გთავაზობთ ორგანიზმის გაწმენდის „ოქროს“ რეცეპტებს ბრინჯის დახმარებით.
პნევმონია (ფილტვის ანთება)
პნევმონია შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბრინჯით დაამარცხოთ. ამისთვის 1 ჩ/კ დაუმუშავებულ ბრინჯის მარცვალს 6 ჭიქა წყალი დაასხით, 1 ს/კ პიტნის ფოთლები დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე ბრინჯის მომზადებამდე ხარშეთ. ნახარშს გახეხილი დიდი ხახვი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და გაუწურავი ¼ ჭიქა ყოველ 2 საათში დალიეთ.
სახსრების ტკივილი, რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, პოდაგრა, მარილების დაგროვება
ვარიანტი 1-ელი – 5 ქილა
თუ სახსრების ტკივილის გამო სიარული გიჭირთ ან საერთოდ ვერ მოძრაობთ, ამ შემთხვევაში ბრინჯი დაგეხმარებათ. 0,5 ლიტრიან ქილაში 2 ს/ლ ბრინჯი ჩაყარეთ, წყალი დაასხით და 1 დღე გააჩერეთ. მეორე დღეს წყალი გადაასხით, ბრინჯი გარეცხეთ და ახალი წყალი დაასხით. მეორე პორციაზეც იგივე პროცედურა ჩაატარეთ. სულ 5 ქილა დაგჭირდებათ. როცა ბრინჯი პირველ ქილაში 5 დღის განმავლობაში დალბება, მოხარშეთ და მარილის და შაქრის გარეშე მიირთვით. 4 საათის განმავლობაში არაფერი არ დალიოთ. თქვენი შარდი ჭუჭყიანი ჟელეს მსგავსი იქნება – ეს გაწმენდის პროცესია. ასე 2 თვის განმავლობაში ისაუზმეთ. სულ 5-6 ქილა გამოიყენეთ, მაგრამ მონაცვლეობით. სასურველია პროცედურა წელიწადში 1-2-ჯერ, რამდენიმე თვიანი შუალედით ჩაიტაროთ.
ვარიანტი მე-2 – სამი კოვზი + გაფრთხილება
სახსრების ტკივილის, პოლიართრიტის და მარილების დაგროვების დროს ბრინჯის დახმარებით ორგანიზმს გაწმენდთ. „ასე 21 დღე ვაკეთებდი. 2 ს/კ ბრინჯი საღამოს 3 ჭიქა ცივ წყალში დაალბეთ, დილით ცეცხლზე დადგით და 3 წუთით ადუღეთ, შემდეგ ბრინჯი საწურზე დაყარეთ და შეჭამეთ. ამის შემდეგ 3 საათით არაფერი შეჭამოთ. ასე ყოველდღე გააკეთეთ. რეცეპტის მიხედვით კიდევ ერთი კურსი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცოტა ხანში ხელებსა და ფეხებზე კანის აქერცვლა დამეწყო. მას ისე ვიძრობდი, როგორც გველის ტყავს. შემდეგში ბრინჯით გაწმენდა არ ჩამიტარებია, მანამ სანამ არ გავიგე, რომ ასეთი გაწმენდის დროს ფეტვის ფაფაც უნდა მიმეღო. ჯერ ფეტვი ფერის შეცვლის გარეშე უნდა შეწვათ, შემდეგ ფაფა მოამზადოთ. მისი მიღებით ორგანიზმი კალიუმის იმ მარაგს ივსებს, რაც ბრინჯს ორგანიზმიდან გამოაქვს.“
ვარიანტი მე-3 -1,5 კოვზი ბრინჯი და 9 კოვზი წყალი
მარილების დაგროვების მოსაშორებლად საღამოს 1,5 ს/კ დაუმუშავებული ბრინჯს 9 ს/კ წყალი დაასხით. ღამით დააყენეთ, დილით ბრინჯი მარილის გარეშე მოხარშეთ და უზმოზე, საუზმის მიღებამდე 2-3 საათით ადრე შეჭამეთ. მკურნალობის კურსი – 1 თვე. ამ პერიოდში თამბაქოს მოწევა, კალიუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება.
მშრალი შიმშილობა
„დღეს გიამბობთ, თუ დედამ მშრალი შიმშილობის დახმარებით 8 დღეში საკვერცხეების კისტა, ხოლო 10 დღეში საშვილოსნოს ფიბრომიომა როგორ მოიშორა. ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ წყალი არ დალიოთ და არ შეჭამოთ არაფერი, უმარილოდ და უზეთოდ მომზადებული კონკრეტული ფაფის გარდა. 1-ელი დღე – ბრინჯი, მე- 2 დღე – ფეტვი, მე-3 დღე – წიწიბურა, მე-4 დღე ხორბლის ფაფა, მე-5 კვლავ ბრინჯი და ა.შ. 8 დღის განმავლობაში ფაფა ასე მოამზადეთ და ეცადეთ, რომ ხარშვის შემდეგ მასში ცოტა წყალი დარჩეს. 3-4 მიღება შეჭამეთ. თუ ჭამის სურვილი არ გექნებათ, საკუთარ თავს დააძალეთ. თუ წყურვილი ძალიან შეგაწუხებთ, საღამოს ნახევარი ჭიქა წყალი დალიეთ, მაგრამ არა ყოველდღე! ზაფხულში ამ მეთოდით მკურნალობა გაგიჭირდებათ, სჯობს ეს მეთოდი წლის ცივ სეზონზე გამოიყენოთ. მშრალი შიმშილობიდან ნელ-ნელა უნდა გამოხვიდეთ, ანუ თავიდან მსუბუქი საკვებით დაიწყეთ, 2-3 დღეში კი ჩვეულებრივ კვებაზე გადადით.“