ჩემს მეგობართან სტუმრობის დროს, რომელიც უკვე 10 წელია მკერავად მუშაობს, წავიღე ძველი, ბლაგვი მაკრატელი. სახლში დაბრუნებული აღფრთოვანებული ვარ ისე კარგად ჭრის და ისეთი ბასრია. რაც მთავარია, უკვე ვიცი როგორ შევუნარჩუნო ასეთი მდგომარეობა და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ.
როგორ გავლესოთ მაკრატელი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია გალესვა წვრილი საკერავი ნემსით. აიღეთ ნემსი და მიიტანეთ ის მაკრატლის პირთან და 7-ჯერ გახსენით და დახურეთ. შედეგი შესანიშნავი იქნება.ასევე, დაბლაგვებული მაკრატლით შეგიძლიათ დაჭრათ ფოლგის ქაღალდი. შოკოლადის ფილის ჭამის შემდეგ ხშირად დაგრჩებათ ასეთი მასალა. მთავარია, ნამდვილი ფოლგა იყოს და არა ქაღალდის ნარევით. გადაკეცეთ ის რამდენიმე ფენად და უბრალოდ დაჭერით მაკრატლით წვრილად. ამ პროცესში მაკრატელი გაილესება. ხუმრობა არ გეგონოთ, ნამდვილად ასეა.გაინტერესებთ სად ჯობია წაიღოთ შემდეგ წვრილად დაჭრილი ფოლგა? ერთ კარგ რჩევას მოგცემთ: ჩამარხეთ ყვავილების ფესვებთან, ის ამსუბუქებს ნიადაგს და მცენარისთვის ძალიან სასარგებლოა.
ფოლგის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზუმფარის ქაღალდი. პრინციპი იგივეა – უბრალოდ დაჭერით,კიდევ ერთი მარტივი ხერხი: აიღეთ ნებისმიერი მინის ნივთი. მაგალითად, ბოთლის ყელი “გაჭერით” მაკრატლით 1-2 წუთის განმავლობაში. შეგედი მაშინვე შესამჩნევი იქნება.გასალესად გამოდგება კერამიკული ფინჯნის უკანა მხარე, ბრტყელი არამოჭიქული ზედაპირი, რომელიც შესანიშნავი აბრაზიული თვისების არის და კარგად ლესავს დანებს და მაკრატლებს.რა თქმა უნდა, უმჯობესია მაკრატელი სრულ დაბლაგვებამდე არ მიიყვანოთ. ეცადეთ პერიოდულად მაინც ჩაატაროთ იმპროვიზებული ლესვა და სულ არ გჭირდებათ სპეციალისტების დახმარება.
რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, არ არის საჭირო სადმე წასვლა და მაკრატლის მლესავის ძებნა. ამის გაკეთება სახლშიც მარტივად შეგიძლიათ. ყველა მეთოდი მუშაობს და გამოდგება როგორც სამზარეულოს, ისე საკანცელარიო სა სამკერვალო მაკრატლებისთვის. თქვენ როგორ ლესავთ თქვენს მაკრატელს? გაქვთ რამე გამოცდილი საიდუმლო? გაგვიზიარეთ კომენტარებში.