არაფერში ეჭვი არ შემპარვია, ისე ჩავჯექი თვითმფრინავში, მაგრამ როდესაც პილოტმა ლაპარაკი დაიწყო, შიშისგან დავმუნჯდი, ასეთი ხმა 20 წელია არ მომისმენია

0
20948

ქალბატონი მეგი გამოცდილი მოსამართლეა. მას ხშირად უწევს ბრალდებულებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვლის რომ ყველა ადამიანს აქვს მეორე შანსის მიღების უფლება და თუ დანაშაულის ხარისხი საშუალებას აძლევს, აუცილებლად აკეთებს ამას. სწორედ ასე მოხდა მისი კარიერის გარიჟრაჟზე, როდესაც 18 წლის ბიჭს ასამართლებდა. რა მოხდა და როგორ დასრულდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

მეორე შანსი

“ბავშვობაში ყოველთვის ვიცავდი დაჩაგრულებს. არ მესმოდა რატომ აყენებდნენ ადამიანები ერთმანეთს ტკივილს და რატომ ექცეოდნენ ცუდად. უკვე მაშინ გადავწყვიტე, რომ გავიზრდებოდი, ჩემს ცხოვრებას სხვების დახმარებასა და ჭეშმარიტების ძიებას მოვახმარდი. მშობლებმა მირჩიეს მოსამართლე გავმხდარიყავი და მართლაც, ამ პროფესიამ ძალიან მომხიბლა.კარგად ვსწავლობდი და ყველაფერს ჰაერშივე ვითვისებდი. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩემი კარიერა ზემოთ მიიწევდა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა წესრიგისა და სამართლის დაცვა. 25 წლის ასაკში შესანიშნავ მამაკაცს გავყევი ცოლად და მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობდი.რეზომ ყველაზე ბედნიერი ქალი გამხადა მსოფლიოში, მალე ქალიშვილიც შეგვეძინა და სამსახურის შემდეგ მთელ თავისუფალ დროს ქმარ-შვილს ვუთმობდი. ახლა ჩვენი ნატა 20 წლისაა ცალკე ცხოვრობს.ქმარი ხშირად მსაყვედურობს, რომ დასასვენებლად თითქმის არ დავდივართ. ამიტომ სიურპრიზი გამიკეთა და იყიდა ერთკვირიანი საგზური იტალიაში. თუმცა, როდესაც თვითმფრინავში ჩავსხედით და პილოტმა ლაპარაკი დაიწყო, შიშისაგან დავმუნჯდი.

ამბავი წარსულიდან – ხმა ძალიან მეცნობოდა და გადავწყვიტე გამერკვია ვცდებოდი თუ არა. 20 წლის წინ, როდესაც ნატაზე ვიყავი ორსულად, ერთი 18 წლის ბიჭი გავასამართლე. მისი მომავალი ფაქტიურად, ჩემს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.ის ცუდ წრეში მოხვდა, რომელიც წვრილმანი ძარცვით იყო დაკავებული. თავად ბიჭს არაფერი მოუპარავს, ყარაულად ყავდათ დაყენებული. ერთ დღეს პოლიცია ბევრად უფრო სწრაფად მივიდა, ვიდრე ეგონათ და ბიჭი დაიჭირეს, სხვებმა კი გაქცევა მოასწრეს.თავის გადასარჩენად მას ბანდის წევრების ვინაობის გამხელა მოუწია, მათ კი მთელი დანაშაული ბიჭს გადააბრალეს. მე უნდა გამერკვია ყველაფერი. ვხვდებოდი, რომ თუ ციხეში გავუშვებდი, მთელს ცხოვრებას დავუნგრევდი, თან ბიჭი სინამდვილეში არაფერში არ იყო დამნაშავე.როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოვიტანე და სასამართლო დარბაზიდან გავედი, ბიჭი კართან დამხვდა: “მაპატიეთ, თქვენ მე გადამარჩინეთ და ამისთვის დიდი მადლობა. გპირდებით, რომ კარგი ადამიანი დავდგები!” ვაღიარებ, სასიამოვნო იყო, მაგრამ ნაკლებად მჯეროდა, რომ მას ოდესმე სადმე შევხვდებოდი. თუმცა, ბიჭის ხმა ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.ახლა კი, თვითმფრინავის ბორტზე ეს ხმა შემომესმა. როდესაც ჩავფრინდით, პილოტის გამოსვლას დაველოდე და ნამდვილად ის ბიჭი შემრჩა ხელში. მანაც მაშინვე შემამჩნია და ღიმილით გამომიწოდა ხელი: “გამარჯობა, ქალბატონო მეგი, როგორც ხედავთ, პირობა შევასრულე და სწორ გზაზე დავდექი. მადლობა კიდევ ერთხელ მეორე შანსისთვის!”

ჩემი ყოფილი მსჯავრდებული იმდენად ბედნიერი იყო, რომ ცრემლები მომერია. ეს ის შემთხვევაა, როცა ხვდები, რომ სწორად მოიქეცი და რა კარგია იმის გაცნობიერება, რომ შედეგმა გაამართლა.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ადამიანი ნამდვილად იმსახურებს მეორე შანსს. კარგია, რომ ქალბატონმა მეგიმ მოზარდს მისცა შესაძლებლობა თავიდან დაეწყო ცხოვრება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.