რა ასაკში აღარ ჭირდება ქალს სწრაფად თავის მოწესრიგება, რომ მამაკაცს მოაწონოს თავი.

806

ჩენში მიღებულია, რომ ასაკოვანი ქალის ერთადერთი საქმე შვილიშვილების მოვლაა. 60 წელს გადაცილებულ ქალს შეუძლია მოდუნდეს და შეწყვიტოს საკუთარ თავზე ზრუნვა. საცხები, ტონერები და შამპუნები უკანა თაროზე ინაცვლებენ და წინა ადგილს სტატუსის “შესაფერისი” ნივთები იკავებენ: სათვალეები, მედიკამენტები, წნევის აპარატი…პაპარაცის რედაქცია არ ეთანხმება მსგავს რიტორიკას. ქალი ყოველთვის უნდა დარჩეს ქალად. თუ მას სიამოვნებს, უნდა გაიკეთოს მკვეთრი მაკიაჟი, ატაროს ფერადი სამკაულები, მოდური ტანსაცმელი. ეს მისი უფლებაა და მთავარია არ გადააჭარბოს და არ იყოს ვულგარული. მაგალითად იტალიელები 70 წლის შემდეგაც აქტიურები არიან და არ ივიწყებენ პირად ცხოვრებას. რა არის ამაში ცუდი?

ასაკოვანი ქალი

ასაკთან ერთად ქალი უამრავ გამოცდილებას იძენს. მათ უკვე აქვთ საკუთარი სტილი, უკეთ არჩევენ კოსმეტიკას და ტანსაცმელს, მარტივად პოულობენ საერთო ენას სხვა ადამიანებთან, მეტად თავდაჯერებულნი არიან და უკეთ მიიწევენ წინ კარიერულ კიბეზე.ქალი ასაკის მატებასთან ერთად იწყებს სრულფასოვან ცხოვრებას. მეტი დრო აქვს საკუთარი თავისთვის და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. როგორ შეიძლება სილამაზის სალონში გატარებულ დღეს რუტინა უწოდო? დიახ, ეს ნამდვილი განტვირთვაა.მაგრამ ხდება ხოლმე, რომ სიცოცხლით სავსე, მხიარული ქალი გარდაიქმნება ახალგაზრდა მოხუცად. გარეგნულად იგივეა, კარგად გამოიყურება, მაგრამ შინაგანად იცვლება. აღარ სიამოვნებს ქალაქში სეირნობა, სალონში ვიზიტი, მეგობრებთან ჭორაობა.

ეხლა მოდა პრაქტიკულობას უთმობს ადგილს. მოხდენილი პატარა კლატჩი უცებ გადაიქცევა დიდ ჩანთად, რომელშიც მარტივად დამალავთ რამდენიმე შეკვრა მაკარონს, გაყინულ ქათამს და კვერცხს. არც ვარცხნილობის შენარჩუნებაა პრობლემა, არსებობს ფიქსატორები და სხვა ათასი საშუალება.რატომ ხდება ასე? მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. ამაში დიდი წვლილი გარშემომყოფებს მიუძღვით. “შენ უკვე ბებია ხარ, გაგიმართლა, რომ შვილიშვილებს უნდა მოუარო.” “დედა, საღამოს კინოში მივდივართ და ბავშვს დაგიტოვებთ” და ასე გრძელდება მინიმუმ 5 წელი, შემდეგ სხვა შვილიშვილებიც ჩნდებიან და…ამ შემთხვევაში ქალმა ყველაფერ პირადულზე უარი უდა თქვას. აბა, სხვანაირად როგორ? შვილებს უნდა დაეხმარონ. საკუთარი თავისთვის კი დრო აღარ რჩებათ.

ზოგჯერ ქალის მოდუნებასა და უხალისობაში მამაკაცია დამნაშავე, უფრო სწორედ, მათი მხრიდან ინტერესის ნაკლებობა. რატომ უნდა გაიკეთო მაკიაჟი, დახარჯო დრო და ენერგია, თუ ამას შენი მამაკაცი ვერ ამჩნევს? ამიტომ ქალი სხვა რამეში ეძებს რეალიზების საშუალებას.რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ქალმა? სინამდვილეში მამაკაცის უყურადღებობა უნდა იყოს სტიმული იმისა, რომ რაც შეიძლება უკეთეს ფორმაში იყოს.

ქალმა უნდა გამონახოს საკუთარ თავში ძალა და გამბედაობა, რომ არ მისცენ შვილებს უფლება ბავშვებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ბებიას დააკისრონ. 70 წლის ასაკშიც შეიძლება ქალი მშვენიერი იყოს და დატკბეს ცხოვრებით. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს