მამაკაცს იმედი გადაეწურა, რომ გარდაცვლილი ძმის შვილის შვილად აყვანას ვერ შეძლებდა, მაგრამ ღმერთი დაეხმარა საბუთების გაფორმებაში.

0
718

რთული მდგომარეობაა თავისი ნიუანსებითა და პრობლემებით, მაგრამ თემა ღია რჩება: შეიძლება თუ არა იშვილო საკუთარი ძმის შვილი? გასაგები მიზეზების გამო ეს საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ ადამიანები იმიტომ ვართ, რომ თავით გავიტანოთ საჭირო და სწორი საქმეები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:პატრე ჩვეულებრივი მენეჯერი იყო, ის საერთოდ არ ფიქრობდა შთამომავლობაზე. მისი საქმე იყო სამსახური, მერე გართობა, ქალები. რატომ უნდა ჩაბმულიყო ოჯახურ რუტინაში, როცა ყველაფერი ისედაც კარგად იყო.

 შეიძლება თუ არა ბავშვის შვილად აყვანა?

გაცნობა რესტორანში – პატარა რესტორნის კედლებზე აქეთ-იქით ციმციმებდა პატარა განათებები. პეტრე კვირაში ერთხელ ანებივრებდა საკუთარ თავს კარგი სადილით მყუდრო გარემოში. გვერდით მაგიდაზე ნამდვილი დრამა ვითარდებოდა: კლასიკური პაემანი არ წავიდა ისე, როგორც საჭირო იყო. მსუქანმა, მოუხეშავმა მამაკაცმა იმის ნაცვლად, რომ ლამაზი პარტნიორ ტაქტით და ელეგანტურობით მოეხიბლა, ხელების ფათური დაუწყო.

პეტრე მიუახლოვდა:-გამარჯობა, დაიკო! აქ საიდან მოხვდი? რამდენი ხანია გაკვირდები შენ ხარ თუ არა. ეს მამაკაცი ვინ არის? არ გამაცნობ?გოგონა გაოცებული უყურებდა პეტრეს, მერე კი მიხვდა რაშიც იყო საქმე და ამოილუღლუღა:

-გამარჯობა, სანდრო, ჩვენ უკვე მივდიოდით, ახლავე მოვალ შენთან, სად ზიხარ? როგორ ვერ შეგამჩნიე აქამდე.მსუქანმა მამაკაცმა ეჭვის თვალით შეათვალიერა პეტრე და მისი დაკუნთული სხეულის დანახვის შემდეგ უკან დაიხია.საბოლოოდ, პეტრემ და ქეთიმ სასიამოვნოდ გაატარეს დრო, ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდათ, ბევრი იცინეს და მომავალში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. მერემ ტაქსში ჩასვა ახალი ნაცნობი, თვითონ კი სამსახურისკენ წავიდა.

უსიამოვნო სიახლე – ოთხი დღის შემდეგ პეტრეს ვეღარ იცნობდით. ფერმკრთალი, მობუზული იჯდა და ტიროდა. თავს დიდი უბედურება დაატყდა: უფროსი ძმა და მისი მეუღლე ავარიაში დაიღუპნენ…თავში ათასი აზრი უტრიალებდა. ყველა გეგმა, რასაც ძმასთან ერთად აპირებდა განეხორციელებინა, ერთ ღამეში ჩაიშალა, რა უნდა ქნას ახლა, ღმერთო!და პატარა აჩიკო? მისი პატარა ძმისშვილი? ბავშვი ერთ წუთში დაობლდა. რა თქმა უნდა, ძმას ანდერძი არ დაუტოვებია, ვინ იქნება ბავშვის მეურვე?დედის მშობლებს ბავშვს ვერ დაუტოვებს, რთული და თავისებური ხალხია, შვილიშვილს კარგს არაფერს ასწავლიან. ახლა ნებისყოფა უნდა მოიკრიბოს, ყველაფერი გვერდზე გადადოს და კარგად დაფიქრდეს, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს. ალბათ, ძმისშვილის შვილად აყვანა საუკეთესო გამოსავალი იქნება. მოუწევს ცხოვრების რიტმის შეცვლა, მაგრამ არაუშავს.

დავა – წესიერი ადვოკატი ვერ იპოვა. ზოგი არ იყო კომპეტენტური, ზოგი გარანტიას არ აძლევდა. ძიების პროცესში სულ დაავიწყდა ჭამა-სმა, თავის მოწესრიგება. ასე გადიოდა დღეები, თითქოს ჩაკეტილ წრეში მოექცა.ფეხებმა თავისით მიიყვანეს საყვარელ რესტორანში. მართალია, დასვენება და ჭიქა ყავა მჭირდება…

  • -გამარჯობა, პეტრე, არ მეგონა, თუ ოდესმე გნახავდი.
  • -გამარჯობა, ქეთი, გამიხარდა შენი დანახვა. როგორ ხარ? მე დიდი პრობლემები მაქვს სამწუხაროდ.
  • -რა მოხდა? იქნებ მე დაგეხმარო?
  • -კარგ ადვოკატს ვეძებ, ხომ არ იცნობ ვინმეს?
  • – როგორ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი ვარ, განათლება საზღვარგარეთ მივიღე, აქაც კარგი პრაქტიკა მაქვს, ბევრი საქმე მაქვს უკვე მოგებული.

პეტრემ თავისი ამბავი უამბო და უთხრა, რომ ძმისშვილის შვილად აყვანა სურდა. ქეთი ყურადღებით უსმენდა და თავადაც აანალიზებდა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა.საღამოს იმ პირობით დაშორდნენ, რომ აუცილებლად შეხვდებოდნენ ერთმანეთს და საქმეს მოიგებდნენ. პეტრეს აზრები კი მომართული იყო, თუ როგორ მოეწყო სახლი, რომ თავის პატარა ოჯახის წევრს ღირსეული პირობები ჰქონოდა.უნდა მოეწყო ლამაზი საბავშვო ოთახი სათამაშოებით, გაერკვია, რა საბუთები იყო საჭირო სკოლისთვის და კიდევ ჭირდებოდა გვერდით ქალი – ჭკვიანი, ლამაზი, ყურადღებიანი. სად უნდა იპოვოს ასეთი? ქეთი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და თავადაც ძალიან მოსწონს.

ეპილოგი – ვინ წარმოიდგენდა, რომ ნამდვილ მწუხარებას მოვლენების მთელი ჯაჭვი მოჰყვებოდა და გავლენას მოახდენდა ქეთისა და პეტრეს ცხოვრებაზე? თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ წარიმართება მათი ურთიერთობა მომავალში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.