ნაყოფიერი ხეები კი არა, ღვთის სასჯელია, შეწყვიტეთ მისი დარგვა ერთხელ და სამუდამოდ

50467

ზოგიერთი ხეხილი ნაკვეთზე საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. არადა წარმოუდგენელია სოფლის სახლი ხეების გარეშე. არსებობს თუ არა რაიმე წესი იმის შესახებ, თუ რომელი ხე შეიძლება დაირგოს ნაკვეთზე და რომელი არა? ზოგიერთი ჯიშის ხის დარგვა ნამდვილად არ ღირს. რომელია ეს ხეები და რატომ არ არის სასურველი მათი დარგვა, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ხეხილის ხეები ნაკვეთზე

მათ, ვინც ეხლა იწყებს ხეხილის მოშენებას, შეიძლება შეამჩნიონ ერთი უცნაურობა. თავიდან ხე თითქოს იდეალურად ერგება ბაღის საერთო სურათს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის ავადდება და ნაყოფს არ იძლევა, ან უბრალოდ სხვანაირ ფორმას იღებს. მიზეზი ათასგვარი შეიძლება იყოს.საერთო ჯამში, ეს ყველაფერი გამოცდილებაა. ყველა დამოუკიდებლად გადის მებაღის რთულ გზას და საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. მხოლოდ შენ შეგიძლია გადაწყვიტო მოგწონს თუ არა ხის ვიზუალური მხარე. ჩვენ გირჩევთ იმას, თუ რამდენად მიზანშეწონილია კონკრეტული ხის დარგვა.

ჩიტების საყვარელი ხე – რა თქმა უნდა საუბარია ალუბალზე. არსებობს მისი უამრავი ჯიში და უნდა შეარჩიოთ ის ხე, რომელიც თქვენი ნაკვეთის შესაფერისი იქნება. უნდა გაითვალისწინოთ კლიმატი, ამინდი და რელიეფი. ზოგადად, ალუბალი ძალიან ნაყოფიერი ხეა. თუ აპირებთ კონსერვირებას ზამთრისთვის, კი ბატონო, თუ არა, მაშინ ჯობია დაფიქრდეთ. გჭირდებათ ამდენი ალუბალი ნაკვეთზე? ამას გარდა, ალუბალი უყვარს თითქმის ყველა სახის ფრინველს და მთელი ეს მფრინავი ბრბო ხეზე იჯდება, სანამ ბოლომდე არ შეჭამს ხილს. ალუბლის ხე სპეციალური დამუშავების გარეშე ხშირად ავადდება და ზიანდება მავნებლებისგან. ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ მასთან მეზობლობის საკითხი.

პატარა და გარიყული – თუთის პატარა ნაყოფი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ის დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ძვლოვან ქსოვილზე, სისხლძარღვებსა და კანზე. არის თუ არა ამ ხის დარგვა ნაკვეთზე მომგებიანი? თუთის მოკრეფა არ არის მარტივი საქმე. ერთადერთი ეფექტური ხერხია თუ ნაყოფს დაფერთხავთ დიდ გაშლიდ ცელოფანზე ან ქსოვილზე. ამიტომ სანამ დარგავთ, კარგად დაფიქრდით.

საინტერესო ვარიანტი – კიდევ ერთი სიახლე შენს ბაღში შეიძლება გახდეს Duke – ალუბლის და ბალის ჰიბრიდი, რომელიც გამოიყვანეს ინგლისში XVIII საუკუნეში სახელწოდებით “მაისის ჰერცოგი”(May Duke). Duke მდგრადია სიცივის და დაავადებების მიმართ. ნაყოფს იძლევა უკვე მესამე წელს დარგვიდან. ამას გარდა, ისხამს საკმაოდ ბევრ და მსხვილ ნაყოფს.გაითვალისწინეთ, რომ მისი ნაყოფის გემო ყველას არ მოსწონს. მას მომჟავო გემო აქვს და ვისაც ტკბილი ხილი უყვარს, მათთვის არ არის გათვალისწინებული. თუ გაქვთ საშუალება, ჯერ ნაყოფი გასინჯეთ და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება დარგოთ თუ არა ის შენს ნაკვეთზე.

ხეხილის ხეები შენს ნაკვეთზე – როგორც ხედავთ, სანამ ახალ ნერგს დარგავ შენს ნაკვეთზე, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მოიპოვო მასზე, დაავადებებზე, მკურნალობის საშუალებებზე, ნაყოფის ხარისხსა და რაოდენობაზე, ადგილმდებარეობის შერჩევაზე.თავიდანვე კარგად აწონ-დაწონე ნაკვეთზე ხეების გადანაწილების გეგმა. გაითვალისწინე, თუ რამხელა სივრცე დაჭირდება უკვე ზრდასრულ ხეს. შეარჩიე ისეთი კულტურები, რომელიც კლიმატის და ნიადაგის შესაფერისი იქნება.

შენ რა ხეხილი გაქვს ბაღში? არის ისეთი ხე, რომელმაც იმედები გაგიცრუა? გაგვიზიარეთ თქვენი პირადი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს