მიმტანმა თავხედ კლიენტს კაბაზე ყავა გადაასხა, მაგრამ რამდენიმე დღეში მას ეს უკან დაუბრუნდა

9401

მიმტანი კაფეში არ არის ის პროფესია, რისთვისაც უნივერსიტეტში წლების განმავლობაში უნდა ისწავლო. დიახ, სამუშაო საუკეთესო არ არის, მაგრამ ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის, რომელთათვის მნიშვნელოვანია საარსებო წყაროს გამომუშავება. ეს სამუშაო აწრთობს ხასიათსაც, რადგან ხშირად მიმტანს დიდი მოთმინება მართებს, რომ კლიენტთან თავაზიანობა შეინარჩუნოს.ლიკა უკვე ორი წელია მიმტანად მუშაობს, რათა დაეხმაროს მშობლებს და თავისი სწავლის საფასური გადაიხადოს. მუშაობდა რამდენიმე კაფეში და უმეტეს შემთხვევაში დაწესებულებების მფლობელები უგულვებელყოფდნენ წესებს, ხშირად ავიწროვებენ თანამშრომლებს და ხელფასს აჭრიან დაგვიანებისთვის. არადა არჩევანი არ არის. ძალიან ცოტაა ადგილები, სადაც სტუდენტებს გამოცდილების გარეშე დაასაქმებენ. უმეტესობა ურიგდება ბედს, მაგრამ ზოგჯერ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

მიმტანი კაფეში

იმ დღეს ლიკას სამსახურში მიეჩქარებოდა, ავტობუსისთვის რომ ვერ მიესწრო, დააგვიანებდა და უფროსი ხელფასს ჩამოაჭრიდა, მაგრამ ვერაფერით შეიკრა ეს დაწყევლილი ჩექმა! დიდი ხანია ფეხსაცმელი შესაცვლელი აქვს, მაგრამ ეკონომიას აკეთებს ყველაფერზე. ახალი წლის დღეებში მეტი შესაძლებლობა აქვს ფული გამოიმუშაოს და მშობლებს გაუგზავნოს, მათ უფრო სჭირდებათ.ლიკას მშობლები თითქმის ერთდროულად გახდნენ ავად. გოგონას სურდა მათთან დარჩენა და მათზე ზრუნვა, მაგრამ უფულოდ რა უნდა ექნა? ჩექმას სხვა დროსაც იყიდის, ახლა კი როგორმე უნდა წავიდეს სამსახურში. საბოლოოდ საშემოდგომო სპორტული ფეხსაცმელი და თბილი წინდები გამოიღო კარადიდან.

კისრისტეხით გარბოდა, რომ როგორმე ავტობუსისთვის მიესწრო და ბოლო წამებში შეხტა შიგნით ბედნიერი. ეს კი ნიშნავდა, რომ უფროსი აღარ დააჯარიმებდა.შუადღემდე ლიკა კარგ ხასიათზე იყო და ხალისიანად მუშაობდა. შემდეგ კი კაფეში ახალგაზრდა წყვილი შემოვიდა. ლიკას პარტნიორმა ჩაილაპარაკა: “ნახე, ისევ ის გაფხორილი მობრძანდა. მე კი მეგონა აღარ მოვიდოდა, სამი თვეა არ გამოჩენილა.” შემდეგ წარმატებები უსურვა ლიკას და სხვა კლიენტების მოსამსახურებლად წავიდა.ამასობაში შემოსულმა გოგონამ კრემისფერი პალტო გაიხადა და თავის თანამგზავრს გადასცა. როდესაც წყვილი მაგიდასთან დაჯდა, ლიკა შეკვეთის ასაღებად მივიდა. “მომიტანე მენიუ გამოთვლილი კალორიებით!” – მოითხოვა სტუმარმა.

