მეუღლეებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და კამერას გაუღიმეს. 1 წამში უბედურება დატრიალდა…

687

მოგზაურობისას, თანამედროვე ტურისტებს არ ავიწყდებათ საინტერესო და უცნაური რამეების გადაღება, რაც გზად ხვდებათ. დღეს, როცა ტელეფონში ყველას აქვს კარგი კამერა, ადამიანებს შვებულებიდან ათასობით ფოტო მოაქვთ.

არც რაიან და მარელიზ დაიერები, ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარი გმირები, არ ყოფილა გამონაკლისი. თაფლობისთის დაწყებამდე, მეუთლეებმა იმ ადგილების სიაც კი შეადგინეს, სადაც ფოტოების გადაღება უნდოდათ. თუმცა, მათ სულაც არ წარმოედგინათ, თუ რა სურპრიზი მოუმზადა ბოროტმა ბედმა…

იყიდება

ახალგაზრდა წყვილის მოგზაურობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა, სამხრეთ აფრიკაში მეუღლეებს ბედმა არ გაუღიმა. რაიანმა მოგვიანებით თქვა, რომ მშობლიურ კუთხეში აღმოჩენილები მეტისმეტად მოდუნდნენ.

მოქცევის დროს ქვებზე ასულმა წყვილმა კამერა მარელიზის დას მისცა, რომელმაც რამდენიმე ფოტო გადაიღო. როცა შეამჩნია, რომ ტალღები ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი იყო, ცოლ-ქმარი ნაპირისკენ წამოვიდა, როცა სტიქია “თავს დაესხა”.

დიდმა ტალღამ მეუღლეები წააქცია და თან გაიყოლა. რაიანი მაშინვე წამოდგა და მარელიზის ძებნა დაიწყო. მამაკაცი ტალღას თითქმის საერთოდ არ დაუზიანებია, ხოლო ქალი ფეხზე ვერ დგებოდა, თანაც ფეხზე ნებისმიერ შეხებისას, ტკივილისგან ყვიროდა.

გოგონას დასთან და მის მეგობართან ერთად, მარელიზი სანაპიროს დააშორეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სანამ ექიმები მოვიდოდნენ, ახალგაზრდებმა, დაშავებულის ხელმძღვანელობით, იმპროვიზებული საყრდენი გაუკეთეს.

ექიმების ვერდიქტი შემდეგი იყო: ტალღის დარტყმის დროს, მარელიზის ფეხი ორ ქვას შორის მოჰყვა. საბოლოოდ, უბედურმა ფეხი ორ ადგილას მოიტეხა და კოჭი იღრძო.

გოგონას მალევე ჩაუტარეს ოპერაცია. ახლა მას ფეხში ტიტანიუმის ფირფიტა უდევს, ხოლო ძვლები 12 ხრახნითაა დამაგრებული.

საინტერესო ისაა, რომ ახლაგაზრდებმა გადაწყვიტეს: ასეთ წვრილმანს მათი თაფლობისთვისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. საავადმყოფოში გოგონა მხოლოდ 2 დღით გაჩერდა და მეუღლეები მოგზაურობის გაგრძელებას გეგმავენ.