მოხუცი ქალი ოფისში იატაკებს რეცხავდა, რადგან მისი პენსია მწირი იყო, მოულოდნელად, უფროსმა იატაკის ჯოხი წაართვა…

0
32329

თავის მეგობრებს რომ უყურებდა, ქალბატონი ვენერა შიშობდა, რომ მალე თავადაც აღმოჩნდებოდა სავარძელში საქსოვით ხელში, მაგრამ ის არ იყო იმ ადამიანების კატეგორიიდან, ვინც დროს უქმად ყოფნაში ატარებს, მითუმეტეს, რომ მას ჰყავს ვაჟი და პატარა შვილიშვილი. ის ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა ახალგაზრდა ოჯახს. მიდიოდა ხოლმე სოფელში და ხუფავდა კონსერვებს ზამთრისთვის. პენსიაზე გასვლის შემდეგ არ თვლიდა, რომ აღარ უნდა ემუშავა და სახლში დამჯდარიყო. სამაგიეროდ, ქმარი არ ფიქრობდა ასე. ამიტომ სანამ მოიფიქრებდა როგორ დალაპარაკებოდა ქმარს თავისი სამსახურის შესახებ, შესთავაზა სოფელში წასულიყვნენ დასასვენებლად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:ალექსანდრეს არ უყვარდა სოფელში ყოფნა. იცოდა, რომ იქ ვერ დაისვენებდა და ამიტომ ცოლის შეთავაზება გააპროტესტა: “რატომ უნდა წავიდე, პენსიაზე იმიტომ არ გავსულვარ, რომ სოფელში ვიბორიალო!””შვილებს კონსერვები უნდა მოვუმზადო, ზამთარში ხომ ჭირდება ბავშვს ნატურალური საჭმელი?”

პენსიონერის სამუშაო

ვენერას უყვარდა სოფელში ყოფნა, მზის ამოსვლის ცქერა ფანჯრიდან და თან ცხელი ჩაის სურნელი. მოგონებები მოეძალებოდა ხოლმე და ქმარს უყვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს არ უყვარს იქ ყოფნა, რეგულარულად ჩადიან ხოლმე 30 წელზე მეტია.სანამ ვენერა მოიფიქრებდა როგორ ეთქვა ქმრისთვის, რომ მუშაობის დაწყებას აპირებდა, ბოსტანში ჩავიდა, ქმარს კი სთხოვა შეშა დაეჩეხა, რომ საღამოს ღუმელი დაენთოთ. “შვილს ნუ დაურეკავ, არ მინდა მისი ცოლის ნახვა.”

საღამოს ცოლ-ქმარი ერთად ისვენებდა ეზოში. უცებ, ალექსანდრემ თქვა, რომ სათიბში დაძინება სურდა, როგორც ახალგაზრდობაში. ვენერა თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ მასაც ტკბილად ახსოვდა სათიბში გატარებული ტკბილი ღამეები და საბოლოოდ დათანხმდა.ვენერას არ მოსწონდა რძალი, თვლიდა, რომ ის მისი შვილისთვის შეუფერებელი იყო. მეორე დღეს გიორგი მივიდა მშობლების სანახავად. ვენერამ შესძახა: “რატომ არ მოიყვანე ჩემი შვილიშვილი? კარგია, ცოლი არ წამოგიყვანია!”გიორგიმ შუბლი შეჭმუხნა, არ სიამოვნებდა დედა და ცოლი ერთმანეთს რომ ვერ იტანდნენ. ძალიან დაღლილი ჩანდა, ალბათ სამსახურში ბევრი მუშაობა უწევდა ხოლმე. “-კვირას ცოლთან და შვილთან ერთად მოვალ”. ვენერას არ ესიამოვნა, მაგრამ ჯანდაბას, შვილიშვილს ხომ ნახავს.

საგანგაშო ზარი. რამდენიმე დღეში ვენერას ვაჟმა დაურეკა და ქალაქის ბინის გასაღები სთხოვა, რადგან სასწრაფოდ ჭირდებოდა რამდენიმე საბუთის აღება. დედამ იეჭვა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და თავადაც გაყვა შვილს. საბუთები იპოვეს, მაგრამ ვენერამ ვერ შეძლო ეკითხა რა ხდებოდა.

-მე განქორწინებას ვაპირებ, დედა – თავად უთხრა გიორგიმ. ვენერამ თავი დამნაშავედ იგრძნო. კი, არ მოსწონდა რძალი, მაგრამ არასდროს სურდა ახალგაზრდა ოჯახის დანგრევა. სთხოვა შვილს სოფელში მამას მიხმარებოდა საქმეებში. გიორგი დათანხმდა და დაპირდა, რომ კვირას მივიდოდა როგორც დაპირდა.ვენერა, როგორც ჭკვიანი ქალი, მიხვდა, რომ უნდა დახმარებოდა ახალგაზრდა ოჯახს და როგორმე შეერიგებინა. მათ ხომ პატარა ვაჟი ჰყავთ? როგორ იქნება ის, დედას და მამას ერთად რომ ვერ ნახავს?ვენერა რჩევისთვის მეზობლად მცხოვრებ ნათლიასთან წავიდა. მათ ერთად მოიფიქრეს რაღაც. ნათლიამ ვენერას რძალს დაურეკა და სთხოვა, რომ სახლში დახმარება სჭირდებოდა და იქნებ კვირას მისულიყო. რძალს გაუკვირდა ძალიან, მაგრამ დათანხმდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ კვირას რძალს და შვილს ვენერას სახლში მოუწიათ დარჩენა. სოფლის გარემომ, დედის მზრუნველობამ მოულბო ახალგაზრდებს გული და შერიგდნენ.ვენერა ბედნიერი იყო, რომ წყვილმა კონფლიქტი დაასრულა, ახლა შეეძლო თავის სამსახურზე ეთქვა. როდესაც დილით ყველა საუზმეს მიუსხდა, ქალმა თავისი გეგმის შესახებ ისაუბრა. ქმარი აღშფოთდა: “მოიცა, შენ ქალაქში ბრუნდები სამუშაოდ, მე კი აქ მტოვებ მარტო?” – თუმცა, საღამოს მოლბა, მოხვდა, რომ აქ კარგად გრძნობდა თავს – “თუ ასე გსურს, წადი…”

ახალი სამუშაო. მას შემდეგ, რაც ვენერამ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა ოფისში, ბევრი ახალი ამბავი ჰქონდა ქმრისთვის მოსაყოლი. ის ცნობისმოყვარე ქალი იყო და ისმენდა ვინ რატომ ჩხუბობდა, რას აკეთებდა. მოახერხა და შეარიგა ორი წაჩხუბებული ბიჭი, სანამ უფროსი დაადგებოდა თავზე. ამასობაში ფირმის უფროსი მოუახლოვდა.ვენერას წინ იდგა მამაკაცი, რომელიც ბავშვობაში, 20 წლის წინ, ქალმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოიყვანა. უფროსმა მაშინვე იცნო თავისი გადამრჩენელი და თვალებს არ უჯერებდა, რომ ასეთ გმირ ქალს ცხოვრებამ დამლაგებლობა არგუნა. ახლა მას ქონდა საშუალება შეეცვალა თავისი მეორე დედის ბედი. მან ვენერას უკეთესი თანამდებობა შესთავაზა უფრო მაღალი ანაზღაურებით.

რჩევა რედაქციისგან: ადამიანებმა წვრილმანების გამო დაიწყეს განქორწინებაზე გადაწყვეტილების მიღება. ოჯახური ცხოვრება არა მხოლოდ სიყვარულს, კომპრომისებსაც გულისხმობს. საჭიროა ურთიერთგაგება, მოთმინება, პატიების უნარი.ფირმის უფროსის შემთხვევა კი გვაჩვენებს, რომ ცხოვრებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ადრე თუ გვიან უკან გვიბრუნდება.   თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.