კლიენტი ყოველთვის მართალია – ლიკამ თავაზიანად დაუქნია თავი და მენიუს მოსატანად წავიდა. როდესაც უკან დაბრუნდა, წყვილს დღის კერძი ურჩია, მაგრამ ქალმა ცივად უბრძანა: “თქვენი რჩევა არ არის საჭირო, მომიტანეთ ბერძნული სალათი და საშუალოდ შემწვარი სტეიკი, რაც შეიძლება მალე, სამუდამოდ ვერ დაგელოდებით! მანამდე კი ლატე მომიტანეთ ნუშის რძით!” სტუმარი საკმაოდ უხეში ტონით საუბრობდა.სანამ შეკვეთა მზადდებოდა, კლიენტს ლატე მიართვეს, ხოლო ლიკა გვერდითა მაგიდებს ემსახურებოდა. ამ დროს გამყინავი ხმა გაისმა: “ეს რა ნაგავი მომიტანე? მოდი აქ, ვინ ხარ შენ?” ყველა შეაშფოთა ამ ხმამ.

ლიკა მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას, ეს მისი მოვალეობა იყო გაეღიმა ნებისმიერ შემთხვევაში. ზრდილობიანად ჰკითხა სტუმარს რაში იყო საქმე. ის კი ყვიროდა: “თქვე რა, ჩემი მოწამვლა გადაწყვიტეთ? ეს რანაირი ნუშის რძეა? ან ქაფი რატომ არის ასეთი უცნაური? ჩააფურთხეთ შიგნით? სასწრაფოდ ადმინისტრატორს დაუძახეთ!”ხმაურზე ადმინისტრატორი გამოვიდა, მან სცადა კონფლიქტის განმუხტვა და კლიენტს სასმელის შეცვლა შესთავაზა, ხოლო ბონუსად საფირმო კერძის მოტანა დაავალა მიმტანს. ლიკამ ჟოლოიანი ნაღების კრემ-სუპი მოიტანა, მაგრამ ქალმა ზიზღით გასწია გვერდზე: “ეს რა საზიზღრობაა? ამის გასინჯვასაც კი არ ვიკადრებ, ეს რა წესია, რომ კლიენტებს ნაგავს სთავაზობთ?”

დაუშვებელი ქცევა – ლიკა ცოტა ხანს გაოგნებული იდგა, შემდეგ კი ღიმილით, ისე რომ ვერც გაიაზრა, ისე გადაასხა აბეზარ კლიენტს კერძი და სასიამოვნო საღამოს გატარება უსურვა… ხმა ვერავინ ამოიღო, სტუმარმა კი გიჟივით დაიწყო ყვირილი: “დავახურინებ ამ დაწესებულებას, ისე გავაკეთებ, რომ დამლაგებელიც კი ვერ იშოვის სხვა სამსახურს!”ამ ინციდენტის შემდეგ ლიკას სამუშაო ადგილის დატოვება მოუწია, ვერც ახალი იპოვა, რადგან ვიღაცამ ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი მოულოდნელად ადმინისტრატორმა დაურეკა და სამსახურში დაბრუნება სთხოვა. აღმოჩნდა, რომ ვიდეო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ კაფე ძალიან პოპულარული გახდა და კომენტარებში ხალხი მიმტანის დაბრუნებას ითხოვდა, მას ყველა ამართლებდა.ვინაიდან გოგონას სამსახური ძალიან სჭირდებოდა, სიამოვნებით დაუბრუნდა თავის ადგილს. ამ ამბავმა კიდევ უფრო მეტი კლიენტი მოიზიდა, ხალხი მოდიოდა გაბედული მიმტანის გასაცნობად და მასთან ფოტოების გადასაღებად.

რჩევა რედაქციისგან: ყველას აქვს პრობლემები ცხოვრებაში და არავი იცის, რეალურად რა ხდება ადამიანის გულში. მიმტანის საქციელი საამაყო ნამდვილად არ არის, მაგრამ უხეში და უტაქტო მიმართვაც მიუღებელია. არ შეიძლება დაღლილი ადამიანის ასე სახალხოდ დამცირება, ისევე როგორც, არ შეიძლება გადაასხა კლიენტს კერძი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს