რას აკეთებს ეხლა ნამდვილი მებაღე? ემზადება გაზაფხულისთვის და ნერგების დასარგავად. თებერვლის ნერგების მოყვანას თავისი ნიუანსები აქვს, გასაკუთრებით ეს ეხება პომიდორს. მისი კარგი ნერგები ჩნდება დათესვიდან 50-60 დღის შემდეგ. მოდით ვისაუბროთ თესლებზე.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარეთ, თუ რომელ დღეებში ჯობია პომიდვრის დათესვა, რათა ის გაიზარდოს ძლიერი და ჯანსაღი.
პომიდვრის სწორად დათესვა
უნდა გავითვალისწინოთ და დავიმახსოვროთ თებერვალი მხოლოდ იმ კულტურების თვეა, რომლებსაც დიდი დრო სჭირდება ამოსვლისთვის. მათ ჭირდებათ ხანგრძლივი ვეგეტაციური პერიოდი ამიტომ სანამ დათესვამდე მიხვალთ, გაეცანით თესლის შეფუთვაზე მოცემულ ინსტრუქციას.ანუ თებერვლის თესვით შეუძლიათ დაკავდნენ მებაღეები, რომლებსაც აქვთ იდეალური სათბურები და შეუძლიათ დათესონ პომიდორი, რომლის ვეგეტაციის პერიოდი 100 დღეა.ასევე, შეგიძლიათ დათესოთ წიწაკა, რომლის აღმოცენებას 14 დღე ჭირდება და შემდეგ 65 დღე ჩითილის გამოზრდას, ბადრიჯანი – აღმოცენდება 10 დღეში და 70 დღის შემდეგ გადააქვთ ჩითილი გრუნტში.
პომიდვრის დათესვა – დავუბრუნდეთ ისევ პომიდორს. ის სითბოს მოყვარული მცენარეა და ხანგრძლივი დრო სჭირდება ამოსასვლელად. დათესვამდე თესლი კარგად უნდა დაალბოთ. ეს პროცედურა ხელს შეუწყობს გაღვივების პროცესს და დეზინფექციას ჩაუტარებს მას.თესლი ითესება არც ისე ღრმად, დაახლოებით 1 სმ. სიღრმეზე წინასწარ მომზადებულ ტენიან გრუნტში. შემდეგ კონტეინერები ლაგდება თბილ, მზიან ადგილას.ვინაიდან გარეთ ჯერ კიდევ ზამთარია და ცივა, თესლს უნდა შევუქმნათ ყველა ხელსაყრელი პირობა: ტემპერატურა, სწორი მორწყვა, კვება, განათება და მალე ლამაზი ჩითილები დაამშვენებს ფანჯრის რაფებს.
თებერვალში დასათესად ჩემი ფავორიტებია ჯიშები: “რიო გრანდე”, “კოსმონავტი”, “გიგანტი დე ბარაო”, ჰიბრიდი “საიმედო F1”.მთვარის კალენდრით ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 3, 4, 7, 8, 9, 12, 13, 14, 22 და 23 თებერვალი. ახალი მთვარის და სავსე მთვარის დღეებში კი, ანუ 1 და 16 თებერვალს არ ღირს თესლის დათესვა.
რჩევა რედაქციისგან: ასევე გაეცანით ნერგების განათების თავისებურებებს, რათა არ დახარჯოთ ზედმეტი და მიიღოთ ჯანსაღი მოსავალი. პომიდორს სჭირდება 15-17 საათი დღეში, წიწაკას ჰყოფნის 11-13 საათი.კომფორტული პირობები, სწორი მოვლა, დროული მორწყვა, თანამედროვე სასუქები დაგეხმარებათ გქონდეთ ჯანსაღი და ძლიერი ჩითილები. რაც უხვი მოსავლის წინაპირობაა.
თქვენ რა მცენარით იწყებთ თესვის სეზონს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.