სიკვდილის შემდეგ თავისი კომპანიის მმართველობის უფლება ცოლს გადასცა, რადგან იცოდა, შვილები მთელს ქონებას გაფლანგავდნენ მოგზაურობაში, ძვირფას მანქანებსა და რესტორნებში.უფროსი შვილი არ ჩქარობდა სამსახურის შოვნას, რადგან მშობლები ეხმარებოდნენ, შუათანა შვილი ცდილობდა საკუთარი სტარტაპების ორგანიზებას, მაგრამ მისი ყოველი წამოწყება კრახით მთავრდებოდა. უმცროსი ქალიშვილი კი არც ფიქრობდა რამის კეთებას. ის მეგობრებთან ერთად დროსტარებაში კარგავდა დროს და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა. მამას ძალიან უყვარდა შვილები, მაგრამ როდესაც ავად გახდა, მიხვდა, რომ მის საქმეს ვერ გაუძღვებოდნენ და მთელს ქონებას გაანიავებდნენ.

ბიზნესის მართვის სადავეები გალინამ აიღო ხელში და ცდილობდა არ ქონოდა რეაგირება შვილების ზეწოლაზე, რათა ქონება მათთვის გადაეცა. ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენა უფროსი შვილის სიტყვებმა: “ნეტა მალე მოკვდეს!…” გალინა და იური გვიან გახდნენ მშობლები და ყველაფერი გააკეთეს შვილების ბედნიერებისთვის. დედა ძალიან წუხდა მათი ქცევის გამო.

მოულოდნელი სიახლე – თავისი დიაგნოზის შესახებ გალინამ ექიმთა ვიზიტის შემდეგ გაიგო. გულის სიღრმეში უხაროდა, რომ მალე თავის საყვარელ ქმართან იქნებოდა. ის ძალიან ავად იყო, შვილები კი მტრებივით ექცეოდნენ.გალინამ ნუგეში თავის დამხმარეებთან ქმრის საქმეში ნახა. სასოფლოი-სამეურნეო კომპანიას სანდო მამაკაცი მართავდა, მაგრამ ქალმა დაიქირავა ორი დამხმარე ქალი და ქალაქიდან სოფელში გადავიდა. ყავდა მდივანი ლალი, რომელიც ყველა საქმეს იდეალურად ასრულებდა და თუ საქმე აღარ ქონდა, ჩაით უმასპინძლდებოდა მოხუცს. გოგონა უბრალო ოჯახში გაიზარდა და იყო ძალიან კეთილი და მოსიყვარულე.მამაკაცის საქმეს გელა აკეთებდა. ის უვლიდა სახლის მიმდებარე ნაკვეთს, უვლიდა ბაღს, არემონტებდა, აშენებდა. ბიჭი ობოლი იყო და მიჩვეული იყო შრომას. გალინა ძალიან აფასებდა ყველას და ეხმარებოდა რითიც შეეძლო, შვილებივით შეიყვარა ისინი.

ვის დარჩება მემკვიდრეობა მშობლების გარდაცვალების შემდეგ – როდესაც გალინა ძალიან ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ლალიმ მაშინვე აცნობა შვილებს ამის შესახებ. მოუყვა ყველაფერი მისი მძიმე დიაგნოზის შესახებ. შვილებმა მალე გამოჯანმრთელება უსურვეს და სულ ეს იყო…შვილების მაგივრად მოხუცის გვერდით მისი თანაშემწეები იყვნენ. მათ დედასავით შეიყვარეს ეს კეთილი ქალი და ძალიან წყდებოდათ გული, რომ მალე მასთან დამშვიდობება მოუწევდათ. მალე გალინასთან მივიდა ნოტარიუსი და ფირმის ხელმძღვანელი, დიდხანს ითათბირეს და საღამოს წავიდნენ.

მალე გალინას სიცოცხლე პატარა სანთელივით ჩაქრა. ლალი და გელა პატარა ბავშვებივით ტიროდნენ. მათვე გააკეთეს დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზება. შვილებიც მოვიდნენ, მათი გლოვა ხელოვნური იყო და მხოლოდ მემკვიდრეობით იყვნენ დაინტერესებულები.ნოტარიუსმა მონოტონურად დაიწყო ანდერძის კითხვა. უფროსმა ვაჟმა მიიღო საერთო სახლის და ფულის ნაწილი. შუათანა შვილმა მიიღო სახლი, სადაც გალინა ცხოვრობდა ბოლო წლებში და ასევე, ფულის ნაწილი. ქალიშვილს ძვირფასი მანქანა და ფული ერგო. და ბიზნესი და დანარჩენი ქონება?

ჭკვიანური გადაწყვეტილება – გალინა დიდხანს ფიქრობდა როგორ გადაენაწილებინა თავისი დაგროვილი ქონება. ღამით სიზმარში იური ნახა. “არ ვიცი რა გავაკეთო, ჩვენი შვილები ცუდად იქცევიან…” “-შენ გყავს უკვე ჭვიანი შვილები – ორივეს ძალიან უყვარხარ. დაუტოვე ყველაფერი მათ, თან ხომ არ წამოიღებ?” გამოფხიზლებულმა გალინამ უკვე იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ამის შემდეგ ნოტარიუსს დაურეკა და…ლალი და გელა ვერ იჯერებდნენ, რომ მოხუცმა თანაბრად გაუყო სასოფლო-სამეურეო კომპანია მათ. გალინამ იცოდა, რომ გელას შრომისმოყვარე ხელში და ლალის ჭკუა-გონებით მათი ბიზნესი მრავალი წლის განმავლობაში იარსებებდა და განვითარდებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს