ქალებს რატომ უნდათ გამოიყურებოდნენ ძვირფასად და როგორ მიაღწიონ ამას მარტივი დეტალების დახმარებით.

0
265

საინტერესოა, რომ როდესაც ქალს ძვირადღირებული კაბა და დახვეწილი სამკაულები უკეთია, თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა უზრუნველყოფილი ქალის თვისებაა. ყველა ისწრაფვის ფუფუნებისკენ და სურს მიმზიდველი იყოს. სინამდვილეში კი ის, რაც ბევრს ჰგონია მდიდარი ქალის დამახასიათებელ თვისებად, სულაც არ ალამაზებს ყველას. მოდის ტენდენციების დევნაში ქალი კარგავს ინდივიდუალურობას და ხშირად სასაცილოდ გამოიყურება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.

მდიდარი ქალი

  • მინიმალიზმი – ზომიერება ყველაფერში: მსუბუქი მაკიაჟი, ნაკლები კაშკაშა აქსესუარები. ყურადღებას იქცევს თავდაჯერებული სიარულის მანერა, მშვიდი სუბარი, გამართული დგომა. ასეთი ქალებისთვის მოდური ტრენდები ფულის ტყუილო ხარჯვაა. მას შეუძლია იყიდოს კარგი ბრენდის კაბა და აქსესუარი, მაგრამ არ იყიდის იაფიან ასლს.მინიმალიზმი – ეს დახვეწილი გემოვნების ნიშანია. ნეიტრალური ფერები, მოკრძალებული სტილი, დახვეწილი სამკაული და წყვილი ფეხსაცმელი ლიმიტირებული კოლექციიდან.
  • ხარისხი – რატომ აქვთ მდიდარ ადამიანებს ყველაფერი ასე ლამაზად დალაგებული თაროებზე და გასახდელი ოთახი გამჭვირვალე კარებით და განათებით ლამაზ ვიტრინას რატომ ჰგავს? ეს იმიტომ, რომ აქ არ არის ზედმეტი ტანსაცმელი. თავმოყვარე ქალი არ დატოვებს კარადაში ნივთებს “ყოველი შემთხვევისთვის”. მან ზუსტად იცის რა უდა და რისთვის. ხშირად ეს არის ხარისხიანი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
  • ვითომ დაუდევრობა – იდეალურ ქალად ქცევის მცდელობისას ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ ამასობაში კარგავს ინდივიდუალურობას და სხვების მსგავსი ხდება. ის გამოირჩევა სიმსუბუქით, შეუძლია ხალხში გავიდეს მხოლოდ იდეალურად მოწესრიგებულმა.
  • ტანსაცმლის ფერი – საღამოს კაბების ღრმა და კეთილშობილური შეფერილობა: ზურმუხტისფერი, ლურჯი, შავი, შინდისფერი, ტანსაცმელი პასტელის ფერებში. ნამდვილი ქალბატონის გარდერობში თითქმის არ არის მკვეთრ პრინტებიანი ტანსაცმელი.
  • ძვირფასეულობა – ზედმეტი ძვირფასეულობა სხეულზე მიუთითებს უგემოვნებასა და არა სტატუსზე. მაღალი საზოგადოების ქალი ერთდროულად არ წარადგენს საზოგადოების წინაშე რამდენიმე ყელსაბამს.
  • ტანსაცმლის სტილი – რა განასხვავებს მდიდარ და გემოვნებიან ქალს სხვებისგან? ძალიან მარტივია შეაკერინოთ სწორედ ის და ისეთი კაბა, რომელიც გსურთ. სამაგიეროდ ის უკეთ გამოკვეთს წელს და ლამაზად დაჯდება ტანზე.

რჩევა რედაქციისგან: ამბობენ, რომ როდესაც ქალი ვარცხნილობას იცვლის, ცხოვრებასაც ცვლის. იგივე შეიძლება ითქვას სტილზეც. თუ გსურთ თავი ლამაზად და თავდაჯერებულად იგრძნოთ, ისწავლეთ ფერებისა და ქსოვილების შეხამება, გაიაროთ მასტერკლასი და არ შეგეშინდეს საინტერესო სიახლეების. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.